მიმდინარე პროგრამა

საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა

აპლიკაციების მიღება დასრულებულია.

"ქალთა ფონდი საქართველოში"-ს ახალი საგრანტო კონკურსი „საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ოქი“-ის ქალთა პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 7 პროექტი:

 

1. გრანტის მიმღები: ხელოვნებისა და კულტურის საბჭო (ლალი პერტენავა)

პროექტის სათაური: ქალ ხელოვანთა პერფორმანსის კვირეული

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტი მიზნად ისახავს ქალ ხელოვანთა პერფორმანსის კვირეულის მოწყობას თბილისში, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა საკითხებთან დაკავშირებული თემების განსხვავებული მედიითა და პერპსექტივით წამოწევას. პროექტი გულისხმობს 5 დღიანი პერფორმანსების სერიის გამართვას უცხოელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით; ასევე, საქართველოში ღია კონკურსით პერფორმერების შერჩევას, რითიც ხელი შეეწყობა პერფორმანსის სცენის გაჩენას. 

 

2.გრანტის მიმღები: ვეჟინი (ლაურა ხარიტონაშვილი)

პროექტის სათაური: ეს ჩვენი უფლებაა

რეგიონი: კახეთი, გურჯაანი, სოფ. ვეჯინი

პროექტის ხანგძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია  ხელი შეუწყოს კახეთის რეგიონის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გენდერული სტერეოტიპების დაძლევას, ქალებისთვის  ფემინისტური მსოფლმხედველობის გაცნობას, საჭირო  უნარჩვევებით აღჭურვას მათი გაძლიერებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიის და არაფორმალური განათლების  მრავალფეროვანი ფორმა და მეთოდი.

 

3.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი “ხმა ქართველი ქალისა“(მარიანა უნაფქოშვილი)

პროექტის სათაური: გენდერის კვლევის ხელშეწყობა საქართველოში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია საქართველოში გენდერის კვლევაში სამცენიერო-კვლევითი მიმართულების/პროგრამის შექმნა-განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინტერდისციპლინური კვლევებისა და ფემინისტური აკადემიური ნააზრევის ჩამოყალიბებას.

აღნიშული მიზნის მიღწევა მოხდება სტუდენტური და სამეცნიერო კვლევის წახალისებისა და მხარდაჭერის, სემინარებისა და საჯარო ლექციების გამართვის საშუალებით და ჩართავს მასში დაინტერესებულ ადამიანებს, როგორც ექსპერტებსა და პროფესორებს, ასევე სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს.

„ხმა ქართველი ქალისა“ იქნება პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება სამეცნიერო და სტუდენტური კვლევების გაზიარება, ხოლო „ხმა ქართველი ქალისას“ მასალა გახდება საფუძველი სემინარების, კონფერენციებისა და საჯარო ლექციებისთვის.

 

4.გრანტის მიმღები: სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი (ნათია ქარჩილაძე)

პროექტის სათაური: ფემინიზმი: პოლიტიკა, თანამედროვეობა და გამოწვევები (ვის შეუძლია ლაპარაკი და ვის ნათქვამს აქვს ძალა?)

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული, კლასიკური მნიშვნელობის ფემინისტური ტექსტები ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე,  აქამდე არ მომხდარა ისეთი ტექსტების თარგმნა, რომელიც მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების კრიტიკულ გააზრებას შეუწყობდა ხელს ფემინისტური მხრიდან. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ფემინისტურ ჯგუფებს, ახალგაზრდა აქტივისტებს, სტუდენტებს, ლექტორებს თუ ფემინისტური ფილოსოფიით დაინტერესებულ ადამიანებს, მიიღონ საჭირო აკადემიური, მეცნიერული ცოდნა ქალთა ემანსიპაციისა, თუ ფემინისტური თეორიების შესახებ. აგრეთვე პროექტის მიზანს წარმოადენს ფემინისტური ლიტერატურის ბიბლიოთეკისთვის ანთოლოგიის გამოცემა, რაც შეიძლება სალექციო მასალებისა თუ სილაბუსების ნაწილი გახდეს.

 

5.აპლიკანტი: ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (თამარ ივანიაძე)

პროექტის სათაური: ფემინისტური ხედვის გაძლიერება სოციალურ მუშაობის პრაქტიკაში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესება ფემინისტური და გენდერულად მგრძნობიარე სოციალური მუშაობის პრაქტიკის გასაძლიერებლად.

 

6.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი - ფემინისტური კოლექტივი “ახალი ტალღა“ (ანა კამლაძე)

პროექტის სათაური: ფემინისტური გამოცდილების გაზიარება სტუდენტი გოგოებისთვის და ახალი პრაქტიკების ძიება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები სტუდენტი გოგოების ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებების შექმნა და მათი ინტერესის გაზრდა ფემინისტური ცოდნის შესახებ. იგეგმება ფოკუს ჯგუფების ჩატარება, რათა გამოავლინონ საკითხები, რომელთა შესახებ ცოდნაც გოგონათა ამ ჯგუფებს არ გააჩნიათ და პროექტის შემდგომ ეტაპზე თითოეულ ჯგუფს მიაწოდონ ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.

 

7.აპლიკანტი: ანასეული (ანა ბაქანიძე)

პროექტის სათაური: ფემინისტური აუდიობიბლიოთეკა უსინათლო ქალებისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია, საქართველოში პირველად, ფემინიზმით დაინტერესებული უსინათლო და მცირემხედველი ქალებისთვის შეიქმნას ფემინისტური ლიტერატურის აუდიოვერსია, ხმოვანი წიგნები. აღნიშნული მასალები აიტვირთება ინტერნეტ სივრცეშიც და გავრცელდება ბიბლიოთეკებსა თუ უსინათლოთა ორგანიზაციებში უსასყიდლოდ.

29 / 09 / 2017

დაწყების თარიღი

29 / 05 / 2018

დასრულების თარიღი

7

გაცემული გრანტი

58

მიღებული აპლიკაციები