მიმდინარე პროგრამა

ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მდგრადობა

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა უფლებების აქტივისტებისა და ადვოკატების გავლენის ზრდისა და შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას საქართველოში, ასევე, მოძრაობათაშორისი თუ რეგიონული თანამშრომლობის წახალისებას.

პროგრამა ფოკუსირდება საქართველოში არსებული მოძრაობების ახალ ტალღაზე, რომელიც მოქმედებითა და იდეოლოგიით არის უფრო პოლიტიკური და საჭიროებს დაუყვნებლივ მხარდაჭერას როგორც უსაფრთხოების, ისე აქტივიზმის მდგრადობის კუთხით

საგრანტო კონკურსის მხარდამჭერია გერმანული ქალთა ფონდი ფილია (filia.die frauenstiftung). უკრაინული ქალთა ფონდი, სომხური ქალთა ფონდი და ქალთა ფონდი საქართველოში გეგმავენ საკუთარ ქვეყნებში პროექტების განხორციელებას პროგრამისთვის „სამოქალაქო საზოგადოებასა და მოძრაობას  უსაფრთხო სივრცეები სჭირდება ზრდისთვის.“

 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 3 პროექტი:

 

1. ქალთა მზერა

პროექტის სათაური: ფემინისტურ დღის წესრიგში კიბერ უსაფრთხოების ტექნიკების დანერგვა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

„მიზანი 1. მითების დამსხვრევა ქალის სექსუალობასა და  ქალის რეპრეზენტირებაზე ონლაინ სივრცეში. მიზანი 2. ქალების ცნობიერების ამაღლება ციფრულ უსაფრთხოებაზე.

ამოცანა 1. 1 პირადი ისტორიების  მიზანი სექსუალობაზე ტაბუს დამსხვრევა იქნება. პოპულარული აქტივისტები, უბრალო მსურველები ქალები გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სექსთინგზე (ეროტიული მიმოწერა) და იმაზე რომ პოზიტიურია, როდესაც სოციალურ პლატფორმებს საკუთარი თავის და სხეულის რეპრეზენტაციისთვის იყენებ.  ამ ვიდეოების მეორე ნაწილი დაეთმობა იმაზე საუბარს თუ როდის და რა ფორმებით ხდება ქალზე ძალადობა და შანტაჟი. მოწოდებების მთავარი ნარატივი იქნება რომ გოგონებმა შიშის გამო არ თქვან სასურველ რეპრეზენტაციის ფორმებზე უარი, ხოლო მეორე მხრივ აითვისონ და იფიქრონ თავდაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკების შესწავლაზე. (5 ვიდეო რგოლი).

ამოცანა 2.1 ონლაინ კონსულტაცია, რომელიც გაგრძელდება მთელი პროექტის მანძილზე. ონლაინ კონსულტაცია დაფარავს ისეთი სახის შემთხვევებს როდესაც ქალს უჭირს ონლაინ პლათფორმებზე მანევრირება, ან უნდა თავი დაიცვას ონლაინ ბულინგისგან ან მის ფოტო/ვიდეო მასალას იყენებენ მისი ნების გარეშე. ონლაინ კონსულტაციის მიზანი იქნება ასევე აღრიცხოს მომართვიანობის მაჩვენებელი.  

ციფრული უსაფრთხოების ტექნიკების ვიზუალიზაციას მოვახდენთ გრაფიკული ვიდეოების მეშვეობით, რაც ცოდნის გავრცელების დაცდილი და ეფექტური მექანიზმია. გრაფიკული ვიდეოები იქნება კამპანიის ნაწილი, ვიდეოებში ახსნილი იქნება თუ რა კვალიფიცირდება შანტაჟად, პირადი ინფორმაციის გასაჯაროებად, როგორ მოვიქცეთ ამ დროს, სექსთინგის (ეროტიული მიმოწერის) დროს როგორ დავიცვათ თავი, უსაფრთხო პლათფორმების პოპულარიზება.“

 

2. ქალთა განვითარების ფონდი (ავანგარდი)

პროექტის სათაური: ქალთა რესურს ცენტრის გაძლიერება

რეგიონი: აფხაზეთი, გალი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზანია ორგანიზაციის შესაძლებლობების გაზრდა და WFD-ის ადამიანური რესურსების განვითარება.  ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სხვა ქალთა ორგანიზაციებსა და რეგიონში მომუშავე საინიციატივო ჯგუფებს შორის თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შესაძლებლობების ზრდის ვორქშოფები; პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის საინფორმაციო შეხვედრები; ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფია: ქალთა განვითარების ფონდის თანამშრომლები, პროექტის პასუხისმგებელი პირები და მოხალისეები, გალის რაიონში მომუშავე 3 ქალთა საინიციატივო ჯგუფი, ოჩამჩირეში მომუშავე 1 ქალთა ორგანიზაცია და სოხუმში მომუშავე 2 ქალთა ორგანიზაცია.

 

3. აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი

პროექტის სათაური: ფემინისტური პლატფორმა: ინიციატივა-ცვლილებებისათვის

რეგიონი: აჭარა, ქობულეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ახალგაზრდული ფემინისტური პლატფორმა, სადაც პლატფორმის წევრები ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობითი პოლიტიკის ფორმების გამოყენებით, დღის წესრიგში შემოიტანენ ქალთა საჭიროებებზე მორგებულ საკითხებს და სამოქალაქო ორგანიზების გზით მოახდენენ ინიცირებული საკითხების დაყენებას თემის თვითმმართველობაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა შემდეგი ამოცანების განხორციელება: ფემინისტური პლატფორმის შექმნა, რომელიც ეგალიტარიანულ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული და გააერთიანებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებს (18-35წ); ფემინისტური კითხვის წრის ორგანიზება, რათა პლატფორმის წევრებს შორის მოხდეს ახალი ცოდნების მიღება/გაზიარება (იგულისხმება პლატფორმის წევრების აკადემიური გაძლიერება და დაგეგმილია: 4 ტრენინგი, თემები: მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები; სოციალური კვლევის მეთოდები; ქალი და ეკონომიკა - დებატები საშინაო შრომის შესახებ; პროექტის წერა და ფანდრაიზინგი; ასევე, 4 კინო-ჩვენებისა და 2 ლექცია/დისკუსიის ორგანიზება); ფემინისტური საგანმანათლებლო სივრცის შექმნა; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება (დაგეგმილია 3 შეხვედრა); სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესში პლატფორმის წევრების ჩართვა და თემისთვის საჭირო ინიციატივების ორგანიზება;  პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა ქალთა ფართო ჯგუფთან; ადვოკატირების კამპანია.

3

გაცემული გრანტი