მიმდინარე გრანტი

სწრაფი რეაგირებისა და ქალთა სოლიდარობის საგრანტო პროგრამა - COVID-19

სწრაფი რეაგირების და ქალთა სოლიდარობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირისა და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის დაფინანსებით, ამ ეტაპისთვის გაცემულია 12 გრანტი:

 

1.აპლიკანტი: GrlzWave - გრლზვეივ

 

პროექტის სათაური: თავშესაფარი ქვიარ ადამიანებს

 

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

ამ დროისთვის სახელმწიფო თავშესაფარი ლგბტქ+ ადამიანებისთვის არ არსებობს. საჭიროა, ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში დისკუსიის გაჩენა და თემის მნიშვნელობის წინ წამოწევა, პრიორიტეტიზაცია. პროექტის ფარგლებში მომზადდება რამდენიმე ვიდეო, ფოტო პროექტი და პოსტერები, რომელიც აქტიურად გავრცელდება სოციალურ ქსელებში და ქვიარ სივრცეებში. ყველა მათგანში იქნება ქვიარ ადამიანებისთვის განკუთვნილი თავშესაფრის შექმნაზე საუბარი. საზოგადოებაში გაჩენილი მოთხოვნა და თემის აქტუალობა უნდა გახდეს მაპროვოცირებელი იმისა, რომ სახელმწიფომ მალევე შექმნას ლგბტქ+ თავშესაფარი. პროექტის ფარგლებში მომზადდება - 1 პროფილის ტიპის ვიდეო; Facebook ჩარჩო; პეტიცია - შენი იდეა ქალაქის მერს, manifest.ge; ფოტო რეპორტაჟი; 2 პოდკასტი; 50 პოსტერი.

 

2.აპლიკანტი: კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი

პროექტის სათაური: საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების მხარდაჭერა covid-19 ის წინააღმდეგ

რეგიონი: გორი, სოფელი კარალეთი

 

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 7625 ლარი

პროექტის მიზანია საოკუპაციო ხაზთან მდებარე 10 სოფელში ქალთა covid-19-ით გამოწვეული საჭიროებების გამოკვეთა და მათი მხარდაჭერა. გორის მუნიციპალიტეტის 5 თემში შემავალ 10 სოფელში (ერგნეთის თემი, ხურვალეთის თემი, გუგუტიაანთკარის თემი, ნიქოზის თემი, მეჯვრისხევის თემი), რომლებიც შედიან საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებების ნუსხაში, პროექტის დასაწყისშივე დაიწყება ქალთა საჭიროებების კვლევა. პროექტის შემდეგი აქტივობებია: ქალთა ვიდეობლოგების მომზადება, დოკუმენტური ფილმის გადაღება, ონლაინ ტრენინგის ჩატარება სტრესის მართვა და დროის ეფექტურად გამოყენება, ფსიქოლოგის რჩევები დისტანციურად, ექიმის რჩევები, ადვოკატირების კამპანია.

 

3.აპლიკანტი: ანა ბაქანიძე

პროექტის სათაური: საგანმანათლებლო ონლაინ-გამოფენა: ,,ქალები მედიცინაში’’

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2983.50 ლარი

საგანმანათლებლო/კვლევითი პროექტის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს ერთი მხრივ - ქალი მედიკოსების როლი და მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემაში არსებული გენდერული სტერეოტიპები და დაბრკოლებები (რაც ქალებს ხელს უშლით კარიერულ წინსვლაში, მათ შორის, საქართველოში). საბოლოოდ, კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით არსებულ სტერეოტიპებზე დაფიქრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მთავარი ამოცანაა: საგანმანათლებლო და ადვილად აღქმადი რესურსის - ონლაინ გამოფენის შექმნა, სადაც XIX-XXI საუკუნის მედიკოს ქალთა შესახებ საინტერესო ისტორიები იქნება თავმოყრილი; XIX-XX საუკუნის მასალას მოიპოვებენ პრესის მასალების მიხედვით, ხოლო XXI საუკუნის მასალა დამუშავდება სანდო ონლაინ-რესურსების მიხედვით. საგამოფენო ელექტრონულ ბანერებზე წარმოდგენილი იქნება ტექსტი და საარქივო ვიზუალური მასალა. უფრო ვრცელი ინფორმაცია კი, გამოფენაზე მოცემულ თემასთან დაკავშირებით ბანერის თანმხლებ პოსტში იქნება. ასევე, თითოეულ ბანერს ტექსტურ მასალასთან ერთად მოყვება აუდიო ფაილიც, სადაც, ბანერზე ასახული ინფორმაცია იქნება გახმოვანებული უსინათლო და მცირემხედველი აუდიტორიისთვის.

 

4.აპლიკანტი: განათლების სპეციალისტი/ექსპერტი ქალების საინიციატივო ჯგუფი

პროექტის სათაური: ონლაინ-საზაფხულო სკოლა (პანდემია, გენდერული თანასწორობა და არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანელი და სომეხი დამწყები ქალი პედაგოგები)

რეგიონი: თბილისი

 

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3675 ლარი

პროექტის მიზნებია: ახალბედა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი მასწავლებლების პროფესიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და გაძლიერება; პანდემიურ ვითარებაში განხორციელებული სასწავლო პროცესის ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება პროფესიონალებთან ერთად, გამოცდილების გაზიარება და ახალი სასწავლო სემესტრისთვის მზადება; ქალი პედაგოგების მხარდაჭერა; ასევე, ქალი მოსწავლეების მხარდაჭერა, რომლებიც ცხოვრობენ და სწავლობენ თემში, სადაც მწვავედ დგას გენდერული ხასიათის პრობლემები და სტერეოტიპები, ამ სახის პრობლემები კი კიდევ უფრო ღრმავდება კრიტიკულ სიტუაციებში, მაგალითად, პანდემიურ პერიოდში და დისტანცირებული სწავლებისას (მაგ. დისტანციური სწავლების დროს მოსწავლე გოგონებს აქვთ უფრო ნაკლები დრო, ვიდრე ბიჭებს, ისინი ხშირად აცდენენ ონლაინ-გაკვეთილებს, ან ვერ ამზადებენ დავალებებს, რადგან, მშობლებისა და გარშემომყოფების აზრით, სახლში ყოფნისას გოგონები უმჯობესია საოჯახო საქმეებით დაკავდნენ და ა.შ.)

 

5.აპლიკანტი: სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება

პროექტის სათაური: ონკო პაციენტების დაცვა და დახმარება COVID-19 ის გავლენის დასაძლევად

რეგიონი: ახალციხე

 

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 7930 ლარი

პროექტი მიზნად ისახავს იმ ქალების დახმარებას, რომლებიც პანდემიის გავრცელების გამო უფრო მოწყვლადები გახდნენ და მათი სიცოცხლის შენარჩუნება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. პროექტის ამოცანაა ხელი შეეწყოს ონკო პაციენტების მკურნალობას და გეგმიური პროცედურების ჩატარებას; დაეხმაროს სოფლის ექიმებს იმ უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, რომლითაც მომავალში შეძლებენ უკეთ მართონ ონკო პაციენტების მდგომარეობა; რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კოვიდ 19 თანაცხოვრებისთის; რეგიონის მასშტაბით ქალების და გოგეობის დიაგნოსტიკა/მკურნალობა სისმსივნურ დაავადებებზე.

 

6.აპლიკანტი: საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია

 

პროექტის სათაური: ქალთა ონლაინ ავტო-სკოლა

 

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

„საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“ ქალებს (მსურველებს) უსასყიდლოდ ასწავლის ავტომობილის მართვას. თეორიული კურსის ონლაინ სწავლება მოხდება ზუმის პროგრამის მეშვეობით, კვირაში 8 საათი, კურსის ხანგრძლივობა 2 კვირა. პრაქტიკული სწავლება დაიგეგმება მოსწავლის შესაძლებლობის მიხედვით. გასცემენ სერტიფიკატს. პროექტის განხორციელებისთვის ჭირდებათ: ლეპტოპი, პრინტერი, პედაგოგების ხელფასი, ინტერნეტის და ტელეფონის გადასახადი, ზუმის გადასახადი და საწვავი პრაქტიკული სწავლებისთვის, თანხა სერთიფიკატების ბეჭდვისთვის.

 

7.აპლიკანტი: ლეა (მარინე სოლომონიშვილი)

პროექტის სათაური:  COVID-19 – “SOS”, იგრძენი თავი უსაფრთხოდ -ქალი /გოგონა ეთნიკური/რელიგიური სათემოდან

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა3 თვე

მოთხოვნილი თანხა6500 ლარი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგულარულად ინფორმაციის მიწოდება COVID-19 პრევენციისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე ებრაული და სხვა ეთნიკურ/რელიგიური სათემოს წარმომადგენელი ქალებისა და გოგოებისთვის და ასევე, ეთნო მედიის წარმომადგენლისთვის. მათთვის ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა COVID-19 პრევენციის ხელშეწყობისათვის, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების ორგანიზება ჯანმრთელობის და სტრესის მართვის საკითხებზე; მოხალისეთა ონლაინ გადამზადება ებრაული სათემოს წარმომადგენელი მარტოხელა დედების, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის პირების დასახმარებლად.

 

8.აპლიკანტი: ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა (ლილი საფაროვა)

პროექტის სათაური: კოვი - 19 - ეზიდ ქალთა მიზნობრივი დახმარება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანია ქურთ-ეზიდ ქალების იურიდიული, სამედიცინო და ფსიქოსოციალური კონსულტირება თბილისში, თელავსა და რუსთავში. დასახული მიზნის მისაღწევად: 1. ჩატარდება სატელეფონო კონსულტაციები ქალთა გინეკოლოგ/ ონკოგინეკოლოგის მიერ ქართულ და რუსულ ენაზე 2. ჩატარდება სატელეფონო კონსულტაციები ფსიქო სოციალური კუთხით ქართულ და რუსულ ენაზე 3. ჩაიწერება ონლაინ ვებინარები covid19-თან დაკავშირებით, რომლებიც განთავსდება ორგანიზაციის ვებ გვერდზე.

 

9.აპლიკანტი: ქალი და განვითარება (ფატი ბუხრიკიძე)

პროექტის სათაური: ვერდი-გვერდ

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანს და ამოცანებს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებსა და გოგონებში COVID-19-ის პანდემიის კრიზისის და გენდერზე დაფუძნებული ძალადობის შედეგად გამოწვეული სტრესული სინდრომების შემცირება და ფსიქო-სოციალურ რეაბილტაციის ხელშეწყობა.

 

10.აპლიკანტი: ჰიუგე (ლიამან მამედოვა)

პროექტის სათაური: სტატუსი: ქალი

რეგიონი: გარდაბნის რაიონისოფელი სართიჭალა

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 7380 ლარი

პროექტის მიზანია ერთის მხრივ ფართო აუდიტორია გაეცნოს იმ პრობლემებს, რაც ქალებთან მიმართებით არსებობს და მეორეს მხრივ, ეთნიკური აზერბაიჯანელები დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლიკახეთიქალთა და გოგონათა გაძლიერებ ხელშეწყობა. ამ მიზნების მიღწევას კი ანიმაციური ვიდეოების გადაღებით და ამ ანიმაციებზე მსჯელობით და დისკუსიით აპირებენ. ანიმაციები იქნება თემებზე: ოჯახში ძალადობანაადრევი ქორწინებაქალი და კარიერა. (იქნება აზერბაიჯანულ ენაზე ქართული სუბტიტრებით).

 

11.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი-„გააძლიერე განათლებით“ (სუზანა ბერიძე)

პროექტის სათაური: ციფრული ტექნოლოგიები ქალებისთვის

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 ლარი

პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალების ფინანსური გაძლიერება განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემით. სოფლად მცხოვრები 20 ქალისთვის ისეთი პროფესიის შესწავლა დისტანციურად, როგორიცაა ციფრული მედია მენეჯმენტი და გრაფიკული დიზაინი. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მრავალშვილიანი, უმუშევარი და სოციალურად დაუცველი ქალები.

 

12.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი ,,ძლიერი ქალი - ძლიერი სოფელი“ (ელიზა კონცელიძე)

პროექტის სათაური: აჭარის სოფლებში მეწარმე ქალების მხარდაჭერა და ინფორმირება COVID19-ით გამოწვეული კრიზისების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის

რეგიონი: აჭარა, სოფ. ხუცუბანი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა8000 ლარი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონის 3 სოფელში ადგილობრივი მეწარმე ქალების ინფორმირებას და მხარდაჭერას COVID19-ით მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: 1. სოციალური მეწარმოების შესახებ ტრენინგების ჩატარება აჭარის რეგიონის 3 სოფელში 2. გლობალური პანდემიის შემდეგ, ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკების შესახებ ქალთა ინფორმირების გაზრდა 3. მეწარმე ქალების მხარდაჭერა სამეწარმეო საპროექტო განაცხადების მომზადებისა და წარდგენის კუთხით.