მიმდინარე გრანტი

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2019

პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდმა საქართველოში დააფინანსა 5 პროექტი:

 

1. აპლიკანტი: GrlzWave (თინათინ ბრეგვაძე)

პროექტის სათაური: შეიMEცნე

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტის მიზანია, სოციალური ქსელების, სოციალური მედია არხებისა და ურბანული სივრცეების ათვისებით ახალგაზრდა გოგოებმა და ქალებმა შეძლონ ყველა იმ საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიღება, რაც მათ ცხოვრების დაგეგმვაში, საკუთარ სხეულზე ზრუნვასა და სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. პატრიარქალურ საზოგადოებაში გამჯდარი დოგმები, ჩარჩოები და სტერეოტიპები ქალებისა და გოგოებისთვის ხშირად ტრაგიკული შედეგის მომტანია. პროექტის მთავარი ამოცანა ყველა ზემოთხსენებულთან ბრძოლაა. ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი კი, ეტაპობრივად და ამომწურავად გაზიარებული ცოდნა და მიწოდებული ინფორმაციაა.

 

2. აპლიკანტი : საქართველოს შემეცნებითი ცენტრი  (ანჟელა ბოლოგანი)

პროექტის სათაური: ჩემი სხეული

რეგიონი: აჭარა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრებ გოგონათა პიროვნული გაძლიერება მათთვის საკუთარ სხეულზე, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე ცოდნის გადაცემის გზით. მომზადდება კვლევა აჭარის რეგიონში სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე ქალთა და გოგონათა შეხედულებების შესახებ; გოგოები მიიღებენ სტიგმისგან თავისუფალ ინფორმაციას საკუთარ სხეულზე, სექსუალურ ურთიერთობებზე, რეპროდუქციულ უფლებებზე და სერვისებზე, კონტრაცეფციაზე, სექსუალურ შევიწროებაზე, სექსუალურ ძალადობაზე და სხვ. პროექტი განხორციელდება აჭარის მუნიციპალიტეტებში (ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ბათუმი).

 

3. აპლიკანტი: მე ვარ ქალი (დიანა ჯიშიაშვილი)

პროექტის სათაური: სიცოცხლე წესების გარეშე

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 აშშ დოლარი

გონებრივი, ინტელექტუალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალების ოჯახები სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ძირითადად ქალის სახლში ჩაკეტვით, სხვადასხვა მედიკამენტოზური ჩარევით და ასეთ თემებზე საუბრის აკრძალვით უმკლავდებიან. არ არსებობს არანაირი სტატისტიკა საქართველოში, არც სხვა წყარო, რომელიც იკვლევს აღნიშნულ საკითხს. დღემდე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემა რჩება შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ქალებისთვის და მათი ოჯახების მიმართ „მსუბუქი ირონიის“ თემად სოციუმის მხრიდან. პროექტის მიზანია, შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში  მცხოვრები, ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯამრთელობის უფლებების დაცვისა და ძალადობის აღკვეცის პრევენციისათვის. საქმიანობები: შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მიმდებარე სოფლებში მცხოვრები (გორი, ქარელი, ხაშური)  სოციალურად დაუცველი, შშმ გოგონებისა და ქალებისთვის  ტრენინგები ჩატარება  შემდეგ თემებზე - ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა, მათი ოჯახის წევრთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ჩატარდება ასევე სალექციო ხასიათის სემინარი, მომსახურე პერსონალთან, მათი ცნობიერების ასამაღლებლად და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით.

 

4. აპლიკანტი:  ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის (ანი ბერაია)

პროექტის სათაური: მენსტრუაციის სტიგმის და მასთან დაკავშირებული უფლებადარღვევების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში

რეგიონი: თბილისი, თელავი, ბათუმი (მიმდებარე სოფლები)

ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია, სკოლებში მენსტრუაციის შესახებ ცოდნის, მის გარშემო არსებული სტიგმის, სკოლის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და მათი გავლენის კვლევა გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და განათლების უფლების განხორციელებაზე. დაგეგმილია კვლევა, რომელიც განხორციელდება საქართველოს 2 რეგიონში (აჭარა, კახეთი) და თბილისში. თითოეულ რეგიონში კვლევები განხორციელდება, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე - სოფლად. კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავების პარალელურად, მომზადდება და დაიბეჭდება საინფორმაციო მასალა კვლევის მონაწილე გოგოებისთვის. აღნიშნული საინფორმაციო მასალა გოგოებს მიაწვდის ინფორმაციას მენსტრუაციის და მენსტრუალური ციკლის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ; პირადი ჰიგიენის შესახებ, განხილული იქნება ის შემთხვევები, თუ როდის არის რეკომენდებული შესაბამის ექიმთან მიმართვა, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია მენსტრუაციის სტიგმასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით.

 

5.აპლიკანტი:  ინიციატივა სოციალური ცვლილებისათვის  (თამარ ივანიაძე)

პროექტის სათაური: გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 აშშ დოლარი                                             

პროექტის მიზანია მუნიციპალურ დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერება ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების კუთხით გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშესაწყობად. პროექტის აქტივობებია: პროგრამის  „გენდერული თანასწორობა, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები“  გადახედვა და ადაპტირება;  საქართველოს 10 რეგიონში (კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია და სამცხე-ჯავახეთი) მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების  წევრთათვის 2 დღიანი  ტრენინგის ჩატარება.

 

5

გაცემული გრანტები