თარიღი: 03/10/2017

ფემინსტრიმი: დანიელა ზალცმანი და ქალების ფოტოგრაფია

ფოტოგრაფი და ჟურნალისტი, რომელმაც ახლახანს შექმნა ვებ-გვერდი: ქალების ფოტოგრაფია (https://www.womenphotograph.com).  მისივე თქმით, ის ამ გზით ცდილობს, ებრძოლოს სექსიზმს პროფესიის ფარგლებში. როცა მას კითხეს, თუ სად ხედავს სექსიზმს თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის სფეროში,  მან უპასუხა, რომ ეს ძალიან შაბლონური სქემაა, რომელიც არსებობს მამაკაცი ფოტოგრაფების კომუნაში: ისინი ფიქრობენ, რომ ქალმა ფოტოგრაფებმა მათგან უნდა ისწავლონ ყველაფერი. სამწუხაროდ, ასევე ხშირია სექსუალური ძალადობის ფაქტებიც“.