მიმდინარე გრანტი

ადგილობრივ დონეზე მომუშავე ორგანიზაციების მობილიზება დემოკრატიისთვის

საგრანტო პროგრამის: „ადგილობრივ დონეზე მომუშავე ორგანიზაციების მობილიზება დემოკრატიისთვის ფარგლებში ქალთა ფონდმა გასცა 2 გრანტი:

 

1.აპლიკანტი: საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

პროექტის სათაური: ანტიფემინიზმი ახალ ნაციონალისტურ დისკურსში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზანია  პოლიტიკური სივრცისა და მთავარი აქტორების შესწავლა და შეფასება. მათი ზეგავლენის აღწერა/შეფასება ფემინისტურ და ქვიარ მოძრაობაზე და ქალი უფლებადამცველების საქმიანობის განსაზღვრაზე. პროექტის ამოცანებია: ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების დღის წესრიგის, იდეოლოგიისა და ფემინისტურ მოძრაობის წინააღმდეგ ნაწარმოები პოლიტიკის აღწერა; პროგრესული ძალების მიერ „ბანალური ნაციონალიზმის” წარმოების ანალიზი, ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების დღის წესრიგის განსაზღვრის მცდელობებისა და ამ პოლიტიკის შედეგად ფემინისტური, ქვიარ და ქალთა მოძრაობებისთვის სივრცეების შეზღუდვის კვლევა; ფსევდო-მემარცხენეებისა (პოსტ-ტვ) და პრო-ქალთა უფლებებად შენიღბული ანტი-ფემინისტური და პროგრესულ ენაში შენიღბული ანტი-ქვიარ რიტორიკის კვლევა.

 

2.აპლიკანტი: We Research

პროექტის სათაური: ადგილობრივ დონეზე მომუშავე ორგანიზაციების მობილიზება დემოკრატიისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

საქართველოში დღემდე არ შესწავლილა ქალი უფლებადამცველების მიმართ გამოყენებული დისკრიმინაციული პრაქტიკები. შესაბამისად, შემოთავაზებული კვლევის მიზანს წარდმოადგენს სწორედ ქალი უფლებადამცველების მიმართ ანტი-დემოკრატიული მოძრაობების მიერ განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის სისტემური ანალიზი.

 

            დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა

            სამინისტროს მიერ

2

გაცემული გრანტები