სიახლეები
img
25 ივნისი, 2020

ქალთა ფონდი ფემინისტურ რეზიდენციას აშენებს

მწვანე/ეკოლოგიური კონცეფციის ნამჯის შენობა (600 კვ.მ. ფართობის) უფასოდ მოემსახურება ქალთა და ადამიანის უფლებების, მწვანე, ფემინისტ აქტივისტებს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, და ადგილობრივ ქალებს - შეხვედრების, კონფერენციების, ვორკშოპების, პრეზენტაციების, სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და მსგავსი საქმიანობების წარმართვისთვის, რადგან ცენტრის მიზანია იზრუნოს სხვადასხვა სოციალურ მოძრაობების ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე.

img
28 აპრილი, 2020

შეაჩერე პანდემია: ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს იხსენებენ ადამიანებს, ვინც სამუშაოს შესრულებისას გარდაიცვალა, შეეზღუდა შესაძლებლობები, ან დაავადდა. ამავდროულად, ამ დღეს, მოქმედებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. წელს, 28 აპრილს აქცენტი “კოვიდ 19-ის” გლობალურ პანდემიაზე კეთდება.

img
22 მარტი, 2020

ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება საქართველოში ქალთა შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ COVID-19 ვირუსით შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში

კრიზისების დროს გენდერული უთანასწორობითა და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით განპირობებული მრავალი პრობლემა კიდევ უფრო მწვავე და თვალსაჩინო ხდება. COVID-19 ვირუსით (ე.წ. კორონავირუსით) გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.  

ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა უმრავლესობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ქალები წარმოდგენენ. საქართველოს ექიმების 62%, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში მომუშავეთა 81%, ხოლო მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უმეტესობა ქალია. დღეს ისინი COVID-19 ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. 

 

2019 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ხატია ღოღობერიძე გახდა

29 ნოემბერი, 2019

2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა. მისი სტატიები ხშირად ეხება ქალთა უფლებებს. გასულ წელს ხატია აქტიურად აშუქებდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს.

 

img
9 ოქტომბერი, 2019

კატო მიქელაძის პრემია 2019

"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეშვიდე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.