მიმდინარე გრანტი

ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში 2019

2019 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიცა 11 გრანტი.

 

დაფინანსებული პროექტებია:

 

1. აპლიკანტი: გეა XXI

პროექტის სათაური: გაიგე მეტი, არ გახდე ძალადობის მსხვერპლი

რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4300 ფუნტი

პროექტის მიზანია სამეგრელო ზემო-სვანეთში მცხოვრები ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის შემცირება და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მიზნის მისაღწევად იგეგმება: თოჯინური სპექტაკლის ჩვენება, რომელიც შეეხება ძალადობის დაფარულ ფორმებს, ყოველი სპეკტაკლის დაწყების წინ 15 წუთიან მონოლოგს გააკეთებს იურისტი ძალადობის დაფარულ ფორმებზე, სპექტაკლი ხელს შეუწყობს მე-8-12-ე კლასის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას მათ უფლებებზე. გარდა ამისა, ორგანიზაცია ფორუმ-თეატრების საშუალებით ეცდება 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს უჩვენოს 10-15 წუთიანი მინი-სპეკტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემის თვალნათლივ წარმოჩენას და მათთან ერთად გამოსავლის ძიებას. ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდება ტენინგ-სემინარები, თემაზე ,,ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის დაძლევა“.

 

2. აპლიკანტი: ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი XXI

პროექტის სათაური: პერსონალური ინფორმაციის დაცვა, როგორც სექსუალური და რეპროდუქციული უფლება

რეგიონი: საგარეჯო

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ფუნტი

პროექტის მიზანია ონლაინ სივრცისა და მობილური კომუნიკაციის გამოყენებით სექსუალური შევიწროებისა და სხვა სექსუალური ხასიათის დანაშაულების პრევენციის ხელშეწყობა. პერსონალურ ინფორმაციაზე, როგორც ერთ-ერთი სექსუალური და რეპროდუქციული უფლების დაცვაზე, ცნობიერების ამაღლება და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება ანონიმური პლატფორმა sarahah-ი; შეიქმნება 6 კომიქსი, რომლებიც გაერთიანდება ბროშურაში; მრგვალი მაგიდის ფორმატით დისკუსიასთან ერთად მოეწყობა კომიქსების და ბროშურის პრეზენტაცია.

 

3. აპლიკანტი: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონალური კომიტეტი

პროექტის სათაური: ქალი, გოგონა და ძალადობის დაფარული ფორმები

რეგიონი: კახეთი, გურჯაანი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4450 ფუნტი

პროექტის მიზნებია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების, ძალადობისა და გენდერული თანასწორუფლებიანობის შესახებ; ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა; მასმედიასთან ურთიერთთანამშრომლობა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დაფარული ფაქტების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ადგილობრივი რელიგიის წარმომადგენლებთან; ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გენდერული თანასწორუფლებიანობის მისაღწევად. პროექტის სამიზნე ჯგუფია ყვარელის, ლაგოდეხის და გურჯაანის ეთნიკური უმცირესობის ქალები.

 

4. აპლიკანტი: კარალთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი

პროექტის სათაური: პრევენციული ღონისძიებები რეგიონში ქალთა მიმართ არსებული ძალადობის დასაძლევად

რეგიონი: გორი, სოფ. კარალეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4400 ფუნტი

პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების კამპანიის გზით ქალთა მიმართ არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობა. პროექტის აქტივობებია - ტრენინგების ჩატარება, თემებზე: ინტერნეტ უსაფრთხოება, ბულინგი, სექსუალური შევიწროება; რადიოგადაცემის მომზადება, გადაცემა გავა გორის სათემო რადიოში ,,მოზაიკა“. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, გორის მუნიციპალიტეტში ონლაინ გამოკითხვის ჩატარება, სადაც 50-80 ქალი ანონიმურად მიიღებს მონაწილეობას და რომლის მეშვეობით შეგროვდება სტატისტიკური მონაცემები სექსუალური შევიწროვების მსხვერპლებისა და არაინფორმირებული კატეგორიის შესახებ.

 

5. აპლიკანტი: ვაკეთოთ ერთად

პროექტის სათაური: რეპატრიანტი მესხი ქალების და გოგონების ხმა-არა ძალადობას

რეგიონი: წყალტუბო

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ფუნტი

პროექტის მიზანია სოფელ იანეთის რეპატრიანტი ახალგაზრდა ქალების და გოგოების გაძლიერება და აქტიურად ჩართვა თემის სოციალურ-კულტურულ ინტეგრაციაში. პროექტის ამოცანებია: ახალგაზრდა ქალების და გოგოების უნარების და შესაძლებლობების გაზრდა.

 

6. აპლიკანტი: ნიქოზი

პროექტის სათაური: ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა გორის მუნიციპალიტეტში

რეგიონი: გორი, სოფ. ზემო ნიქოზი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3965 ფუნტი

პროექტის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქალთა გაძლიერება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში. ამოცანებია: ქალთა ცნობიერების გაზრდა გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმების შესახებ; გენდერული ნიშნით დაფარული ფორმების გამოვლენა; პრობლემების ადვოკატირება და ლობირება ადგილობრივ დონეზე. მოეწყობა სატელევიზიო და რადიოგადაცემა, სადაც განიხილება როგორც სამოქმედო გეგმაში არსებული პრიორიტეტული საკითხები ასევე ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხები. ჩატარდება რეგიონული კონფერენცია პროექტის სამიზნე ჯგუფის მონაწილეობით, სადაც განიხილება თემში არსებული ქალთა პრობლემები.

 

7. აპლიკანტი: სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრი „მნათობი“

პროექტის სათაური: ერთად დავძლიოთ ძალადობა!

რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ფუნტი

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებით და ქალების საჭიროებების შესწავლით ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება. პროექტი გულისხმობს კვლევის ჩატარებას. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და რადიო გადაცემების მოწყობა.

 

8. აპლიკანტი: ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი

პროექტის სათაური: გაუსწორე თვალი სიმართლეს

რეგიონი: ახალციხე

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4485 ფუნტი

პროექტის მიზნებია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დადგენა და საჯაროობის უზრუნველყოფა; საჯარო დიალოგის წარმოება ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ანკეტური კვლევა -ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, კვლევის პრეზენტაცია; 4 სატელევიზიო გადაცემის მომზადება: ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები და მათთან ბრძოლის შესაძლო გზები; დაიბეჭდება ორენოვანი (ქართულ-სომხური) წიგნი, რომელშიც შეტანილი იქნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, ასევე განთავსდება ინფორმაცია მათთან ბრძოლის შესაძლებლობების შესახებ; დამზადდება თემატური ორენოვანი ვიდეორგოლები და გავა რეგიონალური ტელევიზიების არხებზე; ჩატარდება რეგიონალური კონფერენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული და არ აღიარებული ფორმები“.

 

9. აპლიკანტი: სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია

პროექტის სათაური: #შენი უსაფრთხოებისთვის #For Your Safety

რეგიონი: ახალციხე

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3750 ფუნტი

პროექტის მიზანია ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის/მუქარის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, პრევენცია, რეაგირება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სათანადო მექანიზმების მხარადაჭერა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ტრენინგების და შეხვედრების ჩატარება თემებზე - კიბერ ჰიგიენა, პერსონალური მონაცემები და მათი დაცვა ონლაინ სივრცეში, ქალთა მიმართ განხორციელებული კიბერ ბულინგი, სამართლებრივი ასპექტები, კიბერ სოლიდარობა; საინფორმაციო ვიდეო რგოლების შექმნა და გავრცელება სოციალურ ქსელებში; საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებში.

 

10. აპლიკანტი: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის რეგიონული კომიტეტი

პროექტის სათაური: მულტისექტორული თანამშრომლობა ძალადობის წინააღმდეგ

რეგიონი: ოზურგეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4415 ფუნტი

პროექტის მიზანია ძალადობის ადრეული პრევენციის მექანიზმის შექმნა და პილოტირება საბავშვო ბაღის დონეზე მასწავლებლების, სოციალური მუშაკების ფსიქოლოგიური და ჯანდაცვის სამსახურების კოორდინირებული რეაგირების გზით, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა დაცვისა და დახმარების რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესება მულტისექტორული თანამშრომლობით. პროექტის ამოცანებია: ოჯახში ძალადობის დაფარული ფორმების გამოვლენა ბავშვზე დაკვირვების გზით; ძალადობის მსხვერპლთა ან პოტენციურ მსხვერპლთა დაცვა და დახმარება.

 

11. აპლიკანტი: კახეთის ბოშათა გაერთიანება „რომა“

პროექტის სათაური: ბოშა ქალთა ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში

რეგიონი: კახეთი, დედოფლისწყარო

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 1735 ფუნტი

პროექტის მიზანია ბოშათა თემში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება; ბოშა გოგოების და ქალების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე; დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

 

01 / 05 / 2019

საწყისი თარიღი

30 / 12 / 2019

დასრულების თარიღი

11

გაცემული გრანტები