თარიღი: 19/11/2021

ქალთა ფონდის პროექტის გარე შეფასება

“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს გარე შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის შესარჩევად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “თანასწორი შრომა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” გრძელვადიანი შედეგის შესაფასებლად. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://eu4georgia.eu/projects/eu-project-page/?id=766

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

ქალთა ფონდი საქართველოში (WFG) ადგილობრივი, ფემინისტური გრანტისგამცემი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ქალთა ჯგუფებსა და ორგანიზაციებს საქართველოს მასშტაბით. მისი სამიზნეა ქალთა ჯგუფები და ინდივიდები, რომლებსაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დაფინანსებაზე და მუშაობენ ქალთა უფლებების არასაკმარისად დაფინანსებულ საკითხებზე. ამასთანავე, “ქალთა ფონდი საქართველოში” მხარს უჭერს სოციალურ მოძრაობებს შორის სოლიდარობის გაჩენას და ძალისხმევის გაერთიანებას.

პროექტის შესახებ

პროექტი “თანასწორი შრომა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავს ორწლიან პერიოდს (2019-2021). ქალთა ფონდთან ერთად პროექტის აღსრულებაში მონაწილეობს “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო”, “ქვემო ქართლის მედია” (KKM) და ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” (FRE). პროექტის მიზანია ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე გენდერული საკითხების ადვოკატირების გზით დასაქმების ადგილზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა, თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნა.  პროექტის სამიზნე რეგიონებია ქვემო ქართლი და იმერეთი და მიმართულია აღნიშნულ რეგიონებში ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე.

პროექტის განმავლობაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ქალთა შრომით უფლებებზე ტრენერთა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 17 ექსპერტი; შემუშავდა ტრენინგის სახელმძღვანელო; ქვემო ქართლსა და იმერეთში სამიზნე ჯგუფებისთვის (დამსაქმებლები, ქალთა უფლებადამცველები, შრომითი უფლებების ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესული ჯგუფები, ადგილობრივი მედია, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმოამდგენლები და სხვ.) ჩატარდა ტრენინგები; სამიზნე რეგიონებში გაიცა მცირე გრანტები (ჯამში 12 გრანტი), რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტები ქალთა შრომითი უფლებების მხარდასაჭერად; კონფერენციები და მაღალი დონის სამუშაო შეხვედრები თანასწორ სამუშაო გარემოსა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე; მედიააქტივობები, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო ვიდეოების მომზადებას მოიცავდა.

გარე შემფასებელი (შემფასებლები) შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ბენეფიციარებთან ინტერვიუების საფუძველზე, მონიტორინგისა და ევალუაციის მენეჯერის მიერ მოწოდებული მონაცემების, გამოქვეყნებული მასალისა და სხვა წყაროების მეშვეობით, შეაფასებს პროექტის გრძელვადიანი ინდიკატორების შესრულებასა და გავლენას. გარე შეფასება წარმოადგენს პროექტის საბოლოო შეფასებას და მიზნად ისახავს იმის შემოწმებას, თუ რამდენად მიაღწია მან დასახულ მიზნებს ინდიკატორებთან და ლოგიკურ ჩარჩოსთან მიმართებით. შემფასებელი (შემფასებელთა ჯგუფი) აგრეთვე მოამზადებს რეკომენდაციებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პროექტის განმახორციელებლი პარტნიორების მიერ ქვეყნის მასშტაბით.

მთავარი კითხვები, რომელზეც შეფასებისას უნდა გაეცეს პასუხი:

1. რამდენად ვალიდური იყო პროგრამის ამოცანები?

2. შეესაბამებოდა თუ არა პროგრამის აქტივობები და მოკლევადიანი შედეგები საერთო მიზანს და მისი ამოცანების, დაგეგმილი ზემოქმედებისა და გავლენის მიღწევას?

3. იყო თუ არა აქტივობები ხარჯთეფექტური? იყო თუ არა ეს მათი განხორციელების ყველაზე ეფექტური გზა?

4. რეალურად რა შეცვალა აქტივობამ ბენეფიციარებისთვის? რამდენ ადამიანზე მოახდინა გავლენა?

5. რამდენად შეიძლება გაგრძელდეს პროგრამის ან პროექტის სარგებელი მისი დასრულების შემდეგ?

სამუშაოს აღწერა:

“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის დაქირავებაზე ქალთა ფონდის შიდა პროექტის - „თანასწორი შრომის“ გავლენის შეფასების გასაკეთებლად. გარე შეფასების მიზანია ჩაატაროს ობიექტური ანალიზი იმ აქტივობების სპექტრისა, რომლებიც ქალთა ფონდმა, WECF-მ, KKM-მ და FRE-მა, 12 გრანტის მიმღებ პარტნიორთან ერთად, განახორციელეს მიზნების მისაღწევად და შეიმუშაოს რეკომენდაციები შემდგომი განვითარებისთვის. შეფასება განხორციელდება გარე შემფასებლ(ებ)ის - კვალიფიციური ექსპერტ(ებ)ის მიერ და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება
  • მონაცემთა შეგროვება
  • მონაცემთა ანალიზი
  • შეფასების საბოლოო ანგარიშის წარდგენა (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  • შეფასების ძირითადი დასკვნების წარდგენა WFG, WECF, KKM და FRE თანამშრომლებისა და დირექტორთა საბჭოსთვის

წარმატებულ კანდიდატ(ებ)ს შეარჩევს ქალთა ფონდის დირექცია და მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება შემფასებლის (ან შემფასებელთა გუნდის) გამოცდილებისა და WFG-ის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასების შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატ(ებ)ი მუშაობას 2021 წლის 26 ნოემბრისთვის დაიწყებენ და შეაფასებენ ორწლიანი პროექტის გავლენას.

შეფასების საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა 2022 წლის 22 იანვარი.

საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:

  • უპირატესობა მიენიჭება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების გამოცდილებას;
  • საპროექტო ციკლის სპეციფიკის, ცვლილების თეორიის, ლოგიკური ჩარჩოს, შედეგების ჯაჭვის ცოდნა;
  • გენდერთან დაკავშირებული, განვითარების პროექტების/პროგრამების შეფასების გამოცდილება;
  • M&E მეთოდოლოგიის შემუშავებისა და პროექტის M&E სისტემების წარმატებული მართვის გამოცდილება, კვლევის დიზაინი და განხორციელება;
  • რაოდენობრივი და თვისებრივი შეფასების ასპექტებისა და მონაწილეობითი შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • შემდეგი წყაროებიდან მონაცემთა შეგროვების გამოცდილება: გამოკითხვები, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები და სხვა მეთოდები;
  • მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო სხვადასხვა სისტემის ცოდნა;
  • მივლინებებისთვის მზადყოფნა;
  • დავალებების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
  • დავალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავების უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;
  • ძლიერი პროფესიული და პიროვნული ეთიკა;
  • ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, სექსუალური და სხვა მრავალფეროვნების პატივისცემა;
  • გენდერული სენსიტიურობა და ქალთა უფლებების პატივისცემა.

განაცხადების წარდგენა:

დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა/კომპანიებმა “ქალთა ფონდში” უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. ტექმიკური განაცხადი (შეფასების მეთოდოლოგიისა და ვადების ჩათვლით და შესაბამისი გამოცდილების მითითებით)

2. ტექნიკური განაცხადის ბიუჯეტი (ყველა საჭირო კომპონენტისთვის ცალ-ცალკე)

3. რეზიუმე (ინდივიდუალუალური ექსპერტის შემთხვევაში)

4. უნარების შესახებ განაცხადი (ორგანიზაციის/კომპანიის შემთხვევაში)

5. 2 რეკომენდაცია

ყველა დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს მისამართზე: info@womenfundgeorgia.org არაუგვიანეს 26 ნომებრისა, 2021. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.