"ქალთა ფონდი საქართველოში"-ს ორგანიზებით, 5-7 აპრილს, ქ. ქუთაისში ჩატარდა პირველი ფემინისტური ფესტივალი. ფესტივალის თარიღი საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლისთავს უკავშრიდებოდა. ფესტივალმა კიდევ ერთხელ წამოწია ის თემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია: პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა და უსამართლობა და მრავალი სხვა.

  1. ქალთა ფონდი და ფემინისტური ფესტივალი ქუთაისში

    31 ივლისი, 2017

    "ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი საფულე“ - ცნობილი სუფრაჟისტის ეს ცნობილი ფრაზა (სიუზან ბ. ენთონის მიერ დაწერილი 1853 წელს) დღესაც ისევე  საკვანძოა ფემინისტების დღის წესრიგში, როგორც ადრე, რადგან ფაქტია, რომ დღესაც უამრავი ქალი, ქალთა უამრავი ჯგუფი, იმ მწირ სახსრებსაც კი, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომია, ვერ იყენებს საკუთარი თავისთვის, საკუთარი განვითარებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და შესაბამისად ძალაუფლება ისევ და ისევ არათანაბრად ნაწილდება გენდერებს შორის.