ღია პროგრამა

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2018

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი (Foundation Open Society Institute).

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქალთა გაძლიერებაზე, მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, ამ საკითხების მიმართ არსებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ქსელური მუშაობის გაძლიერებასა და დაცვაზე.

ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში*.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • ქალების და გოგოების გაძლიერება, ქსელური მუშაობის ხელშეწყობა მათი უშუალო მონაწილეობითა და ლიდერობით
  • ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე/ცნობიერების ამაღლება/ცოდნის წარმოება/გავრცელება.
  • ადვოკატირება/ლობირება (საბიუჯეტო ადვოკატირების ჩათვლით), ადვოკაციის კამპანიების წარმართვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების (მშობლები, მეურვეები, სექსუალური პარტნიორები, სოც. მუშაკები, პოლიციის თანამშრომლები და სხვ.) ჩართულობით
  • კვლევების განხორციელება ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე
  • გადაწყვეტილების მიმღებების მგრძნობელობის ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. გადაწყვეტილების მიმღებეთან და სერვისის მიმწოდებლებთან ქსელური მუშაობის უზრუნველყოფა
  • საზოგადოებრივი/სათემო ონიტორინგი და ანგარიშვალდებულების სისტემების გაძლიერება (საბიუჯეტო მონიტორინგის ჩათვლით)

კონკურსის თემატური მიმართულებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • ხელმისაწვდომობა ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებაზე;
  • ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე კონტრაცეფციასთან დაკავშირებით (გადაუდებელი კონტრაცეფციის ჩათვლით);
  • ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე აბორტთან დაკავშირებით;
  • სგგი-ს პრევენცია და მკურნალობა;
  • სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და შემდგომი რეაგირება;
  • ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დარღვევის შემთხვევების და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
  • ქალთა იმ ჯგუფების რეპროდუქციული/სექსუალური უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან;

საგრანტო კონკურსშიქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვამონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
  • ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;
  • ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს.

 

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 8000 აშშ დოლარს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 თვეს.

გრანტის მიმღები ორგანიზაციები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ცოდნისა და უნარების გასაძლიერებლად, პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.

ალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 2018 წლის 3 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე ყოველ სამშაბათს და პარასკევს 15:00 -17:00 სთ.

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულ ან ინგლისურ ენაზეც) წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 დეკემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2019 წლის 15 იანვარს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძისქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა#74, 0177, თბილისი

ტელ./ფაქსი: 2399998

ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

*ცნობიერების ამაღლებას ქალის სექსუალურ თავისუფლებასა და თვითგამოხატვაზე, მათ შორის, სექსუალურ სიამოვნებაზე ჰეტერონორმატიული ჩარჩოს მიღმა, ინფორმირებული თანხმობა;

სხვადასხვა არსებული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც არღვევს რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებას და უარყოფით გავლენას ახდენს ქალის სასიცოცხლო ციკლზე (ყველა ასაკის გათვალისწინებით), ასევე, მათი თავიდან არიდების ან მომხდარის შემსუბუქების სხვადასხვა შესაძლებლობა.

ქალთა ინფორმირებული არჩევანიდა შესაბამისი გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობაზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

27 / 12 / 2018

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

8000 USD

თანხის მაქსიმუმი

14 თვე

პროექტის ხანგრძლივობა

15:00 -17:00

კონსულტაციის დღეები
სამშაბათი - პარასკევი