ქალთა ფონდის ხედვა
ძლიერი, თანასწორუფლებიანი, აღიარებული და ბედნიერი ქალი - თავისუფალ, უსაფრთხო, სამართლიან სამყაროში.
ქალთა ფონდის მისია
ქალთა გაძლიერება საქართველოში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის და თვითრეალიზაციისათვის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების, უნარების განვითარების და ფემინისტური ფილანთროპიის ჩამოყალიბების გზით.
ქალთა ფონდი თავის რესურსებს მიმართავს ქალთა ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტივისტების გასაძლიერებლად, რათა მათი ინიციატივები და საქმიანობა იყოს სიცოცხლისუნარიანი და ეფექტური ისეთი სტრატეგიების შესაქმნელად, რომელიც რეალურად დაუპირისპირდება პატრიარქალურ ძალაუფლებრივ სისტემას.
ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ ქალთა შემოქმედებით, პროდუქტიულ უნარებსა და ცოდნას, და ამასთანავე ვაცნობიერებთ ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლებრივ ურთიერთობებში არსებულ დისბალანსს, რომელიც მცირე საშუალებას აძლევს ქალებს ისარგებლონ საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით და ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულფასოვან განხორციელებას. ამიტომ, ქალთა ფონდი საქართველოში მიზანმიმართულად ეხმარება ქალებს მათი შესაძლებლობებისა და ავტონომიის ზრდაში, რათა მომავალში მათ თვითონ შეძლონ წინ აღუდგნენ სქესთა შორის ძალაუფლების არათანაბარ განაწილებას.
ჩვენ ვენდობით ქალის/ქალთა არჩევანს, მოიპოვოს შინაგანი ძალა, რომ უპასუხოს საკუთარ გენდერულ მოთხოვნებს და გავლენა მოახდინოს კონსტრუქციულ ცვლილებებზე საზოგადოებაში.
ჩვენ ვემხრობით ბიზნესისა და მთავრობის სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარებას, რათა მესამე სექტორი საქართველოში გახდეს ძლიერი და დამოუკიდებელი.
ჩვენ ერთგულად ვიცავთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ქველმოქმედების ეთიკურ სტანდარტებს როგორც “გამცემთან”, ისე ”მიმღებთან” ურთიერთობაში, პროდუქტული თანამშრომლობის ძლიერი ფილანთროპიული ხედვის შესაქმნელად.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი რეპუტაციის საფუძველი არის საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულების ეთიკურობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინკლუზიურობა და სამართლიანობა.
ჩვენ შეგვიძლია!
"ქალთა ფონდი საქართველოში" რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2005 წლის 24 მაისს გაატარა. ფონდი „საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის“ (ECDC) ინიციატივით დაფუძნდა, რომელიც 1998 წლიდან მუშაობს ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარებაზე, განსაკუთრებული ფოკუსით ქალთა საკითხებზე.
ECDC-ის ხედვა ისეთი ადგილობრივი ფონდის დაარსება იყო, რომელიც ქალთა უფლებების მოძრაობას საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებისგან რესურსების მობილიზებით დაეხმარებოდა. საქართველოში ფილანთროპიის განვითარების შესახებ ორგანიზაციის ეს ხედვა ეფუძნებოდა შემდეგ ინსტრუმენტებს: კვლევები ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარების შესაძლებლობებზე, პუბლიკაციები ფილანთროპიის თეორიისა და პრაქტიკის, ქველმოქმედების ეთიკური სტანდარტების შესახებ და სხვა. ECDC ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი დონორების საინფორმაციო რესურსისგან ტრანსფორმირდა აქტიურ ლიდერად ქალთა მოძრაობისთვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შემქმნაში. საბოლოოდ, 2005 წელს, „საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრმა“ საქმიანობა ახალ საფეხურზე აიყვანა და ახალი ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“ დააარსა.
სტრუქტურა:
ფონდს ჰყავს დირექტორთა საბჭო, შტატი, მრჩეველთა საბჭო, და მოხალისეები. ფონდის ადმინისტრაციული სტრუქტურა არის მარტივი და მოიცავს შემდეგ მექანიზმებს: სამოქმედო პროგრამების გამოქვეყნება, ყოველწლიური საგრანტო თანხის განსაზღვრა, ადგილებზე პროგრამების მონიტორინგის განხორციელება, წლიური ანგარიშების გამოქვეყნება. ფონდის გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი ეფუძნება “მონაწილეობით მოდელს” და პროცესში ჩართულნი არიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.
გუნდი:
დირექტორთა საბჭო:
მრჩეველთა საბჭო:
ქალთა ფონდის სტრატეგიის უმთავრესი პრინციპია პარტნიორების მონაწილეობა პრიორიტეტების შერჩევაში, რაც გამორიცხავს ფონდის მხრიდან მათთვის გარკვეული მიმართულების თავს მოხვევას. ფონდის ფანდრაიზინგის სტრატეგია მოიცავს ურთიერთობის დამყარებას ქალთა საკითხების მხარდამჭერ უცხოელ და ადგილობრივ დონორებთან, მათ შორის მათთანაც, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან მისაწვდომნი, კორპორაციებთან, კომპანიებთან, ბიზნესთან და ინდივიდებთან (ინდივიდუალური შეწირულობების შეგროვებით) თვითდაფინანსების გზების ძიებით.
ქალთა ფონდის მონაწილეები და მხარდამჭერები:
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები და სპონსორები, სამთავრობო ინსტიტუტები, თვითმართველობის ორგანოები; ეკონომიკური სექტორი – ბიზნესი, კომპანიები და ბანკები (ადგილობრივი, ერთობლივი და უცხოური), ინდივიდები, ცნობილი მოღვაწეები, ექსპერტები, მედია, ადგილობრივი თემები.
ქალთა ფონდი საქართველოში არის Prospera (International Network of Women’s Funds), Women’s Funding Network (WFN), Association for Women’s Rights in Development (AWID), Ariadne Network და Human Rights Funders Group (HRFG) ქსელების წევრი.
ჩვენი დონორები:
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ქალთა ფონდის საბანკო ანგარიშზე ან პირდაპირ ონლაინ ტრანზაქციით:
ონლაინ გადმორიცხვა:
საბანკო გადარიცხვის რეკვიზიტები:
ლარის ანგარიში
სს “თიბისი ბანკი” – მარჯანიშვილის ფილიალი
საბანკო კოდი: TBCBGE22
მიმღები: ფონდი "ქალთა ფონდი საქართველოში"
ანგარიშის ნომერი: GE73TB7505136080100006
USD/EUR/GBP- ანგარიში
CITIBANK N.A.
NEW-YORK, USA
SWIFT:CITIUS33
ABA:021000089
HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC"TBC Bank", Marjanishvili Branch
SWIFT:TBCBGE22850
ACCOUNT:GE58TB7505136180100001
NAME OF BENEFICIARY: "WOMEN'S FUND IN GEORGIA"