მიმდინარე გრანტი

ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

2019 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“ ფარგლებში დაფინანსდა 16 პროექტი.

მხარდაჭერილი პროექტებია:

 

1.აპლიკანტი: “ქალი და სამყარო”, „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“, „სომეხი ქალები - საქართველოს მოქალაქეები“

პროექტის სათაური: სოფლად მცხოვრებ ქალთა გააქტიურება წყალზე ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხო გარემოსთვის

რეგიონი: ბოლნისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრებ ქალთა ჩართვა უსაფრთხო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამოცანები: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, რატევანი და სოფელი ბოლნისი (აზერბაიჯანული, ქართული და სომხურენოვანი) ქალთა ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებზე, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მიმართულებით; ლიდერ ქალთა შერჩევა და ჩართვა წყალთან დაკავშირებული ადგილობრივი პრობლემების კვლევის და პრობლემების გადაწყვეტისთვის ადვოკტირება-ლობირების მიმართულებით; პეტიციების მომზადება წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან.

 

2.აპლიკანტი: კაქტუსი

პროექტის სათაური: გარემოს დაბინძურება და ქალთა დაავადებები

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფს აჩვენოს, რომ კონკრეტული დამაბინძურებელი კონკრეტულ დაავადებას იწვევს და თუ შესაბამისი უწყებები - გარემოსა და ჯანდაცვის სამინისტროები - შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, ეს საფრთხე, შესაძლოა, რეალობად იქცეს ან ახლაც არსებობდეს, მაგრამ შესაბამისი კვლევების ან გარემოზე მონაცემების ნაკლებობის გამო, ფაქტებზე დაფუძნებული მტკიცებულებების სახით არ არსებობს. პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველი კომპონენტი: საერთაშორისო კვლევების თარგმნა-ადაპტირება ქართულ ენაზე; მეორე კომპონენტი: ინფოგრაფიკების მომზადება კონკრეტულ დამაბინძურებელზე და ქალის ჯანმრთლეობასა და ამ დამაბინძურებელს შორის კავშირის ჩვენება კვლევის საშუალებით; მესამე კომპონენტი: საქართველოს ყველაზე ცხელი წერტილებიდან ქალების ჯანმრთელობაზე ინფორმაციის გამოთხოვნა და გამოქვეყნება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფები არიან შესაბამისი სამინისტროები: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროები, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

3.აპლიკანტი: საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

პროექტის სათაური: გრასრუთ აქტივიზმის განვითარება: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გარემოს დაცვა

რეგიონი: თბილსი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს გრასრუთ აქტივიზმის განვითარებას ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გარემოსდაცვის სფეროებში. ამოცანები: ახალი ცოდნის შექმნა განვითარების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკებისა ან/და გარემოსდაცვის პოლიტიკის შესახებ; შექმნილი ცოდნების გაზიარება და განხილვა ქალთა, ახალგაზრდულ და სტუდენტურ თემებსა და ჯგუფებში.

 

4.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „მეცნიერი ქალები გარემოს დაცვისთვის“

პროექტის სათაური: შიდა ქართლის რეგიონის ქალების ჩართულობა გარემოსდაცვით გამოწვევებზე

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მონაწილეობისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა. ასევე, ქალთა გააქტიურება ადგლობრივ დონეზე გარემოს დაცვისთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალები, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით. ასევე, რეგიონის მუნიციპალური ორგანოები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

5.აპლიკანტი: ქვემო ქართლის მედია

პროექტის სათაური: სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოს (RMG) მეზობლად მცხოვრები ქალები საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებებისთვის - დაბა კაზრეთში მცხოვრები ქალების ადვოკატირების კამპანიები

რეგიონი: რუსთავი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია დაბა კაზრეთში მცხოვრები ქალების გააქტიურება და თემში პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა ქალებისათვის ადვოკატირების შესაძლებლობების გაცნობის გზით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატირების მიმართულებით ტრენინგების კურსის ჩატარება; რეკომენდაციების შემუშავება და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისთვის მიწოდება; კანონპროექტების ინიცირება; საინფორმაციო კამპანიების წარმოება და მხარდამჭერების მოპოვება; ეფექტური ადვოკატირების კამპანიების წარმართვისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების-მონტაჟის საბაზისო პროფესიული უნარები; ტრადიციული მედიის როლი ადვოკატირების კამპანიაში; უფასო ინტერნეტ რესურსების გამოყენება.

 

6.აპლიკანტი: მრავალეროვანი საქართველოს ქალები

პროექტის სათაური: ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზნებია: ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე; ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა ბუნებრივი რესურსების შეფასების სტანდარტების შემუშავებაში.

 

7.აპლიკანტი: მანანა კახაძე

პროექტის სათაური: ქალები მავნებლებისაგან პალმის ნარგაობის დაცვაში გარემოსათვის უსაფრთხო საშუალებით

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

საქართველოს შავიზღვისპირეთში, თურქეთიდან ინტროდუცირებული დეკორატიული მცენარე - კანარის პალმის ნარგავებში, გამოვლინდა (2009) საშიში, საკარანტინო მავნებელბები: პალმის წითელი ცხვირგრძელა–Rhynchophorus ferrugineus (Coleoptera:Curculionidae) და პალმის თრიფსი -Thrips palmi (Thyzanoptera: Thripidae). მავნებლისაგან ძლიერი დაზიანების გამო, პალმები ფესვის ყელთან ადვილად ტყდება, ხოლო მისი ფოთლები მთლიანდ ყვითლდება და ხმება. პროექტის მიზანია შავიზღვისპირეთის სარეკრიაციო ზონის მნიშვნელოვანი კომპონენტის, პალმის მცენარეების მავნებლებისაგან დაცვა ბიოლოგიური საშუალებით. ამით დასაქმებული ქალთა პერსონალს არ ექნება შეხება ქიმიურ პესტიციდებთან. უპირველესი ამოცანაა ადგილობრივი, ენტომოპათოგენური ნემატოდის, „ქართული შტამის“ საფუძველზე შემუშავებული ბიოლოგიური ინსექტიციდი „Geo-nema” ეფექტურობის დადგენა მავნებლების მიმართ.

 

8.აპლიკანტი: გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“

პროექტის სათაური: ნარჩენების მდგრადი მართვა სუფთა გარემოსათვის

რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი, სენაკი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2250 ევრო

პროექტის მიზანია საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და კონსულტაციების გზით მოწვეული ექსპერტის და ტრენერების მიერ დასუფთავების ცენტრის თანამშრომლების, საჯარო მოხელეებისა და ქალთა ჯგუფების (მეწარმე ქალების) ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ, მეთოდებზე (სეპარირება, რეციკლირება, კომპოსტირება); ქალთა უფლებეზე, კანონმდებლობაზე. საინფორმაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების გზით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობების მონიტორინგი; სეპარირების ურნების დადგმა პოლიეთილენისა და ქაღალდის სეპარაციისათვის; არალეგალური ნაგავსაყრელის, როგორც გარემოს დამაბინძურებლის, აღრიცხვა და გაწმენდა ნარჩენებისგან; კერძო სექტორის გააქტიურება სეპარირებული შეგროვების დასაწყებად.

 

9.აპლიკანტი: გურიის განვითარების კავშირი

პროექტის სათაური: ქალთა გაძლიერება შინამეურნეობებში ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე

რეგიონი: გურია, ოზურგეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინამეურნეობებში ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტის ამოცანებია: სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირება სოფლის მეურნეობაში მინერალების და შხამ-ქიმიკატების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენების ტექნიკისა და წესების, ასევე მათი გავლენის შესახებ ჯანმრთელობასა თუ ეკო სისტემაზე. ეკოლოგირად სუფთა პროდუქციის მიღების ტექნოლოგიების გაცნობა და პოპულარიზება. საკანონმდებლო რეგულაციების გაცნობა ეკოსისტემაზე ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით. თემში ეკოლოგიურ საკითხებზე სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება თემის მცხოვრებთა ჩართულობით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგნიზებით.

 

10.აპლიკანტი: სამი კურდღელი

პროექტის სათაური: Marga-Rita - მარგარიტა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია ალტერნატიული ხედვით (პერფორმანსის საშუალებით) ეკოლოგიური და გენდერული თემების გააზრების შესაძლებლობა მისცეს მოსახლეობას და ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხებზე. შემოქმედებითი ჯგუფი 6 თვის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს ეკოლოგიური და გენდერული კონცეფციის პერფორმანსის დადგმაზე, ქორეოგრაფიასა და სცენოგრაფიაზე. შემოქმედებითი პროცესის დასრულების შემდეგ, პერფორმანსის პრემიერა გაიმართება პოლონეთში საერთაშორისო ცეკვის (MSTT) ფესტივალზე და ასევე თბილისში - „კირკე-ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმის“ ღონისძიებების ფარგლებში. ამის შემდეგ, პროექტი ითვალისწინებს პერფორმანსის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას, რაც მისი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ტურით განხორციელდება.

 

11.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ძლიერი ქალი-ძლიერი საზოგადოება“

პროექტის სათაური: გორის რეგიონის ქალები -სუფთა გარემოსათვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გორის რეგიონის ქალები საკმაოდ ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, ეს არის მათი და ოჯახის წევრების ომის შემდგომი სტრესით გამოწვეული ნერვული სისტემის დაავადებები, სიდუხჭირე, სამუშაო ადგილების დეფიციტი. რეგიონის სოფლებში არის სასმელი წყლის მიწოდების და უსაფრთხოების პრობლემა, თვითნებური ნაგავსაყრელები, შხამქიმიკატებით საკვების ინტოქსიკაციის საშიშროება. ქალებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია დაბინძურების პრევენციის და ნარჩენების მართვის შესახებ. ამიტომ პროექტის მიზანია, გორის რეგიონის ქალებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ქალთა უფლებების შესახებ გარემოსდაცვით ჭრილში, ასევე გოგონების და ქალების ჩართვა ამ მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებში.

 

12.აპლიკანტი: ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“

პროექტის სათაური: ეკომიგრანტ ქალთა გაძლიერება

რეგიონი: ბოლნისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში 1989 წლის ზაფხულიდან ცხოვრობენ ეკომიგრანტები. ისინი აჭარის სოფელ წაბლანადან არიან. ამ სოფლის ნაწილს 1989 წლის 13 აპრილს დაეცა მოწყვეტილი მთა, რასაც მოყვა სახლების ნაწილის განადგურება და მსხვერპლი. ამჟამად სოფელში ცხოვრობს 80 ოჯახი, მოსახლეობა 410 ადამიანი, აქედან 221 ქალი. მოყავთ ხორბალი, კარტოფილი, სიმინდი, არის განვითარებული მესაქონლეობა, საშუალოდ ოჯახში ყავთ 2-10 ძროხა. რძის პროდუქტის რეალიზაცია ხდება ბოლნისში. არ აქვთ სარწყავი წყალი, სასმელი დღეში 1 საათი. სოფელში არ არის ბუნებრივი აირი, თბებიან შეშით. შეშის ყიდვის საშუალება აქვს დაახლოვებით 50% ოჯახს, დანარჩენები მოიპოვებენ ახლომდებარე ახალგაზრდა ტყეში. ბოლო წლების განმავლობაში დისველისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქარები, განსაკუთრებით –გაზაფხული, შემოდგომა, რაც ბევრ პრობლემას უჩენს მოსახლეობას. პროექტის აქტივობებია: ტრენინგები (კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა, ენერგოეფექტურობა); ექსკურსია სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) ოფისში მისაქციელში, რათა გაეცნონ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს; ექსპერტის დაქირავება, რომელიც შეისწავლის სოფ.დისველის მდებარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქარსაცავი ზოლის გაშენებისთვის (ადგილი, მანძილი, ხეების ჯიში და რაოდენობა).

 

13.აპლიკანტი: ვეჟინი

პროექტის სათაური: გენდერული ეკოლოგია - გამოწვევები კაბალის თემში

რეგიონი: გურჯაანი, სოფ. ვეჯინი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალების სათანადო ინფორმაციით აღჭურვა ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების დასაშვები ნორმებისა და წესების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ბენეფიციარების, ასევე პროდუქციის მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისათვის პრევენციული ზომების მიღებას და რეგიონში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას.

 

14.აპლიკანტი: ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის

პროექტის სათაური: ქისტი გოგონების ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში

რეგიონი: ახმეტა, სოფ. ბირკიანი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 1600 ევრო

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით ხეობაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება და არსებული პრობლემების აღმოფხვრა. ასევე, ყურადღების გამახვილება მიმდინარე აქტუალურ პრობლემაზე - ჰესების მშნებელობა პანკისის ხეობაში. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვებიან სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, გარემოს დაცვის კუთხით მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროექტის განხორციელების ადგილია ახმეტის რაიონი, სოფელი ხადორი. სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი „პანკისი ქემფინგი“. 15 შერჩეული მონაწილე გაივლის 5 დღიან სწავლებას და პრაქტიკულ მეცადინეობებს ბანაკის ტერიტორიაზე და მთაში.

 

15.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „განტვირთვის კლუბი“

პროექტის სათაური: შემეცნებითი სარელაქსაციო კლუბი საზღვრისპირა მცხოვრები ქალებისთვის

რეგიონი: გორი, სოფ. მეჯვრისხევი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია დაეხმაროს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ქალებს, გათავისუფლდნენ ყოველდღიური ცხოვრების რიტმისგან, აიმაღლონ ცნობიერება ჯანმრთელობის დაცვისა და შენარჩუნების საკითხებში და ახალ, შემეცნებით, გარემოში აღმოაჩინონ თავისი შესაძლებლობები. პროექტის ფარგლებში, მოწვეული ექიმი ქალთა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარებს კონსულტაციებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, პედიატრიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ პირდაპირ რეჟიმში დაუსვან კითხვები ექიმს და მიიღონ რჩევები; სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქალები გაეცნობიან უახლეს მიღწევებს, ისწავლიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანას და მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხო გამოყენებას, ასევე გაეცნობიან მიწის რაციონალურად დაგეგმარებასა და გამოყენებას ფერმერულ მეურნეობაში; ქალთა სამიზნე ჯგუფებში ჩატარდება ხელოვნების გაკვეთილები და პერიოდულად მოეწყობა პრაქტიკულ მეცადინეობაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ქალებს საშუალება მიეცემათ ფსიქოლოგიური რჩევები მიიღონ პროფესიონალი მასწავლებლისგან, გაიგონ, რა არის ბულინგი და გაეცნონ ბავშვთა აღზრდის არაძალადობრივ მეთოდებს; მონაწილეები ასევე მოაწყობენ კულინარიულ მასტერკლასებს და გამოფენა-გაყიდვაზე შედგება მათი ნახელავის დეგუსტაცია.

 

16.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ქალები განვითარებისთვის“

პროექტის სათაური: განვითარება ბუნებისთვის

რეგიონი: ზუგდიდი, სოფ. ახალსოფელი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზნებია - სამიზნე ჯგუფისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ახალი კანონების და ნორმატიული აქტების გაცნობა; ქვეყანაში მოქმედი ,,მწვანე“ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა; ქალების აქტიური ჩართვის ხელშეწყობა თემის გარემოსდაცვით და სოციალურ პროექტებში, მათი პოზიციის აღიარება და პატივისცემა; გარემოსდაცვითი საქმიანობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა.

 

 

01 / 04 / 2019

საწყისი თარიღი

01 / 12 / 2019

დასრულების თარიღი

16

გაცემული გრანტები