ავტორები

ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი. მისი აქტივობა მიმართულია სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისაკენ. "ფემინსტრიმში" განხილული საკითხებიც ამ აქტივობის განხორციელების ნაწილია და ჩაგრული ჯგუფების რეპრეზენტაციას ისახავს მიზნად. პოდკასტების თემები განსხვავებულია, თუმცა ყოველი მათგანის ფოკუსი ფემინიზმი და ვეგანობაა.

ხელოვნებათმცოდნე,  ჟურნალისტი. ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი და მიწვეული პროფესორი.

სოფო კილასონიას პოდკასტების თემაა ფემინისტური ხელოვნება- ფემნიზმი იმაზე მეტია, ვიდრე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის პროცესი კონკრეტულ დროსა და სივრცეში. ფემინისტურმა მოძრაობამ და თეორიებმა უკეთესობისკენ შეცვალა მეოცე საუკუნე და შესაბამისად, ჩამოაყალიბა თანამედროვე დასავლური საზოგადოება. ამ პროცესს კი საუკეთესოდ აღწერს ხელოვნება, რომელიც გავნითარების და ცვლილების ყველა მნიშნელოვან იდეას ინახავს. ფემინისტური ხელოვნების შესახებ საუბარი დაგვანახებს, რომ ფემინისტურმა იდეებმა კულტურა და საზოგადოება გახადა  უფრო სამართლიანი, მგრძნობიარე, ძლიერი და მეტად ჰუმანური.

მწერალი, გენდერის მკვლევარი. პოდკასტების თემატიკა ასახავს ისტორიის ფემინისტურ გადააზრებას საქართველოს კონტექსტში, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს გენდერის, როგორც ისტორიის ანალიტიკური კატეგორიის გამოყენებას და მის მისადაგებას სხვადასხვა ისტორიული კონტექსტებისადმი. თამთა მელაშვილი ეხება ისეთ საკითხებს, რომელთა ფემინისტური დეკონსტრუქცია ნაკლებად, ან თითქმის არ მომხდარა საჯარო, თუ აკადემიურ სივრცეებში.

კულტურის მკვლევარი. პოდკასტებში საუბრობს ფემინისტურ ნარატივზე პოპულარულ მუსიკაში, იმაზე თუ როგორ იყენებენ არტისტები მუსიკას სხვადასხვა მნიშვნელოვნ თუ ტაბუდადებულ საკითხზე სასაუბროდ, რომელიც ხშირად ქალის სექსუალობას ეხება, როგორ იმკვიდრებენ თავს მამაკაცებით დომინირებულ სცენაზე.

გენდერის კვლევის მაგისტრი. ასწავლის თსუ-ში. ნუკრის პოდკასტები ეხება პოპ-კულტურაში სექსუალობის ანალიზს ფემინისტური პერსპექტივიდან.

მემარცხენე ფემინისტი აქტვისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროგრესული ფორუმი“, YSG, იდენტობა და Youth to Georgia,  მონაწილეობდა კვლევაში „გენდერული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე“, ახალგაზრდულ ბანაკებში ატარებდა ტრენინგებს ფემინიზმსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, ხელმძღვანელობდა ფემინისტების ჯგუფის შეხვედრასა და აქტივობების დაგეგმვას ქუთაისში. პოდკასტებში საუბრობს თუ რა გავლენას ახდენს პატრიარქალური კაპიტალიზმი ქალის ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებაზე.

ზუგდიდიდან, ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის“ ცენტრის წარმომადგენელი. მარი შარანგიას პოდკასტები რეგიონებში მცხოვრებ ქალებს, მათ  პრობლემებს და საჭიროებებს  ეხება.

ქალების  მოთხრობილ  ისტორიებში  კარგად არის ასახული მათი ბროძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ, ბრძოლა საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის, ასევე ცნობიერების დონის ამაღლება  მათი უფლებების შესახებ.

ხელოვნებათმცოდნე. ხათუნა ხაბულიანის პოდკასტების სერია წარმოადგენს ფემინისტური თემების ინტერპრეტაციას ვიზუალურ ხელოვნებაში.  ქალთა კვლევების განვითარებამ დიდი გავლენა  მოახდინა  მეოცე საუკუნის სახელოვნებო სივრცეში, სადაც თავს ავლენს ისეთი თემების გააზრება და კრიტიკა, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები, პატრიარქალური სისტემის მიერ შექმნილი საზღვრები, რომელში მოქცევასაც აიძულებდა ქალებს არსებული საზოგადოება და ადგილს არ უტოვებდა მათ შემოქმედებით ენერგიას გამოსასვლელად, ან ანონიმურად ტოვებდა.

პოდკასტებში საუბარია ქალის სხეულის ირგვლივ არსებულ მითებზე, რომელთაც ქალი ხელოვანები აპროტესტებენ და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით აქტიურდებიან,  საკუთარი ხედვებით შექმნილი ვიზუალური ფორმებით მონაწილეობენ საერთაშორისო არტ პორცესებში.a

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე, კვლევის ერთ-ერთი სფეროა გენდერული სტერეოტიპები და მოდიფიკაციები კინოში.

ფემინსტრიმის პოდკასტები შეეხება კინოში ქალის რეპრეზენტაციის საკითხებს, თუ როგორ პასუხობენ კლასიკური, ტრადიციული იმიჯები მასკულინურ კულტურაში  დამკვიდრებულ მიზოგინურ განწყობებს (კუდიანი ქალის, ვამპირის, ფემ-ფატალეს იერ-სახეები) და როგორ ცვლიან ქალი რეჟისორები ამ წარმოდგენებს, როგორ რეპრეზენტირებენ საკუთარ თავს/სქესს “საკუთარი ოთახის”, სხეულის, მზერის საშუალებით და როგორ გამოჰყვათ ქალი “წმინდა დედის” თუ “მაცდუნებელი მეძავის” დიხოტომიის ჩარჩოებიდან (შანტალ აკერმანი, კატრინ ბრია, ლანა ღოღობერიძე, ბოლო წლების ქართულ კინოში გამოკვეთილი ფემინისტური ტალღა).

კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მკვლევარი. GIZ-ის კლიმატის ცვლილების პროგრამის თანაშემწე.

პოდკასტები შეეხება კლიმატის ცვლილების გავლენას სხვადასხვა ჯგუფებზე, განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებზე. პოდკასტებში საუბარია რამდენიმე საკითხზე: კლიმატის ცვლილება და გენდერული თავისებურებები; კლიმატის ცვლილება და სოფლად მცხოვრები ქალების როლი და გამოწვევები (განვითარებად ქვეყნებში და საქართველოში);

ქალები კლიმატისთვის - ახალგაზრდა ქალების აქტივიზმი მსოფლიოში და საქართველოში; გადაწყვეტილების მიმღები ქალები კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში;