მიმდინარე გრანტი

ქალთა გაძლიერება მდგრადი ფემინისტური მოძრაობისთვის 2020

 

საგრანტო კონკურს ქალთა გაძლიერება მდგრადი ფემინისტური მოძრაობისთვის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები:

 

1.აპლიკანტი: ჰეპა პლუსი

პროექტის სათაური: აივ დადებითი ქალები - ჩვენ ვარსებობთ!

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

მიუხედავად იმისა რომ აივ დადებით სამოქალაქო საზოგადოება უკვე 10 წელია აქტიურად არის ჩართული საქართველოს აივ პასუხის დაგეგმვაში და ადვოკატირებას უწევს თემზე მორგებული ინტერვენციების იტეგრირებას ეროვნულ სტრატეგიაში, მაღალი სტიგმის გამო, ფაქტიურად არ ისმის აივ დადებით ქალთა ხმა, განსაკუთრებით იმ ქალების, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სექს მუშაკ, ნარკო მომხმარებელ ან ციხე გამოვლილ ქალთა ჯგუფებს. ეს პარადოქსი განპირობებულია რეგიონში არსებული თავისებური სტიგმით, რომელიც აივ დადებით ქალებს სტატუსის გათქმის შემთხვევაში ორმაგი და სამმაგი სტიგმის ქვეშ აყენებს. პროექტის მიზანია აივ დადებით ქალთა გაძლიერება მათი ფორმალური გაერთიანების ხელშეწყობით და ბაზისური საჭიროების შეფასება/ადვოკატირების უნარების გაძლიერებით.

 

2.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ლესბოსური* წინააღმდეგობა/Lesbian* Resistance“

პროექტის სათაური: ლესბოსური* წინააღმდეგობა ფორმალური აქტივიზმის მიღმა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

ჯგუფის მიზანია არაჰეტეროსექსუალი ქალების მობილიზება, ხილვადობის გაზრდა, ქვიარ ფემინისტური აქტივიზმის გავრცელების ხელშეწყობა და ქვიარ ქალების გაძლიერება. პროექტი გულისხმობს სივრცის შექმნას, სადაც რეგულარულად გაიმართება სხვადასხვა შეხვედრები, ვორქშოფები და საუბრები სექსუალობის, გენდერის, ქვიარ ფემინიზმის გარშემო. ჯგუფი მიზნად ისახავს, თვითორგანიზების წახალისებასაც და ხელს შეუწყობს წევრების იდეების განხორციელებას, მათთვის სივრცის დათმობით თუ სხვა ადამიანური რესურსის შეთავაზებით. ხილვადობის გაზრდისთვის მიმართავენ პროტესტის ისეთ ფორმებს, როგორიც არის მსვლელობა/მარში, რომლის დროსაც გამოიყენებენ დასარტყამ ინსტრუმენტებს - დოლებს, რაც მსვლელობას უფრო ხმაურიანს, შესამჩნევს გახდის და უფრო მეტ მუხტს შესძენს.

 

3.აპლიკანტი: იდენტობა იუს Identoba Youth

პროექტის სათაური: ფემინისტური ნარატივი

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

პროექტის მთავრი მიზანია ქალებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა, ფემინისტური ღირებულებების ირგვლივ თვითორგანიზების ხელშეწყობა და ქალებში ფემინისტური ცნობიერების გაზრდა ქუთაისში. ასევე პროექტის მიზანია, თვითორგანიზებული ფემინისტური ჯგუფის პირველ პირში მოთხრობილი, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობილი ისტორიების გაზიარება პერფორმანსის სახით, რომელიც ერთი მხრივ ქალთა ცნობიერების ამაღლებას და სოლიდარობის მუხტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი ერთგვარი თამამი და პროვოკაციული ნაბიჯი გადაიდგმება იმ სიჩუმის და უხერხულობის წინააღმდეგ, რომელიც აფერხებს ქალთა რეალურ ემანსიპაციას ცხოვრების ყველა სფეროში.

 

4.აპლიკანტი: ქალი და რეალობა

პროექტის სათაური: ქალთა უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური სტატუსის გაუმჯობესების ხელშეწყობა ქალთა ქსელის გაძლიერების გზით. პროექტის ამოცანები: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა 2. თბილისსა და სამიზნე რეგიონებში (იმერეთი, სამეგრელო და აჭარა) შშმ ქალთა თემის და პოტენციური მხარდამჭერების გაძლიერება გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების საკითხებში არაფორმალური განათლების გზით.

 

5.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ფუს-ფუსი“

პროექტის სათაური: ფუს-ფუსი - შენი უსაფრთხო (სამუშაო) სივრცე

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

ჯგუფში გაერთიანებული არიან ფემინისტი აქტივისტები და მათი მიზანია საქართველოში ქალთა ფემინისტური მოძრაობის გაძლიერების და განვითარების ხელშეწყობა. პროექტის მიზნებია: ქალთა შორის სოლიდარობის/თანაგრძნობის განვითარება; ქალთა მოძრაობის გაძლიერების ხელშეწყობა, გოგოების/ქალების საზოგადოებრივი აქტივიზმის მხარდაჭერა; “ნეთვორქინგის” და “ქო-ვორქინგ” სივრცის შექმნა; ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა; რესურსების მობილიზაცია ქალების გასაძლიერებლად; მთავარი გამაძლიერებელი პლატფორმის შექმნა.

 

6.აპლიკანტი: აკესო

პროექტის სათაური: Drug User and Sex Worker Women Initiating the New Goals of Safety

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სექს-მუშაკი და ნარ მომხმარებელი ქალების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებულ სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე, რაც მიიღწევა უკვე დაწყებული WINGS ინიციატივების გაგრძელებით საქართველოში.

 

7. აპლიკანტი: ექიმები საზოგადოებისთვის

პროექტის სათაური: სქესობრივი განათლების და მასთან დაკავშირებული ქალთა უფლებების პროპაგანდა ვიდეო (youtube) არხის შექმნით და სხვა დამატებითი პლატფორმების გამოყენებით

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

პროექტის მიზანია სქესობრივი განათლების და მასთან დაკავშირებული ქალთა უფლებების პროპაგანდა ვიდეო (youtube) არხის შექმნით. მიზნის მისაღწევად შეიქმნება youtube არხი, სადაც აიტვირთება პროექტის ფარგლებში შექმნილი 10 ვიდეო რგოლი, შეიქმნება გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც გაზიარდება აღნიშნული რგოლები, რომლებიც იქნება შემდეგ საკითხებზე: ქალთა სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებები; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და კონტრაცეფცია (ზოგადი მიმოხილვა); სქესობრივი გზით გადამდები დავადებები დეტალურად (ჰეპატიტები, აივ/შიდსი, სიფილისი, გონორეა); მასტოპათიები და ძუძუს კიბოს სკრინიგი; ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა; ორსულობის და ორსულობის შემდგომი დეპრესიები და მათი მართვა; გენეტიკური დაავადებების სკრინინგი ორსულობისას; აბორტი და მასთან დაკავშირებული სამედიცინო და იურიდიული საკითხები; მენოპაუზა და მასთან დაკავშირებული სოციალური პრობლემები; კიბოს გამომწვევი ვირუსები ქალებში (პაპილომა ვირუსული ინფექცია).

 

8. აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი (ქრისტინე ბებია, ია ბახტაძე)

პროექტის სათაური: დოკუმენტირებული მოგონებები

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

პროექტის მიზანია პოპულიარიზაცია გაუწიოს ეკოლოგიისა და ფემინიზმის საკითხებს და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ქალებს აუმაღლოს ცნობიერება ამ კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოპის ჩატარება, რომელიც სამ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ ეკოლოგიის და ფემინიზმის თემაზე, მეორე ნაწილი მოიცავს უშუალოდ ვორკშოპს - მაკულატურისგან ქაღალდის დამზადებას. მესამე ნაწილი კი, ითვალისწინებს ახალდამზადებულ ქაღალდში სხვადასხვა ელემენტების ჩართვას, რაც დაკავშირებულია ამ ქაღალდზე მომუშავე ქალის მოგონებებთან, ემოციებთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მიჩქმალულია ხოლმე პატრიარქარულ საზოგადოებაში, ამგვარი ,,გათავისუფლება” თავისებურ დადებით თერაპიულ ეფექტს იძლევა, ასევე ნერგავს საკუთარი თავის ფსიქოლოგიური დახმარების კულტურას.

 

9.აპლიკანტი: ლეილა ტუღუში

პროექტის სათაური:

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა:

მოთხოვნილი თანხა: 4000 ლარი

ლეილას სურს გაიაროს „ფსიქოსექსოლოგია - სასწავლო/სასერტიფიკაციო კურსი“ რომელიც გამოაცხადა ფსიქოკონსულტირების და ფსიქოთერაპიის სახლმა „დენდრონი“, კურსის ფარგლებში ჩატარდება 80 სამუშაო საათი, რომელიც განაწილებულია 2020 წლის მანძილზე.

„სწავლის დაწყება ძალიან რთულია ჩემი ასაკის ქალისთვის. მიუხედავად ჩემი მოტივაციისა ხშირად გარშემომყოფნი თუ სხვადასხვა პროფესიონალები (მაგ. კონკრეტული კურსების ფარგლებში ტრენერები, რომლების გავლასაც საკუთარი ფინანსური რესურსებით ვახერხებ) გამოხატავენ ეჭვებს იმის შესახებ, რომ ვერ მოვახერხებ მასალის ათვისებას ან უბრალოდ „რა დროს ჩემი სწავლაა“. ძალიან მაწუხებს ეს სტერეოტიპი და მინდა ჩემი მაგალითით დავამტკიცო გავრცელებული წარმოდგენის საპირისპირო, რომ 50+ ასაკის ქალებსაც შეუძლიათ სწავლა და ცხოვრების ახლიდან დაწყება.“

 

10. აპლიკანტი: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

პროექტის სათაური: გააზიარე გამოცდილება

რეგიონი: ქვემო ქართლი, თეთრიწყარო

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ლარი

პროექტის მიზანია შეიქმნას ქალების ჯგუფი რომლებიც უკვე ჩართულები არიან ქალთა და ფემინისტურ მოძრაობებში და ხელი შეუწყოს მათ იმ ქალების მოზიდვაში ვისაც აქვთ სურვილი შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. გააცნონ ამ ქალებს საკუთრი უფლებების და შესაძებლობების შესახებ, დაეხმარონ მათ საკუთარი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოკვლევასა და გაუმჯობესებაში, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს და შექმნან სხვადასხვა ასაკის, სოციალური, თუ ეთნიკური წარმომადგენლების ლიდერ ქალთა ძლიერი კოალიცია რომელიც შეძლებს საკუთრი ინტერესების დაცვას საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში.