მიმდინარე გრანტი

სწრაფი რეაგირებისა და ქალთა სოლიდარობის საგრანტო პროგრამა - COVID-19

1.აპლიკანტი: თანაზიარი

პროექტის სათაური: საკონსულტაციო სერვისი სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ქალებისა და ორსულებისთვის

რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტი გულისხმობს სატელეფონო კონსულტაციის გაწევას ხანდაზმული ქალებისთვისა და ორსულებისთვის. პროექტის ფარგლებში კონსულტანტი ბენეფიციარებს ყოველდღიურად დაეკონტაქტება ტელეფონით და მიაწვდის ინფორმაციას ინფექციის პრევენციაზე, პოტენციურ რისკებსა და იმის შესახებ, თუ როგორ მოიძიონ დროული სამედიცინო დახმარება. ყველა ხანდაზმულ ბენეფიციარს განემარტება თუ როგორ უნდა მიიღოს სოციალური დახმარება ან პენსია ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვით. გარდა ამისა, ორგანიზაცია შეიძენს და ბენეფიციარებს მიაწვდის საჭირო ჰიგიენის საშუალებებსა და პირველადი დახმარების მედიკამენტებს.

 

2. აპლიკანტი: ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი

პროექტის სათაური: სოლიდარობის ჯგუფის ინიციატივა COVID-19 პანდემიის დროს ტრანსგენდერთა მხარდაჭერისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

სოლიდარობის ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოს COVID19 პანდემიის დროს ტრანსგენდერთა მზაობა სასიცოცხლო და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გამოწვევების მიმართ. პროექტის მეშვეობით 20 ადამიანს, რომელთაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ და მძიმე პირობებში იმყოფებიან დაეფარებათ ბინის ქირა და სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

3.აპლიკანტი: ვაკეთოთ ერთად

პროექტის სათაური: გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს

რეგიონი: წყალტუბო

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტი გულისხმობს რეპატრიანტი მესხი ქალების და ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას COVID-19 ვირუსზე და მათ დახმარებას კრიზისული სიტუაციიდან გამოსაყვანად.

 

4.აპლიკანტი: „კავკასიის განვითარება“ და საინიციატივო ჯგუფი „ქალთა ზრუნვა მომავლისთვის“

პროექტის სათაური: დაეხმარე COVID-19-ის პრევენციას, იზრუნე მომავლისთვის!

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტის მიზანია მოწყვლადი ჯგუფის - დევნილი, მარტოხელა, ძალადობის მსხვერპლი მრავალშვილიანი, პენსიონერი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, უმუშევარი, ქორწინებაში არ მყოფი ქალები/გოგონები, ან/და რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ: პენსიონერი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან/და შეზღუდული შესაძლებლობების პირი/პირები, არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც არ გააჩნია შემოსავალი) - ახალი კორონავირუსის COVID-19-ის) გავრცელების პრევენციის მხარდაჭერისთვის საჭიროებათა იდენტიფიცირება და დახმარება. ასევე, საინიციატივო ჯგუფის „ქალთა ზრუნვა მომავლისთვის“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ჩამოყალიბება (დარეგისტრირება).

 

5. აპლიკანტი: „ქალი და სამყარო“, „სომეხი ქალები-საქართველოს მოქალაქეები“, საინიციატივო ჯგუფი: „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“

პროექტის სათაური: ქალები და COVID-19 თან დაკავშირებული პრობლემები

რეგიონი: ქვემო ქართლი, ბოლნისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტი გულისხმობს ქალთა ჩართვით და გააქტიურებით ონლაინ საინფორმაციო კამპანიის წარმართვას COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად; ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქალთა უფლებების დასაცავად, ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის; ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას აღნიშნული პრობლემების დასაძლევად.

 

6. აპლიკანტი: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

პროექტის სათაური: დარჩი სახლში უსაფრთხოდ

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტის მიზანია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, ქალთა უფლებებისა და სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ქალებისთვის მისაღები ფორმით. მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ახალგაზრდების ონლაინ ჯგუფების შექმნა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ჩასართავად ქალაქსა და სოფლად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში; 112 მობილური აპლიკაციის ინსტალირების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის; ახალგაზრდების ჩართულობით ქალაქში და სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებულობის გაზრდა ქალთა უფლებებზე, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ სახელმწიფო სერვისებზე.

 

7. აპლიკანტი: ქალთა განვითარების ფონდი

პროექტის სათაური: მოწყვლადი თემების დახმარება

რეგიონი: აფხაზეთი, გალი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტი მიზნად ისახავს აფხაზეთის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ასაკოვანი, მარტოხელა ადამიანების საჭიროებებზე რეაგირებას. ქალებისა და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახდება კრიზის ცენტრის სერვისები: გინეკოლოგთან კონსულტაცია, პედიატრის მომსახურება, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია. ასევე, შეიქმნება ხელმისაწვდომი სხვა სერვისების სია და ამოქმედდება რეფერალური მექანიზმი, საჭიროების შემთხვევაში პაციენტების შესაბამის უწყებებში გადასამისამართებლად.

8. აპლიკანტი: აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი

პროექტის სათაური: COVID19-ის პირობებში შრომითი უფლებების ადვოკატირება და მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

რეგიონი: აჭარა, ქობულეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია არსებული კრიზისული ვითარების დროს, მხარი დაუჭიროს ერთი მხრივ, ბოშათა თემის ქალებს COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასა და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტების გამოვლენას, გაშუქებასა და ადვოკატირებ, მეორე მხრივ, კი ფართოდ იმუშაოს მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ქალებთან, რომელთა შრომითი უფლებები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა.

9.აპლიკანტი: ახალგაზრდული ინიციატივები საზოგადოების ინტერესებისათვის

პროექტის სათაური: გზა მშვიდი თანაცხოვრებისათვის

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

სოფელი სკრის, კარალეთისა და ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები წარმოადგენენ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს (ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, პოტენციური მსხვერპლი, მარტოხელა დედა, ფეხმძიმე ქალები). პროექტი გულისხმობს სამიზნე თემებში ლიდერი ქალების მონაწილეობით პანდემიასთან ბრძოლის მეთოდების დანერგვას ინფორმირებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გზით; კრიზისის დაძლევას და მშვიდი ოჯახური თანაცხოვრების ხელშეწყობას.

10.აპლიკანტი: ქალები სამოქალაქო უფლებებისა და განათლებისთვის

პროექტის სათაური: მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების - საჭიროებების იდენტიფიცირება და დახმარება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია, Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების დახმარება, რაც გულისხმობს პედიატრის ონლაინ კონსულტაციას, ფსიქოლოგის დახმარებასა და ტექნიკურ დახმარებას - პირველადი მოხმარებისთვის აუცილებელი ნივთების და სადეზინფექციო საშუალებების შეძენა და მიწოდება. სამიზნე ჯგუფია თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები და მათი შვილები.

11.აპლიკანტი: ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის

პროექტის სათაური: ქალთა ფსიქო - სოციალური მხარდაჭერა

რეგიონი: მცხეთა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია ქალთა მოწყვლადი ან/და მარგინალიზებული ჯგუფებისთვის პანდემიის პირობებში საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტრესის შემსუბუქება და პოსტ-სტრესული მოსალოდნელი გართულებების პრევენცია. პროექტი დაეხმარება ქალებს გამოიმუშაონ/გააძლიერონ თვითმხარდაჭერის უნარი; შეიძინონ სტრესულ გარემოსთან გამკლავების უნარი; ისწავლონ ემოციების მართვა/რეგულაცია, ემოციების ამოცნობა-დაბალანსება; გამოიმუშაონ კრეატიული მორგების უნარი; ისწავლონ კონტაქტი როგორც საკუთარ თავთან, ისე - გარემოსთან; „აქ და ამჟამად“ კონცეფციის გამოყენება პრაქტიკაში.

12.აპლიკანტი: კავშირი „ფრეია“

პროექტის სათაური: COVID-19-ის ფონზე ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის მარნეულში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია Covid-19-ის ფონზე გამოვლენილი ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია მარნეულში მცხოვრები იმ ქალებისთვის, რომლებიც მკაცრი კარანტინის რეჟიმში შესაძლოა თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ მოძალადესთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ვებინარის ჩატარების გზით ინფორმაციის მიწოდება სოციალური მუშაკების მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო სახელმწიფო სერვისების შესახებ; გაიდლაინის შექმნა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო ცხელი ხაზებისა და საჯარო სერვისის შესახებ; სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიერ დაწერილი სტატიების მეშვეობით ქალებისთვის პანდემიისა და მის მიერ გამოწვეული პრობლემების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

13.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ჯავახეთის ძალა ქალებია“

პროექტის სათაური: ქალები ჯავახეთის ჯანმრთელი მომავლისთვის

რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი, ახალქალაქი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია ქალთა ცნობიერების დონის ამაღლება, მათთვის მშობლიურ (სომხურ) ენაზე ინფორმაციის მიწოდების გზით; ქალების გააქტიურება და მათი უფლებების დაცვა, მოხალისეების საქმიანობის პოპულარიზაცია. პანდემიის ფონზე პროექტის უმთავრესი მიზანია ქალაქში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი ქალებისა (60 წელს ზემოთ) და სოფლად მცხოვრები ქალებისათვის (ძირითადად ორსული ქალები) დახმარების გაწევა სამედიცინო და დისტრიბუციის კუთხით. პროექტში დაგეგმილია მოხალისეებისა და აქტივისტების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება იმ ქალებში, ვისაც არ აქვს ონლაინ წვდომა. სომხურ ენაზე იურისტის, გინეკოლოგის და სხვა პროფილის ექიმების კონსულტაციების ორგანიზება.

14 .აპლიკანტი: ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის

პროექტის სათაური: განათლების ხელმისაწვდომობა ქისტ გოგონებს

რეგიონი: ახმეტა, სოფ. ბირკიანი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია ქისტი გოგოების დახმარება, რომ არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას და შეინარჩუნონ აქტიურობა, რისთვისაც საჭიროა მათთვის ტექნიკის შეძენა.

15.აპლიკანტი: ქუთაისის კულტურულ-ახალგაზრდული ცენტრი

პროექტის სათაური: COVID 19 რეკომენდაციები და რჩევები უსინათლო და სმენადაქვეითებულთა პირებისთვის

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია ორგანიზაციის ტექნიკური და მატერიალური ბაზის გამოყენებით უსინათლოთა, მცირედმხედველთა, სმენადაქვეითებულთა ჯგუფებს მიაწვდინონ კორონავირუსის შესახებ მეტი ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში გაახმოვანებენ ჯანდაცვის რჩევებსა და რეკომენდაციებს სტუდიურად, თან დაურთავენ ფსიქოლოგის გამამხნევებელ რჩევებს და ასევე, გადაიღებენ ვიდეო რგოლს სურდო თარგმანით. საინფორმაციო აუდიო და ვიდეო ფაილები დაურიგდება ბენეფიციარებს საცხოვრებელ მისამართებზე, იმერეთის ქალაქებსა და სოფლებში.

16.აპლიკანტი: პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის (Platforma.ge)

პროექტის სათაური: კრიტიკული ფემინისტური აზრის მობილიზება პანდემიის დროს

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, ფემინისტური სამართლიანობის საკითხებზე ალტერნატიული დისკურსისა და პერსპექტივების წარმოება. პროექტის ძირითადი ჩარჩოა, საშინაო შრომისა და დროის ურთიერთმიმართების საკითხებზე რეფლექსია და იმ გამოწვევებისა და საფრთხეების წარმოჩენა, რაც ხელს უშლის გენდერულად სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნას.

17.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი - მთის ქალები უკეთესი მომავლისათვის

პროექტის სათაური: მთის ქალები უკეთესი მომავლისათვის

რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი, სტეფანწმინდა, სოფ. ფანშეტი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტი მიზნად ისახავს იმ ქალების დახმარებას, რომლებიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებითა და გაყიდვით იღებდნენ შემოსავალს და პანდემიის გამო დარჩნენ უმუშევრები. მათ შესთავაზებენ სასწავლო კურსს და დეტალურად შეასწავლიან პოზიციონირებას ონლაინ ბაზარზე.

18.აპლიკანტი: რაჭველი ქალების საინიციატივო ჯგუფი

პროექტის სათაური: ქალთა თანადგომა რაჭის მაღალმთიან სოფლებში

რეგიონი: რაჭა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტბეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4267 ლარი

პროექტის მიზანია სოფელ ტბეთის ახალგაზრდა ქალები დაეხმარონ სხვა სოფლების ხანდაზმულ ქალებს. დაეხმარონ - ტრანპორტირებით, მარაგების შევსებით, მათთან ერთად მუშაობით სახლის და ეზოს აუცილებელი სამუშაოების ჩასატარებლად, სტრესის ერთად დაძლევით.

19.აპლიკანტი: სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის

პროექტის სათაური: მანძილი ვერ დაგვაშორებს

რეგიონი: თელავი, სოფ. სანიორე

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის ქალებზე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სტრესის გავლენის შემცირება მათი უნარების გაძლიერების გზით და ხელისუფლების წინაშე ახალი რეალობით გამოწვეული ქალთა პრობლემების ადვოკატირება.

20.აპლიკანტი: გორის სათემო რადიო მოზაიკა

პროექტის სათაური: ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა COVID19-ის პირობებში

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5110 ლარი

პროექტის მიზანია, თვითიზოლაციის პირობებში, ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა. მიზნის მისაღწევად, პროექტის გუნდს დასახული აქვს 3 ამოცანა: 1. ხელი შეუწყოს იმ სასამართლო პროცესების გაშუქებას, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები განიხილება; 2. ხელი შეუწყოს თვითიზოლაციაში ქალთა დაუცველობის, როგორც COVID19-ის გავრცელებით გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემის გამოკვეთას; 3. ხელი შეუწყოს ქალებისთვის იმ სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ძალადობისგან თავის დაცვაში დაეხმარება.