ღია გრანტი

ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად

„ქალები საერთო მომავლისთის (WECF) საქართველო“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ გიწვევთ  საგრანტო კონკურსში -  „ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად“. საგრანტო კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომოელიც თანადამფინანსებელია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის  „ქალები2030“ (#Women2030).

პროგრამის „ქალები2030“ მიზანს წარმოადგენს სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციების და ქალთა არაფორმალური ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, მდგრადი განვითარების მიზნების ადვოკატირების პროცესში. ადვოკატირება გულისხმობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისებას, უპასუხონ გენდერული თანასწორობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებვულ  გამოწვევებს.                                                                                                                                                                                                                                                                 

კონკურსის თემატური მიმართულებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • ქალებისა და გოგოების გაძლიერება, ქსელური მუშაობის ხელშეწყობა მათი უშუალო მონაწილეობით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება;
  • ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივები (ვორქშოფები, ტრენინგი და სხვა);
  • ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა-განხორციელება ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, კანონმდებლობის და პოლიტიკის ლობირების გზით;
  • გადაწყვეტილებების მიმღებების მგრძნობელობის ამაღლება და საბიუჯეტო ადვოკატირება ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
  • სექსუალური შევიწროვებისა და სექსუალური ძალადობის  პრევენცია პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების გზით;
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების და საზოგადოებრივი/სათემო მონიტორინგის/ანგარიშვალდებულების სისტემების გაძლიერება (საბიუჯეტო მონიტორინგის ჩათვლით)
  • ქალთა იმ ჯგუფების უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან (ლბტ ქალები, შშმ ქალები, შშმ ბავშვების დედები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებ და სხვა)

 

საგრანტო კონკურსში „ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • არარეგისტრირებულ ქალთა ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულება ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხებია;
  • ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები.

 

პრიორიტეტი მიენიჭებათ ლგბტქი თემისა და ეთნიკური უმცირესობების ინიციატივებს, ასევე, რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებს/ჯგუფებს.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 2000 ევროს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოხვიდეთ ქალთა ფონდის ოფისში 20 ან 27 მარტს, 15:00-17:00 სთ. ან დაგვირეკოთ.

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულ ან ინგლისურ ენაზეც) წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 4 აპრილი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2019 წლის 22 აპრილს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძისქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა#74, 0177, თბილისი

ტელ./ფაქსი: 2399998

ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!

04 / 04 / 2019

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

2000 GBP

მაქსიმუმ თანხა

22 -27 მარტი; 15:00-17:00 სთ.