თარიღი: 09/10/2019

კატო მიქელაძის პრემია 2019

"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეშვიდე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.

2019 წლის კატო მიქელაძის პრემიის თემაა მოძრაობებს შორის თანამშრომლობა და თანაკვეთა, და განიხილებიან ის ქალი უფლებადამცველები, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

სფეროები შესაძლოა, მოიცავდეს:

- გარემოსდაცვით სამართლიანობას

- სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს

- შშმ პირების უფლებებს, მშრომელების, სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე უფლებადამცველებს და სხვა.

ამ გზით ფონდს სურს წაახალისოს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ქალი პროფესიონალები და აქტივისტები.

ქალთა ფონდს სჯერა, რომ ფემინისტური დღის წესრიგი აუცილებელი და პრიორიტეტულია არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვის, არამედ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთვის. შესაბამისად, გვჯერა, რომ აქტივისტები, ვინც ფემინისტური პრინციპებით იბრძვიან და ნებისმიერ სფეროში ცდილობენ სამართლიანობის კონცეფციის შემოტანას, უდაოდ იმსახურებენ დაფასებასა და აღიარებას.

ანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ცხოვრობდეს და მუშაობდეს საქართველოს ტერიტორიაზე
  • საქმიანობდეს მომიჯნავე სფეროში, თუმცა ესმახურებოდეს ქალების, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების, უფლებებრივი მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას
  • ყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
  • ელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას

ნომინირების პირობები

- კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს

- თვითნომინირება დაუშვებელია

- ნომინირებული ვერ იქნება ორგანიზაცია

- არასრულად შევსებული ფორმა არ განიხილება

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ოქტომბერი. საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.

***

2013 წელს ქალთა ფონდის მიერკატო მიქელაძის სახელობის პრემიისდაწესების შემდეგ, ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ფონდი ჯილდოს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. ამ ფორმით ფართო საზოგადოება იგებს იმ ქალი აქტივისტების შესახებ, რომლებიც იბრძვიან ქალებისათვის თანასწორი, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.

კატო მიქელაძის პრემიის მფლობელები:

2018 წელი - იდა ბახტურიძე, ფემინისტი აქტივისტი. სპეციალური ჯილდო სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერისთვის გადაეცა ტრანსგენდერ აქტივისტს, ნატა ტალიკიშვილს

2017 წელი - ქეთევან ხიდაშელი, ორგანიზაციისქალები რეგიონის განვითარებისთვისდამფუძნებელი

2016 წელი - ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი

2015 წელი - ლია უკლება, ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი

2014 წელი - მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდისტასოგენერალური დირექტორი

2013 წელი - ეკატერინე აღდგომელაშვილი, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელი