ქალთა ფონდი აცხადებს ვაკანსიას ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც თავდაპირველად, ერთი წლის განმავლობაში, იმუშავებს თანადირექტორის პოზიციაზე, ხოლო ერთწლიანი ერთობლივი მუშაობის შემდგომ, თანადირქტორი დაიკავებს ფონდის აღმასრულებელი დირქტორის თანამდებობას. შეთანხმების ყველა დეტალი წარმატებულ კანდიდატთან დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე.
მწვანე/ეკოლოგიური კონცეფციის ნამჯის შენობა (600 კვ.მ. ფართობის) უფასოდ მოემსახურება ქალთა და ადამიანის უფლებების, მწვანე, ფემინისტ აქტივისტებს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, და ადგილობრივ ქალებს - შეხვედრების, კონფერენციების, ვორკშოპების, პრეზენტაციების, სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და მსგავსი საქმიანობების წარმართვისთვის, რადგან ცენტრის მიზანია იზრუნოს სხვადასხვა სოციალურ მოძრაობების ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე.
28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს იხსენებენ ადამიანებს, ვინც სამუშაოს შესრულებისას გარდაიცვალა, შეეზღუდა შესაძლებლობები, ან დაავადდა. ამავდროულად, ამ დღეს, მოქმედებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. წელს, 28 აპრილს აქცენტი “კოვიდ 19-ის” გლობალურ პანდემიაზე კეთდება.
კრიზისების დროს გენდერული უთანასწორობითა და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით განპირობებული მრავალი პრობლემა კიდევ უფრო მწვავე და თვალსაჩინო ხდება. COVID-19 ვირუსით (ე.წ. კორონავირუსით) გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა უმრავლესობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ქალები წარმოდგენენ. საქართველოს ექიმების 62%, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში მომუშავეთა 81%, ხოლო მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უმეტესობა ქალია. დღეს ისინი COVID-19 ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.
2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა. მისი სტატიები ხშირად ეხება ქალთა უფლებებს. გასულ წელს ხატია აქტიურად აშუქებდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს.