კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე – womenfundgeorgia.org. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ. კონფიდენციალობის პოლიტიკა გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ან დაათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს, ან როდესაც დარეგისტრირდებით დონორად.
კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება.
ვებ-გვერდს womenfundgeorgia.org მართავს ააიპ ქალთა ფონდი საქართველოში. რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქ. 8, I სართული, ბინა #74, ს/კ: 202267563
თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია womenfundgeorgia.org-ის მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან და დონორად რეგისტრაციასთან.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.
თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება (კერძოდ, თქვენი პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი, საკრედიტო/სადებეტო ნომრები და საბანკო კოდი) აუცილებელია თქვენს მიერ womenfundgeorgia.org-ზე დონორად რეგისტრაციისთვის.
ვებ-გვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies. Cookies არის მოწყობილობა, რომელიც გადაცემულია ინტერნეტ მომხმარებლის მყარ დისკზე. ის არ შეიცავს გასაგებ ინფორმაციას, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს დაუკავშირდეს მის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლების მიერ womenfundgeorgia.org-ზე. Cookies არის გავრცელებული ჩვენს სერვერებში და არავისთვის არ არის მისაწვდომი ის ინფორმაცია, რომელიც ინახება მასში.
ქალთა ფონდი ინახავს იმ ინფორმაციას, რაც თქვენი ნებით შეგყავთ დონორად რეგისტრაციისას და თქვენი კომპიუტერის IP მისამართს, რაც აუცილებელია ბანკთან ურთიერთობისთვის. ბარათის მონაცემები ბაზაში არ ინახება. თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება დონორების სიაში და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მარკეტინგული ან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარებისთვის.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, მიიღოთ ქალთა ფონდისგან ინფორმაცია თუ რა პერსონალური მონაცემები ინახება თქვენზე ჩვენს ბაზაში.
თქვენ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დონორების სიიდან ამოღება მარკეტინგული და სხვა კომუნიკაციის თავის არიდების მიზნით.
ამისთის თქვენი მოთხოვნა უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@womenfundgeorgia.org ან ისარგებლოთ საიტზე არსებული საკონტაქტო ფორმით.
ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს.
“ქალთა ფონდს” შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებები აისახება ვებ-გვერდზე, მათ სავალდებულო ძალა ექნება გამოქვეყნებისთანავე.
არც ერთჯერადი და არც რეგულარული შემოწირულობების უკან დაბრუნება არ ხდება.
რეგულარული შემოწირულობების მართვა შეგიძლიათ საიტზე ღილაკით შემოწირულობების მართვა. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ იხილოთ სრული ინფორმაცია თქვენს შემოწირულობებზე, აქვე შეგიძლიათ მოითხოვოთ დონორად რეგისტრაციის შეწყვეტა, რის შემდეგაც შემოწირულობების აღარ ჩამოგეჭრებათ. რეგისტრაციის შეწყვეტა ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, წერილობითი მომართვით ელ.ფოსტაზე - info@womenfundgeorgia.org ან საიტზე არსებული საკონტაქტო ფორმის მეშვეობით.