ღია პროგრამა

ღია კარის საგრანტო პროგრამა 2017

ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს. საგრანტო თანხის ოდენობა შეადგენს 2500 დოლარს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები; ასევე ფონდი მხარს დაუჭერს მკვლევარი ან ხელოვანი ქალების ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ინიციატივებს. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.

 

 პრიორიტეტი მიენიჭება:


• ახალგაზრდა ქალთა ინიციატივებს
• რეგიონში მომუშავე ჯგუფებს
• დამწყებ ჯგუფებს


პროექტის  შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:


• ფემინისტური ხედვა
• სოციალურ ცვლილებებზე ორიენტაცია (ქალთა ფონდი მხარს დაუჭერს სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს - ისეთ საქმიანობებს, რომელიც იწვევს ადამიანთა აზროვნების, ქცევის ნორმებისა და კულტურული ღირებულებების ხანგრძლივ და თვალსაჩინო ცვლილებებს)
• ინოვაციურობა

 


ქალთა ფონდი არ დააფინანსებს შემდეგი სახის პროექტებს:


• ეკონომიკური ხასიათის პროექტებს
• სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებულ პროექტებს (თუ არ ეხება მარგინალიზებულ ჯგუფს, რომელიც რამდენიმე ფორმის დისკრიმინაციას განიცდის)
• თუ ორანიზაციის/ჯგუფის ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტისხელაა ან მის ბიუჯეტზე დიდია
• თუ პროექტი არის ანტიფემინისტური, რასისტული, ჰომოფობიური, ფუნდამენტალისტური, ქსენოფობიური და სექსისტური
• თუ პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არ არიან ქალები
• თუ აპლიკანტს აქვს ჩავარდნილი/პრობლემური პროექტი, რომელიც ქალთა ფონდის დაფინანსებულია
• არასრული აპლიკაციის შემთხვევაში


საპროექტო განაცხადები მიიღება შეუზღუდავად 2017 წლის განმავლობაში.


განაცხადის განხილვის პროცესში აპლიკანტს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ გრანტის მაძიებელს ეცნობება 2 თვის განმავლობაში. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალთა ფონდის საგრანტო კომიტეტი, რომელიც ფონდის მრჩეველებისგან შედგება.


ნაბეჭდი ან ხელნაწერი საპროექტო განაცხადები (ქართულ ან რუსულ ენაზე) შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ (ფოსტით, ელ.ფოსტით) შემდეგ მისამართზე:


სერგო ზაქარიაძის ქ. #8, მე-4 სადარბაზო,1 სართული, ბინა #74, 0177 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 322 470702

ფაქსი: +995 322 399998

ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

31 / 12 / 2017

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

2500 USD

თანხის მაქსიმუმი

6-8 თვე

პროექტის ხანგრძლივობა

15:00 -17:00

კონსულტაციის დღეები
სამშაბათი