დასრულებული პროგრამა

გოგონების ხმები

აპლიკაციების მიღება დასრულებულია.

საგრანტო პროგრამა „გოგონების ხმები" მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების გააქტიურებას, მათ გაძლიერებასადა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, მათი პოტენციალის გაზრდას ლიდერობის, დიალოგისა და არაძალადობრივი კულტურის განვითარების გზით.

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული ქალთა ფონდი ფილია - filia die frauenstiftung. 

1.აპლიკანტი: სალომე კერესელიძე

პროექტის სათაური: დედები

რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

,,დედები’’ ერქმევა დოკუმენტურ, მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელშიც ასახული იქნება სხვადასხვა ასაკისა თუ სექსუალური ორიენტაციის დედების ისტორიები. ფილმის გადაღება დაგეგმილია  დასავლეთ საქართველოს რეგიონში. წინასწარ გაკეთდება ფეისბუქ გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდებიან მსურველები  და გასაუბრების შედეგად მოხდება მათი შერჩევა ფილმში გადასაღებად. ფილმი აიტვირთება ინტერნეტში და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

 2.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „კრავთა დუმილიდან მალალამდე“ (მარიამ მიროტაძე)

პროექტის სათაური: ლაგოდეხის ფემინისტური სივრცე

რეგიონი: კახეთი, ლაგოდეხი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია  ლაგოდეხის რეგიონში ქალთა მოძრაობის ისტორიის შესწავლა და ქალთა   მეხსიერების ელექტრონული ცენტრის შექმნა, ქალთა აქტივობების შესწავლა,  გაფანტული ისტორიების მოძიება და გამოფენის ორგანიზება.  ქალთა და თაობათა კონსოლიდაცია და დიალოგი ამ მასალის შესაქმნელად, ასევე აუდიო დისკების დამზადება პროექტის გმირების საუბრების ჩანაწერებით.  მოპოვებული მასალების საფუძველზე დამუშავდება კვლევა, მომზადდება ელექრონული პრეზენტაცია ქალთა მოძრაობის ისტორიის შესახებ ლაგოდეხში.

 

3.აპლიკანტი: მრავალსაფეხურიანი საგანმანათლებლო ცენტრი (სალომე ჯოგლიძე)

პროექტის სათაური: სარეცხის თოკი

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2497 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს ბორჯომში სასკოლო ასაკის გოგონებში გენდერთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათ ჩართვას აქტივობებში, რომლებიც განაპირობებს ცნობიერების ამაღლებას. პროექტის საბოლოო შედეგი (პერფორმანსი) კი გაზრდის ემპათიას საზოგადოებაში. პროექტი გულისხმობს პერფორმანსის მომზადებას სახელწოდებით “სარეცხის თოკი”, რაც იდეურად უკავშირდება პროექტის მიზანს, რადგან გულისხმობს ნამდვილი ისტორიების საჯაროდ გამოფენას. წარმოდგენა ღია ცის ქვეშ მოეწყობა, ხალხმრავალ ადგილას. პროექტის დასკვნითი ეტაპია მონაწილეთა რეფლექსია უკუკავშირის მიღების მიზნით. სასურველია, თითოეულმა მათგანმა შეაფასოს განვლილი აქტივობები და გააცნობიეროს ის პიროვნული ცვლილებები, რომლებიც დასახული მიზნების მიღწევის პროცესში განიცადა.

4.აპლიკანტი:  თანაბარი შესაძლებლობები  თანასწორობისთვის, საინიციატივო ჯგუფი

(ფიდან ასკეროვა)

პროექტის სათაური: ჩვენი ხმები უკეთესი მომავლისთვის

რეგიონი: ქვემო ქართლი, მარნეულის რაიონი, სოფელი ყიზილაჯლო

პროექტის ხანგძლივობა:  4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია, რელიგიურ-ეთნიკური თემის წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში (მარნეულის რაიონი), ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების გააქტიურება, გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა, მათი პოტენციალის გაზრდა ლიდერობის, დიალოგისა და არაძალადობრივი კულტურის განვითარების გზით. შესაბამისად პროექტში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები: სკოლებში ლიდერი გოგნების გამოვლენა და ლიდერ გოგონათა კლუბის (VIII-XII კლასელი 30 გოგონა) დაარსება და საქმიანობის წარმართვა; ინტერაქტიული შეხვედრის გამართვა კლუბის სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად;  გასვლითი ექსკურსიების მოწყობა მარნეულის რაიონის კულტურული ღირსშესანიშნაობის გასაცნობად;  თბილისში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში შეხვედრის ორგანიზება, სადაც გაიმართება დებატი ქალთა უფლებებზე და ქალთა ჩართულობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ტრენინგების ჩატარება.

 

5.აპლიკანტი: სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი (ნათია ქარჩილაძე)

პროექტის სათაური: გოგონების ხმა - აჭარიდან

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა:1973.75 ევრო

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,  მათთვის  ადგილობრივი თვითმმართველობის არსის და მასში მოქალაქეთა ჩართვის (დელიბერაციული პოლიტიკის) მექანიზმების გაცნობას.  აგრეთვე პროექტის მიზანს წარმოადენს ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა და წახალისება, შეძლონ თავიანთი საჭირებების ადგილობრივი პოლიტიკის დღის წესრიგში დაყენება და აქტუალიზაცია .

5

გაცემული გრანტი

64

მიღებული აპლიკაციები