მიმდინარე პროგრამა

ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

2018 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“ ფარგლებში დაფინანსდა 8 პროექტი.

მხარდაჭერილი პროექტებია:

 

1. აპლიკანტი: ქვემო ქართლის მედია

პროექტის სათაური: როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა - RICH METALS GROUP-ის ზეგავლენა ქალთა ცხოვრებაზე დაბა კაზრეთში

რეგიონი: რუსთავი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2990 ევრო

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დაბა კაზრეთში ქალთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ორგანიზაციის ამოცანაა ამ ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ქალთა პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამიად კვლევის „RMG-ის ზეგავლენა ქალთა ცხოვრებაზე დაბა კაზრეთში“ მომზადება და წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის. ორგანიზაცია კვლევისთვის გამოიყენებს პირდაპირი ინტერვიუსა და რაოდენობრივი კვლევის მეთოდს. რესპონდენტები იქნებიან ქალები 18-55 წლამდე. გამოკითხვა ჩატარდება კაზრეთის დაბის ოთხივე უბანში. გარდა ამისა, ჩატარდება ფოკუს ჯგუფები: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი და RMG. კვლევა გამოქვეყნდება და მოეწყობა საჯარო დისკუსიები.

 

2. აპლიკანტი: ქალები ქვეყნის მომავლისათვის

პროექტის სათაური: გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოსდაცვითი ინიციატივები

რეგიონი: ხარაგაული

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოებში ქალთა გააქტიურება გარემოსდაცით საკითხებზე. პროექტის ამოცანებია: გენდერულ საბჭოებში ქალების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება (ზესტაფონი, ხარაგაული), მუნიციპალიტეტების ეკოლოგიური საფრთხეების ანალიზი და რეკომენდაციები თვითმმართველობისთვის, ქალთა ინტერესების გამომხატველი გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვა ხარაგაულის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, ასევე, სპეციალური ჩანართის გაკეთება ადგილობრივ გაზეთში ეკოლოგიის თემაზე.

 

3. .აპლიკანტი: კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია

პროექტისსათაური:ფერმერ ქალთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი სამართლიანობის კუთხით და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში

რეგიონი: სიღნაღი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზნებია: ფერმერ ქალთა ცნობიერების ამაღლება ფერმერული მეურნეობისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ურთიერთკავშირის შესახებ, ფერმერ ქალთა გააქტიურება ადგლობრივ დონეზე დარგისთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტის აქტივობებია: გარემოსდაცვითი სამართლიანობის და გარემოზე სოფლის მეურნეობის ქიმიზაციით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო საინფორმაციო მასალის/პრეზენტაციის მომზადება, ბიო პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ საინფორმაციო მასალის/პრეზენტაციის მომზადება, რეგიონში ბიო პროდუქტების წარმოების კუთხითფერმერი ქალების საჭიროებების გამოვლენის მიზნით სპეციალური კითხვარის შემუშავება, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ფერმერი ქალების იდენტიფიცირება და სამიზნე ჯგუფების შერჩევა, შემდგომ კი გასვლითი შეხვედრები ფერმერ ქალებთან რეგიონის მუნიციპალიტეტებში (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა). პროექტი ასევე გეგმავს სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობების და დარგში მომუშავე სამთავრობო/არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ფერმერი ქალების მონაწილეობით, მათივე საჭიროებების გაცნობისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა/განხორციელების მიზნით, ფერმერ ქალთა მონაწილეობით სარეკომენდაციო წინადადების მომზადებას და ადგილობრივი უწყებებისთვის მათ წარდგენას.

 

4. .აპლიკანტი: თანაზიარი

პროექტის სათაური: დედამიწა ჩვენი სახლია

რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია ქალთა გააქტიურება და მათი ჩართვა საკანონმდებლო ინიციატივების დაწყების პროცესში საინფორმაციო, კვლევითი და ლობისტური ონისძებების ჩატარების გზით. შესაბამისად პროექტში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები: 3 მუნიციპალიტეტში (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი) მცხოვრები ქალებისათვის სოციალური საკითხების ლობირებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების შესახებ გამოცდილების გაზიარება, მათთან შეხვედრების ჩატარებ, ფოკუს ჯგუფში მუშაობა, საკითხის კვლევა და ლიდერთა გამოვლენა, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის აქტივობებში. პროექტი გეგმავს საპეტიციო საკითხების ინიცირებას და დარეგისტრირებას სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, საკითხის ლობირებას საკრებულოების სხდომებზე, ასევე, საინფორმაციო ბანერის (საყოფაცხოვრებო ნაგვის საფრთხეებზე) მომზადებისთვის საჭირო თანხების გამოყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის აბიუჯეტო ცვლილების ინიცირებას. ყველა აქტივობა გაშუქდება ადგილობრივ მედიაში (გაზეთი და ინტერნეტ მედია), მომზადდება და გავრცელდება სოციალური კლიპი თემაზე - სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი ამაღლების აუცილებლობა.

 

5. აპლიკანტი: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

პროექტის სათაური: შეცვალე ფიქრის ფერები

რეგიონი: თეთრიწყარო

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანს წარმოადგენს, ქ. თეთრიწყაროში ქალთა გაძლიერება, მათი ცნობიერების და ინფორმირებულობის დონის ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში და ასევე, შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირება. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 30 წყვილი დედა შვილი, რომლებიც აამოქმედებენ ეკო და ქალთა კლუბებს, ამასთან მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგ-სემინარებსა და სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში (ტრენინგის თემებია - კომუნიკაცია და გუნდის შეკვრა; ლიდერობა; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები; ქალთა უფლებები; გენდერი და ფემინიზმი; ფორუმ-თეატრის მეთოდოლოგია, ნარჩენების მართვა). პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ალგეთის ეროვნული პარკის მონახულება, სადაც მონაწილეები გაეცნობიან მუნიციპალიტეტის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ რესურსებს და ეკოლოგიურ გამოწვევებს. პროექტში ჩაერთვება ფსიქოლოგი და იურისტი, ფიტნეს ტრენერი, მოეწყობა სხვადასხვა კრეატიული ღონისძიება, ფილმების ჩვენება და დისკუსიები. ასევე, პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოპი ნარჩენების გამოყენებით ახალი პროდუქტის შექმნაზე, დაიდგმება ფორუმ თეატრი გარემოს დაცვაზე, ნაადრევ ქორწინებაზე და სხვ.

 

6. აპლიკანტი: თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის , პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა

პროექტის სათაური: ქალები ეკოლოგიური ტრასფორმაციისთვის

რეგიონი: მარნეული, სოფ. საიმერლო

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზნებია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საზოგადოების, მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირების დონის გაზრდა მწვანე საკითხების შესახებ, ადგილობრივი თემის ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში, პედაგოგებისთვის ინფორმაციის მიწოდება გარემოს დაცვითი სწავლებისა და რესურსების შესახებ, რაიონში მცხოვრები საზოგადოების ხელშეწყობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება და იზრუნოს შემდგომი განვითარებისთვის ინოვაციური გზების გამოყენებით. პროექტი ასევე აპირებს სოციალური სამართლიანობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობას. დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: კითხვარების შემუშავება, ბაგა-ბაღების გაერთიანების მეთოდისტების, პედაგოგებისა და ბაღის დირექტორების გამოკითხვა, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება რესურს-ცენტრის თანამშრომლებთან და სკოლების დირექტორებთან და მათი გამოკითხვა, „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი საზოგადოებრივი კამპანიის ,,უსაფრთხო გარემო მომავალ თაობას“ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან და კლუბის წევრებთან საბავშვო ბაღის გამწვანების ღონისძიებების მომზადება, ბუკლეტების გავრცელება, მრგვალი მაგიდის მოწყობა სამოქალაქო კლუბის ,,ჩვენი მეგობრობის ძალა“ წევრებთან ერთად, დასკვნითი შეხვედრის გამართვა მერიის და კლუბის წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

7. აპლიკანტი: მტრედი

პროექტის სათაური: ქალი - ცვლილებების მამოძრავებელი ძალა

რეგიონი: მარნეული

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2950 ევრო

პროექტის მიზანია ქალთა ცნობიერების ამაღლება, ქალთა ისეთი თანამეგობრობის შექმნა, სადაც ქალს მიეცემა საშუალება თავისუფლად გამოთქვას თავისი ხედვა და მოსაზრება აქტუალური საკითხების შესახებ საგანმანათლებლო-საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელების გზით. შესაბამისად პროექტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: ქალთა ოთახების მომზადება; პროექტის მონაწილეების შერჩევა, მათთვის ტრენინგების ჩატარება ქალთა უფლებებისა და ეკოლოგიური საკითხების (ნარჩენების მართვა, დაბინძურებული გარემოს გავლენა ქალთა ჯანმრთელობაზე, პლასტიკისა და პოლიეთილენისათვის სპეციალური ურნების დადგმა, საკვების ნარჩნების კომპოსტის გამომუშავება საკუთარ ბოსტანში და სხვა) შესახებ. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია გეგმავს ქალთა გაერთიანების „ქალთა ეკოლოგია“ შექმნას, არაფორმალურ გარემოში შეხვედრების მოწყობას, ფილმების ჩვენებას, მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეების დარგვას ბიო საფუძველზე, კომპოსტის გამომუშავებას.

 

8. აპლიკანტი: სალომე კოშკაძე

პროექტის სათაური: „არტეფაქტიუმი“

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4081 ლარი

პროექტის კონცეფცია ეფუძნება იმ რეალობას, რომ ადამიანები ხშირად არ ვუფრთხილდებით ჩვენ გარშემო არსებულ გარემოს, მას მუდმივ მოცემულობად მივიჩნევთ, ვაბინძურებთ და ჩვენივე ხელით ვანადგურებთ ჩვენ მომავალ არსებობას დედამიწაზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნება „არტეფაქტიუმი“ - მექანიკური ეკო სკულპტურა, რომლის კონსტრუქციაც დამზადდება რკინის მილებისა და ჯართისგან, მასზე მიმაგრებული შვიდიქილით, რომლებშიც მოთავსებული იქნება „არტეფაქტები“ - წყალი, მიწა, ბალახი, სოკოები, ხის ტოტი, კლდის ნატეხი და ჰაერი. ეკო სკულპტურა დედამიწის ერთგვარი მაკეტია, რომელიც დაიდგმება თბილისის რომელიმე ცენტრალურ პარკში და ღამით განათდება. ინსტალაციის მიზანია მნახველი დააფიქროს ეკოსისტემაზე, გამოიწვიოს მათი ინტერესი და ინტერაქცია, - სკულპტურასთან მიახლოებით მექანიზმი იწყებს მუშაობას და დგება მწკრივში დედამიწის მინიმალისტური მაკეტის სახით.