მიმდინარე გრანტი

ღია კარის საგრანტო პროგრამა 2019

2019 წელს ღია კარის საგრანტო პროგრამით ფონდმა 7 პროექტი დააფინანსა

1.აპლიკანტი: ანა ბაქანიძე

პროექტის სათაური: ქალები ქართულ პრესაში - წიგნის გამოცემა და პრეზენტაცია

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტის მიზანია მეცხრამეტე საუკუნის ბეჭდურ მედიაში შეგროვებული ასობით საინტერესო სტატიის ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით თავმოყრა - რომლითაც, საქართველოში ფემინიზმის ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი რესურსი შეიქმნება; ეს მასალა ხელს შეუწყობს ფემინისტური მიმართულებით ბევრი სხვა კვლევის წარმოებას, ახალი პროექტების ინიცირებას და ა.შ.

 

(ეს არის უკვე განხორციელებული პროექტის მეორე ეტაპი).

 

2.აპლიკანტი: ანა ჭეიშვილი

პროექტის სათაური: შეზღუდული შესაძლებლობები და სექსუალობა- ფილმის ჩვენება და დისკუსია რეჟისორთან თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2400 დოლარი

პროექტი გულისხმობს გერმანელი რეჟისორის,  სუზანა ვიუსტნეკის, დოკუმენტური ფილმის „Love, sex and rock’n’roll wheelchair” ჩვენებას თბილისსა და რეგიონებში. ფილმი წაახალისებს ზოგადად ღიაობას არამეინსტრიმული სექსუალობის მიმართ, სხეულის პოზიტიურ სახე-ხატს, მიუხედავად იმისა, ჯდება თუ არა ეს სხეული დღესდღეობით არსებულ სილამაზის სტანდარტებში.   პროექტის უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს არის: სექსუალობაზე და სხეულზე არამეინსტრიმული ხედვის და რეფლექსიის წახალისება, თბილისში და სხვა ქალაქებში, შეზღუდულ შესაძლებლობებზე და სექსუალობაზე დისკუსიის წამოჭრა და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა ინიციატივების შთაგონება. 

 

3.აპლიკანტი: აია ბერაია

პროექტის სათაური: საგანმანათლებლო კურსი „გენდერი და თანამედროვე სოციალური კრიზისები“

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 დოლარი

პროექტის მიზანია ლგბტ თემის ახალგაზრდა წარმომადგენლებს, სტუდენტებს და დამწყებ აქტივისტებს შესთავაზოს საგანმანათლებლო კურსი „გენდერი და თანამედროვე სოციალური კრიზისები“.

 

4.აპლიკანტი: Tbilisi Pride

პროექტის სათაური: Creating an Effective Visual Identity for Tbilisi Pride

რეგიონი: Tbilisi

პროექტის ხანგრძლივობა: 2 months

მოთხოვნილი თანხა: 2500 USD

Within the proposed project, Tbilisi Pride aims at creating a visual identity (logo and brand-book) and a well-structured web-site for the organisation.

 

5.აპლიკანტი: თანაზიარი (ხათუნბა ბეჭვაია)

პროექტის სათაური: ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალების რეაბილიტაცია

რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტი გულისხმობს ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალებისთვის სერვისების მიწოდებას  და დასაქმების   ხელშეწყობას.

 

6.აპლიკანტი: იდენტობა იუს (მარიამ ქაჯაია)

პროექტის სათაური: ფსიქოლოგის სერვისი ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილისთვის

რეგიონი: ბათუმი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 ლარი

პროექტის მიზანია უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 9 წლის გოგონა და მისი დედა კვალიფიციური ფსიქოლოგის სერვისით.

 

7.აპლიკანტი: ხატია ღოღობერიძე

პროექტის სათაური: გაეროს ქალთა სტატუსის 64-ე სესიაზე დასასწრებად, ნიუ-იორკში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 6000 ლარი

26

გაცემული გრანტები