მიმდინარე გრანტი

ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად

1.აპლიკანტი: თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის

პროექტის სათაური: ქალები უკეთესი მომავლისთვის

რეგიონი: მარნეული

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 ევრო

პროექტის მიზანია მთიან რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი ქალების ჯგუფებისთვის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალები) ხელმისაწვდომობის გაზრდა სამართლიან,  სოციალურ და  უსაფრთხო გარემოზე.

 

2.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ქალების ხმა“

პროექტის სათაური: გოგონები მდგრადი განვითარებისთვის

რეგიონი: საჩხერე

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 ევრო

სკოლის მოსწავლე გოგონები და მათი დედები  გაეცნობიან  მდგრადი განვითარების  მიზნებს, მონაწილეობას მიიღებენ თითოეული მიზნის ქვეშ არსებული მინიმუმ ერთი ამოცანის შესრულებაში; გაარკვევენ,  რა  კავშირია  გლობალიზაციასა და  ეკოლოგიურ პრობლემებს შორის; ყურადღებას გაამახვილებენ  კავკასიის ეკორეგიონის კრიტიკულ პრობლემებზე; კონკრეტული აქტივობების განხორციელებით განსაზღვრავენ თავიანთ  როლს  მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში.

 

3.აპლიკანტი: ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი

პროექტის სათაური: სოფლად მცხოვრებ ქალთა პრობლემების კვლევა და ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია - სწორი გენდერული პოლიტიკისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

რეგიონი: ლაგოდეხი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 ევრო

პროექტის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები ქალების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა, გააქტიურება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა სწორი მუნიციპალური პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის დასახვის მიზნით კვლევისა და საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვის გზით.

3

გაცემული გრანტები