ღია პროგრამა

ღია კარის საგრანტო პროგრამა 2016

ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიცმიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს.საგრანტო თანხის ოდენობაშეადგენს 2500 ევროს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები; ასევე ფონდი მხარს დაუჭერს მკვლევარი ან ხელოვანი ქალების ინდივიდუალურან ჯგუფურინიციატივებს. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.

 

 პრიორიტეტი მიენიჭება:


• ახალგაზრდა ქალთა ინიციატივებს
• რეგიონში მომუშავე ჯგუფებს
• დამწყებ ჯგუფებს

 


პროექტის  შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:


• ფემინისტური ხედვა
• სოციალურ ცვლილებებზე ორიენტაცია (ქალთა ფონდი მხარს დაუჭერს სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს - ისეთ საქმიანობებს, რომელიც იწვევს ადამიანთა აზროვნების, ქცევის ნორმებისა და კულტურული ღირებულებების ხანგრძლივ და თვალსაჩინო ცვლილებებს)
• ინოვაციურობა

 


ქალთა ფონდი არ დააფინანსებს შემდეგი სახის პროექტებს:


• ეკონომიკური ხასიათის პროექტებს
• სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებულ პროექტებს (თუ არ ეხება მარგინალიზებულ ჯგუფს, რომელიც რამდენიმე ფორმის დისკრიმინაციას განიცდის)
• თუ ორანიზაციის/ჯგუფის ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტისხელაა ან მის ბიუჯეტზე დიდია
• თუ პროექტი არის ანტიფემინისტური, რასისტული, ჰომოფობიური, ფუნდამენტალისტური, ქსენოფობიური და სექსისტური
• თუ პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არ არიან ქალები
• თუ აპლიკანტს აქვს ჩავარდნილი/პრობლემური პროექტი, რომელიც ქალთა ფონდის დაფინანსებულია
• არასრული აპლიკაციის შემთხვევაში


საპროექტო განაცხადები მიიღება შეუზღუდავად 2016 წლის განმავლობაში.


განაცხადის განხილვის პროცესში აპლიკანტს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ გრანტის მაძიებელს ეცნობება 2 თვის განმავლობაში. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალთა ფონდის საგრანტო კომიტეტი, რომელიც ფონდის მრჩეველებისგან შედგება.


ნაბეჭდი ან ხელნაწერი საპროექტო განაცხადები (ქართულ,რუსულენაზე) შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ (ფოსტით, ელ.ფოსტით) შემდეგ მისამართზე:


სერგო ზაქარიაძის ქ. #8, მე-4 სადარბაზო,1 სართული, ბინა #74, 0177 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 322 470702

ფაქსი: +995 322 399998

ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org


 

WFG_Open_Door_saaplikacio_forma_ind1211.doc

WFG_Open_Door_saaplikacio_forma_org1611.doc

Budget_EURO_WFG_Geo-13.xlsx

31 / 12 / 2016

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

2500 EUR

თანხის მაქსიმუმი