ქალთა ფონდი გრანტებს გასცემს ქალთა ორგანიზაციებზე, საინიციატივო ჯგუფებზე და ინდივიდებზე, რომლებიც მუშაობენ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ქალთა ფონდი საქართველოში მუშაობს ქალთა ჯგუფებთან ქალთა უფლებების, ორგანიზაციული და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის
ქალთა ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს, ქალთა და გოგონათა სხვადასხვა ჯგუფებს, რომ მათ შეძლონ თავიანთი გარემოს ტრანსფორმაცია.
ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ოქი“-ს ქალთა პროგრამა.
ბოლო თარიღი:
18/12/2019
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს “ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი (Foundation Open Society Institute).
ბოლო თარიღი:
30/10/2019
2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა. მისი სტატიები ხშირად ეხება ქალთა უფლებებს. გასულ წელს ხატია აქტიურად აშუქებდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს.
"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეშვიდე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.
წელს ქალთა ფონდის, რიგით მესამე, ფემინისტური ფესტივალი სოლიდარობას მიეძღვნა.
სოლიდარობა უფრო მეტია, ვიდრე მიმღებლობა, სინამდვილეში ეს აქტიური მდგომარეობაა, რომელიც ჩვეგან ჩაგვრის მთელი იერარქიის გააზრებას და შესაბამისად, კონკრეტული, შეთანხმებული ნაბიჯების გადაგმას მოითხოვს.