მიმდინარე გრანტი

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2018

საგრანტო პროგრამის “ქალთა სექსუალური  და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“ გაიცა 5 გრანტი.

დაფინანსებული პროექტებია:

1.აპლიკანტი: ქალები რეგიონის განვითარებისთვის

პროექტის სათაური: შენი უფლებაა იცოდე მეტი და იყო დაცული

რეგიონი: ოზურგეთი, სოფ. დვაბზუ

პროექტის ხანგძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტის მიზანია ქალებსა და გოგონებში  რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება ინფორმირებულობის გაზრდის გზით. დაგეგმილი საქმიანობებია: ტრენინგების ციკლის ჩატარება - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა; სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები. მომზადდება სატელევიზიო გადაცემების ციკლი, თითოეული გადაცემა ჩაიწერება და გავა ადგილობრივ ტელევიზიაში, შემდგომ აიტვირთება ორგანიზაციის youtube გვერდზე და გაზიარდება სოციალურ ქსელში, რომელსაც გაუკეთდება რეკლამა.

 

2.აპლიკანტი: ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის

პროექტის სათაური: საინფორმაციო კამპანია რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხ

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტი საპილოტეა მიზნად ისახავს ზუგდიდის კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფლებსა და ლაგოდეხის  სოფლად მცხოვრები ეკომიგრანტი ქალების შესაძლებლობების გაძლიერებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების  გზით. პროექტის ამოცანებია: შეხვედრა/დისკუსიების ორგანიზება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და სერვისებზე სოფლად მცხოვრები ქალებისათვის ზუგდიდის  6 საზღვრისპირა სოფელში (განმუხური, ორსანტია, შამგონა, რუხი, ახალაბასთუმანი, დარჩელი) და ლაგოდეხის 4 ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში (არეშფერანი, ფონა, ჰერეთისკარი, ბოლქვი); ლაგოდეხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ცოდნისა და უნარების გაძლიერება  რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, სოფლად მცხოვრები ქალების რეპროდუქციული საჭიროებების შესახებ მათი ინფორმირება, საბჭოსთან სამიზნე ჯგუფის რეპროდუქციული უფლებების ადვოკატირება;  ზუგდიდსა და ლაგოდეხში ადგილობრივი სპეციალისტების გაძლიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, რომლებიც შემდგომ თავად გაუწევენ ფასილიტაციას სოფლად მცხოვრებ ქალებთან შეხვედრებს.

 

3.აპლიკანტი: ქალი და რეალობა

პროექტის სათაური: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების თვითადვოკატირებისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტის მიზანია შშმ ქალების (გოგოების) რეპროდუქციული უფლებების დაცვისა და რეალიზების  ხელშეწყობა თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიღწევისთვის. პროექტის ამოცანებია: შშმ ქალების (გოგოების) ინფორმირებული გაძლიერება   სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის  უფლებების საკითხებში თვითადვოკატირებისთვის; სამიზნე რეგიონების (აჭარა, სამეგრელო) მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიმღებების  მგრძნობელობის ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე  შშმ ქალთა ჭრილში. პროექტი ასევე ითვალისწინებს  სამიზნე რეგიონებში შშმ ქალთა ქსელის შექმნას. აღნიშნულ ქსელს ეყოლება რეგიონალური კოორდინატორები, რომლებიც  შექმნიან სპეციალურ Facebook  ჯგუფს, სადაც მოხდება აქტუალური საკითხების განხილვა ან კონკრეტული ინფორმაციის გაზიარება. პროექტის გუნდი აქტიურად გამოიყენებს sarahah - ის ანონიმურ პლატფორმას.

 

4.აპლიკანტი: ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის

პროექტის სათაური: აბორტის სტიგმის შემცირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის პროვაიდერებში

რეგიონი: მცხეთა

პროექტის ხანგძლივობა: 10 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს აბორტის სტიგმის შემცირებაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვის პროვაიდერებში რომლებიც მუშაობენ საქართველოს 3 ქალაქში (ბათუმი, ქუთაისი, გორი) ხარისხიან აბორტის სერვისზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. ამოცანა - საქართველოს 3 ქალაქში (ბათუმი, ქუთაისი, გორი) აბორტის სერვისის მიმწოდებლებისათვის სტიგმის შემცირებაზე მიმართული  6 ტრენერთა ტრენინგის გამართვა.

 

5.აპლიკანტი: უხუცეს ქალთა საბჭო

პროექტის სათაური: ჯანსაღი პირადი ცხოვრების ხელმისაწვდომობა პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალებისთვის

რეგიონი: ახმეტის რაიონი, სოფ.დუისი

პროექტის ხანგძლივობა: 12 თვე

მოთხოვნილი თანხა: 7995.84 დოლარი

პროექტის მიზანია პანკისის ხეობის 17 სოფელში მცხოვრები ქალების და გოგონების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სქესობრივი თავისუფლების შესახებ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდა მამაკაცთა, როგორც  პოტენციური პარტნიორების ჩართულობის მცდელობა და ტაბუდადებული საკითხების გახსნის წამოწყება. ოჯახის სწორი დაგეგმვის და ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობა. პროექტის ამოცანებია: პანკისის ხეობის 17 სოფელში მცხოვრებ ქალთა ინფორმირება; ადგილობრივი სამედიცინო ამბულატორიების თანამშრომელთა გადამზადება; ქალი რეპროდუქტოლოგის შერჩევა და შეხვედრების ორგანიზება წინასწარ შერჩეულ სამიზნე ჯგუფებთან; ფსიქოლოგების მოწვევა და აუდიტორიასთან შეხვედრები; სკრინინგ ცენტრებთან თანამშრომლობა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი გამოკვლევა და მკურნალობის დაგეგმვა; მამოლოგის მოწვევა და ქალთა კონსულტირება; ახალგაზრდა ქალთა და მამაკაცთა ჩართულობის ხელშეწყობა პროექტის საქმიანობებში.

 

5

გაცემული გრანტები