სიახლეები

2018 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი იდა ბახტურიძე გახდა

4 დეკემბერი, 2018

2018 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი იდა ბახტურიძე გახდა, ხოლო ნატა ტალიკიშვილს სპეციალური ჯილდო გადაეცა სამომავლო საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

თელავის ფემინისტური ფესტივალი

3 სექტემბერი, 2018

1-3 ივნისს, „ქალთა ფონდმა საქართველოში“ მეორე ფემინისტური ფესტივალი თელავში გამართა. წლევანდელი ფესტივალის სახელი იყო "ჩაგვრა და პრივილეგია" და მის მთავარ თემას წარმოადგენდა მჩაგვრელი სისტემების ურთიერთკვეთა.

 

2017 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გამარჯვებული ქეთევან ხიდაშელი გახდა

4 დეკემბერი, 2017

 

2017 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა ქეთევან ხიდაშელი, გურიის რეგიონიდან. 

პრემიაზე ნომინირინებული იყო 15 ქალი, რომელთა ნაწილმა დაჯილდოების ცერემონიაზე საკუთარ საქმიანობაზე, დაბრკოლებებზე, მიღწევებსა და რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

პრემიის ახალი მფლობელი 2016 წლის გამარჯვებულმა,  ეკატერინე სხილაძემ დაასახელა. ქეთევან ხიდაშელისთვის ფულადი ჯილდო ჰოლანდიურმა ქალთა ფონდმა „Mama Cash”-მა დააწესა, ხოლო  გაეროს განვითარების პროგრამა პრიზის სახით უზრუნველყოფს მის დასწრებას გაეროს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის სხდომაზე, რომელიც ნიუ იორკში 2018 წლის მარტში გაიმართება.

ფემინსტრიმი: სექსუალური ძალადობის ნარატივი პოპ მუსიკაში

11 ოქტომბერი, 2017

დაახლოებით 20 წელზე მეტი ხნის წინ, ტორი ამოსი გახდა პირველი ცნობილი მუსიკოსი, რომელმაც საკუთარი სიმღერის საშუალებით გააჟღერა, თუ როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ასაკში. ამოსის თქმით, გარდა იმისა, რომ სიმღერა მისთვის კათარზისს წარმოადგენდა, დიდი იმედი ჰქონდა რომ მას ძალადობის მსხვერპლი ქალები, მათი ბოიფრენდები, მოძალადეები და მოსამართლეებიც მოისმენდნენ.

ფემინსტრიმი: დანიელა ზალცმანი და ქალების ფოტოგრაფია

3 ოქტომბერი, 2017

ფოტოგრაფი და ჟურნალისტი, რომელმაც ახლახანს შექმნა ვებ-გვერდი: ქალების ფოტოგრაფია (https://www.womenphotograph.com).  მისივე თქმით, ის ამ გზით ცდილობს, ებრძოლოს სექსიზმს პროფესიის ფარგლებში.