მიმდინარე გრანტი

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა

საგრანტო პროგრამის „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები:

 

 

1.აპლიკანტი: პროფესიული კავშირი „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ (სოფიკო ხვთისიაშვილი)

პროექტის სათაური: მიუსაფარ ბავშვთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებზე

რეგიონი: . თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 9 თვე

მოთხოვნილი თანხა: 29 200 ლარი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, აღმზრდელები, თანასწორგანმანათლებლები, სპეციალური მასწავლებლები) ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდას სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე; პროექტი ხელმისაწვდომს გახადის ქართულ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოს მიუსაფარი ბავშვების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ; ასევე, ხელს შეუწყობს რეფერირების სისტემის განვითარებას მიუსაფარ ბავშვთათვის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და სფეროში მომუშავე ორგანზიაციებს/სერვისებს შორის. პუბლიკაციას დაურიგებენ შესაბამის დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, ასევე განათავსებენ საიტზე swunion.ge.

 

2.აპლიკანტი: საქართველოს შემეცნებითი ცენტრი (ანჟელა ბოლოგანი)

პროექტის სათაური: „ქალია-ადამიანი?!“

რეგიონი: ქ. ბათუმი

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე

მოთხოვნილი თანხა: 30 000 ლარი

პროექტის მიზანია, საკუთარ სხეულსა და უფლებებზე სწორი ინფორმაციის მიწოდებითა და უნარების განვითარებით გოგონათა და ქალთა გაძლიერება ფსიქოლოგიურად. დისკრიმინაციის/ძალადობის მსხვერპლ ან სხვაგვარი უფლების დარღვევის მქონე გოგოებისა და ქალებისთვის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა. პროექტის საქმიანობებია: 1. გოგონათა და ქალთა განათლება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე 2. ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენა დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალებისთვის 3. აჭარის გოგონათა ახალგაზრდული გუნდის მეშვეობით მუნიციპალიტეტებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დარღვევის შემთხვევების აღმოჩენა და ამ საკითხზე პოდკასტების შექმნა 4. ბიჭების ჩართვა დებატებში, ფილმების ერთობლივი ჩვენება და განხილვა.

 

3.აპლიკანტი: ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI (ანა მოსიაშვილი)

პროექტის სათაური: Connect-Ed: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სწავლება არაფორმალურ განათლებაში

რეგიონი: საგარეჯო

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე

მოთხოვნილი თანხა: 28 250 ლარი

პროექტის მიზანია თანამედროვე გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების სწავლებას არაფრომალური განათლების გზით, და მეორე მხრივ შეუწყოს ხელი ახალგაზრდა ქალი თანასწორგანმანათლებლების უნარების გაძლიერებას ამ მიმართულებით. პროექტის ამოცანებია: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების განხილვა თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში: პერსონალური მონაცემების დაცვა, კოვიდ-19 პანდემია და ახალი რეალობა, ამ თემების შესახებ სახელმძღვანელოს მომზადება და ახალგაზრა მუშაკების, ტრენერებისა და თანასწორგანმანათლებლების შესაძლებლობების გაძლიერება; დასახელებული თემების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში (მათ შორის ვირტუალური სივრცის გამოყენებით); სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების ადვოკატირება არაფორმალურ განათლებაში და ზოგადად არაფორმალური განათლების, განსაკუთრებით კი თანასწორთაგანათლების მეთოდოლოგიის ადვოკატირება.

 

4.აპლიკანტი: მარიანი (ანა მიქიაშვილი)

პროექტის სათაური: ჩემი სხეული სინათლის მიღმა - მხედველობის დარღვევის მქონე გოგონებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 28 800 ლარი

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები უსინათლო და მცირემხედველი გოგონებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მიზნის მისაღწევად, პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს: უსინათლო და მცირემხედველ გოგონათა და ქალთა თემში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ არსებული ცოდნის, დამოკიდებულებების, მითებისა და ინფორმაციული საჭიროებების იდენტიფიცირება; უსინათლო და მცირემხედველ გოგონათა და ქალთა საჭიროებებზე მორგებული ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალების შექმნა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ; უსინათლო და მცირემხედველი გოგონების, მათი მშობლების/აღმზრდელების და მასწავლებლების ცნობიერების გაზრდა და ცოდნის გაუმჯობესება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

 

5.აპლიკანტი: იდენტობა იუს (მარიამ ქაჯაია)

პროექტის სათაური: სოფლად მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციული უფლებები და ჯანმრთელობა მაღალმთიან აჭარაში

რეგიონი: ბათუმი

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე

მოთხოვნილი თანხა: 30 000 ლარი

პროექტი მიზანია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისათვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდება გრძელვადიანი და მუდმივი კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებების, ოჯახის დაგეგმარების, ორსულობის, მისი უსაფრთხო და ლეგალური შეწყვეტის მეთოდების, სამედიცინო მომსახურების სტანდარტებისა და პაციენტთა უფლებების შესახებ; ამასთანავე - საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით პოლიტიკის დონეზე არსებულ პრობლემაზე, ანუ განათლების სისტემაში არსებული ინფორმაციული სიმწირე და ჯანდაცვის სერვისების გაუმართაობის ნეგატიური შედეგები. შესაბამისად პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიანი აჭარის 20 სოფელში ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გინეკოლოგთან შეხვედრის გამართვას.