მიმდინარე პროგრამა

ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში

1. აპლიკანტი: გეა XXI (ინეზა ბაძაღუა)

პროექტის სათაური: ვისწავლე, რომ დავიცვა

რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ფუნტი

პროექტის მიზანია,  საბავშვო თოჯინების თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების საშუალებით, საზოგადოებაში არსებული ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ამოცანაა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის მოზარდებისთვის დაიდგას აღნიშნული სპექტაკლი.

 

2.აპლიკანტი: იალქანი (თეონა აბაშიძე)

პროექტის სათაური: ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მათი შემდგომი განვითარებისა და რეაბილიტაციის მიზნით

რეგიონი: აჭარა, ბათუმი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ფუნტი

პროექტის მიზანია ქალთა გაძლიერება  საკუთარი უფლებების დასაცავად და  დამოუკიდებელი ცხოვრების   გასაგრძელებლად სათანადო ცოდნით  აღჭურვა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

3.აპლიკანტი: კახეთის ბოშათა გაერთიანება “რომა“ (ვენერა მარტყოფლიშვილი)

პროექტის სათაური: ბოშა ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში

რეგიონი: დედოფლისწყარო, სოფ. ჭოეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 9 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ფუნტი

პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა ბოშა   ქალთა  მიმართ ძალადობის შესახებ.  თელავის  რაიონის   სოფელ  კურდღელაურსა  და გარდაბნის რაიონის სოფ.  ვაზიანში ჩატარდება სემინარები, რომელთა მიზანია  ბოშა გოგონების და ქალების ინფორმირება, მათი ცნობიერების ამაღლება  და მათი ჩართვა თავიანთი უფლებების დაცვის პროცერსში. გაიხსნება თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.

4.აპლიკანტი: კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი (მარიამ თედლიაშვილი)

პროექტის სათაური: ცნობიერების ამაღლების კამპანია რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა

რეგიონი: გორი, სოფ. კარალეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ფუნტი

პროექტის მიზანია ორგანიზაციის შესაძლებლობების ზრდით, ცნობიერების ამაღლების კამპანიით, მოახდინოს  ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა  და  ხელი შეუწყოს  სოციალურ ცვლილებებს. მიზნობრივი ჯგუფია: ქალები და ახალგაზრდა გოგონები, დევნილთა ჩასახლებიდან ხურვალეთი, კარალეთი, საქაშეთი, ვერხვები, სკრა.  პედაგოგები, დედები, ორგანიზაციის თანამშრომლები, ორგანიზაციასთან არსებული ახალგაზრდული ჯგუფი.

5.აპლიკანტი: უხუცეს ქალთა საბჭო (სვეტლანა ბორჩაშვილი)

პროექტის სათაური: ქალთა გაძლიერება დადებითი ცვლილებებისთვის

რეგიონი: ახმეტა, სოფ. დუისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ფუნტი

პროექტის მიზანია: პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს გაძლიერება და  მისი ქალთა უფლებების დაცვის სანდო  სტრუქტურად ჩამოყალიბება, ორგანიზაციული  და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა და საბჭოს საქმიანობის პოპულარიზება  სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებით, ორგანიზაციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებით, ახალგაზრდებთან მუშაობით.

6.აპლიკანტი: განვითარების და მიგრაციის ინსტიტუტი (ლელა სებუა)

პროექტის სათაური: კატო მიქელაძის სკოლა

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4491 ფუნტი

პროექტის მიზანია ოფიციალური განათლების სისტემის ფარგლებში კატო მიქელაძის სახელობის ქალთა სკოლის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება ცოდნის გრძელვადიან წარმოებასა და გადაცემაზე. ქალთა არაფორმალური განათლების   სკოლის ამოცანებია:  პერმანენტული მუშაობა ქალთა სხვადასხვა ჯგუფებთან; ქალთა კონტაქტებისა და თვითორგანიზების ფორმების შემუშავება; ეტაპობრივად სკოლის სტუდენტების მონაცემთა ერთიანი ბაზის  შექმნა.    

7.აპლიკანტი: ვაკეთოთ ერთად (ლეილა აშორდია)

პროექტის სათაური: თემის შიგნით დიალოგი - ქალთა და გოგონათა დაცვა ძალადობის ღია და ფარული ფორმებისგან

რეგიონი: წყალტუბო

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4499 ფუნტი

პროექტის მიზანია საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით წყალტუბოს ახალგაზრდობის ჩართვა თემის შიდა დიალოგში  ქალთა და გოგონათა მიმართ ღია და ფარული ძალადობისაგან დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია ისახავს შემდეგ ამოცანებს: ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება და თემის შიგნით პოზიტიური კომუნიკაციის  დამყარების ხელშეწყობა.

8.აპლიკანტი: ქალი და სამყარო (მარინა ბჟალავა)

პროექტის სათაური: ქალთა კოალიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და გოგონათა უფლებებისთვის

რეგიონი: ქვემო ქართლი, ბოლნისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4385 ფუნტი

პროექტის მიზანია შშმ ქალთა ცხოვრების დონისა და მათი ინტეგრაციული პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობა და  შშმ ქალთა მიმართ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა. ცნობიერების ამაღლება აქტუალური საკითხების შესახებ (გენდერი,  შშმ ქალთა და გოგონათა უფლებები, და საჭიროებები),   საზოადოების, მასმედიის გააქტიურება  და ქალთა კოალიციური საქმიანობის გაძლიერება.

9.აპლიკანტი: სამცხე - ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის (ნაზელი დემურჩიანი)

პროექტის სათაური: მეტი ცოდნა ძალადობაზე, მეტი შესაძლებლობა ქალებისთვის მასთან საბრძოლველად

რეგიონი: ახალქალაქი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4485 ფუნტი

პროექტის მიზანია  საზოგადოების ინფორმირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის კონსტრუქციული ძალისხმევის  შესახებ, ქალთა უფლებების პოპულარიზება ქალების ძალადობისაგან დაცვის  მიზნით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული საქართველოს კანონების შესახებ.  შესაბამისად პროექტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: საინფორმაციო-საგანმანათლებლო  ტრენინგების  ჩატარება სკოლის მასწავლებლებისათვის,  უფროსკლასელი გოგონებისა და  მათი მშობლებისათვის, ფსიქოლოგიური კონსულტაციების ჩატარება, და თემატური დისკუსიების მიწყობა.

10. აპლიკანტი: ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის (ესმა იმერლიშვილი)

პროექტის სათაური: ძლიერი გოგონები უკეთესი მომავლისთვის

რეგიონი: მცხეთა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4499 ფუნტი

პროექტის მიზანია გენდერული სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპებისგან თავისუფალი, არაძალადობრივი გარემოს შექმნა ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათი გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება თვისობრივი კვლევა, რომლის მიზანი იქნება თემში არსებული ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების მიზეზებისა და მათ მიმართ დამოკიდებულებების შესწავლა.

 

10

გაცემული გრანტი