ღია გრანტი

ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (Global Alliance for Green and Gender Action -GAGGA).

საგრანტო კონკურსის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.

პროექტების სავარაუდო თემები:

  • აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება/ლობირება
  • ადვოკატირება, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება
  • გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ჯგუფებში მწვანე საკითხების მიმართ
  • მწვანე საკითხების კვლევა ქალებთან მიმართებაში
  • გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

 

• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე გარემოსდაცვითი და ქალთა ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებს.

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 3000 ევროს ეკვივალენტი ლარში.

პროექტების ხანგრძლივობაა 6-დან 8 თვემდე.

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ფონდის ოფისში მსურველებისთვის ჩაატარებს პროგრამის საკონსულტაციო პრეზენტაციას 14 და 17 იანვარს, 18:00 საათზე.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი) წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2020 წლის იანვრის ბოლოს.

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით, ფოსტით,  ან წარმოადგინოთ პირადად შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74, 0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

 

გისურვებთ წარმატებას!

20 / 01 / 2020

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

3000 ევრო

მაქსიმუმ თანხა

8 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა

18:00

კონსულტაციის დღეები
სამშაბათი - პარასკევი