ღია გრანტი

ქალთა გაძლიერება მდგრადი ფემინისტური მოძრაობისთვის

ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ ტასოსთან და ქალთა გლობალურ ფონდთან თანამშრომლობით, აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა გაძლიერება მდგრადი ფემინისტური მოძრაობისთვის.

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა და ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებას, ძლიერი მხარეების წახალისებასა და სუსტი მხარეების აღმოფხვრის ხელშეწყობას.

პროგრამა ქალთა საინიციატივო ჯგუფებსა და ფემინისტურ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შემდეგი ინტერვენციები:

ქალი უფლებადამცველებისა და მათი ორგანიზაციების დაცულობა და უსაფრთხოება;

გაზიარებული, კოლექტიური დღის წესრიგის შექმნისკენ მიმართული ინიციატივები;

ფემინისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ქალთა ორგანიზაციების/ჯგუფების კოლექტიური ინიციატივები და მათი შესაძლებლობების ზრდა;

მრავალფეროვანი ლიდერობის მოდელები და თაობათშორისი დიალოგი;

ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისა და კომუნიკაციის სისტემების შემუშავებისკენ მიმართული ინიციატივები;

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

რომლებსაც ახორციელებენ ქალები

რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

პრიორიტეტი მიენიჭება კოალიციურ პროექტებს.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 10 000 ლარს. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 4-6 თვემდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ, დაგვირეკოთ ან მოხვიდეთ ფონდის ოფისში 2020 წლის 18 და 25 თებერვალს 15:00 -17:00 სთ.

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ელექტრონული ან ხელნაწერი, ქართულ, რუსულ, ან ინგლისურ ენაზე) წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 2 მარტი (18:00 სთ). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2020 წლის მარტის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით ან ელ.ფოსტით მისამართზე:


ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

მისამართი: სერგო ზაქარიაძის . # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74, 0177 თბილისი
ტელ: 2399998
 

 

02 / 03 / 2020

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

10 000 ლარი

მაქსიმუმ თანხა

6 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა

15:00 -17:00 სთ

კონსულტაციის დღეები
სამშაბათი