ღია პროგრამა

საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ოქი“-ის ქალთა პროგრამა.

 

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამა ქალთა ჯგუფებს თუ ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შემდეგი ინტერვენციები:

  • ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივები (ვორქშოფები, ტრენერთა ტრენინგი და სხვ.)
  • კანონმდებლობის და პოლიტიკის ადვოკატირება
  • ფემინისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ქალთა ორგანიზაციების/ჯგუფების კოლექტიური ინიციატივები და მათი შესაძლებლობების ზრდა
  • შემოქმედებითი ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება ქალთა მოძრაობის განვითარებასა და ცვლილების გამოწვევაზე

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

პრიორიტეტი მიენიჭება კოალიციურ პროექტებს.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5000 დოლარს. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6-8 თვემდე.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 3 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს 15:00 -17:00 სთ.

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ, რუსულ, ან ინგლისურ ენაზე) წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 ოქტომბერი (18:00 სთ). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2017 წლის ნოემბრის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ფაქსით შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74, 0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

29 / 10 / 2017

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

5000 USD

თანხის მაქსიმუმი

6-8 თვე

პროექტის ხანგრძლივობა

15:00 -17:00

კონსულტაციის დღეები
სამშაბათი - პარასკევი