თარიღი: 05/08/2022

COVID-19-ისა და უკრაინის ომის ფონზე პროექტის - “იკითხე ხაზებს შორის“ - კვლევის ფოკუსი იცვლება

სანამ ქალთა და უფლებადაცვით ორგანიზაციებზე COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შეფასებას ვცდილობთ, ჩვენი საზოგადოებები სხვა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა - რუსეთის შეჭრა უკრაინაში, დამანგრეველი უკრაინელი ხალხისა და ეკონომიკისთვის, შეკისმომგვრელ ტალღებს უგზავნის რეგიონსა და მსოფლიოს. ეს კომპლექსური კრიტიკული ვითარება ცვლის შავი ზღვის რეგიონის დინამიკას და ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. ეკონომიკური მდგრადობის ნაკლებობამ, გენდერული უთანასწორობის გაღრმავებამ, მილიტარიზმის ზრდამ და მთავრობების არასაკმარისმა უნარმა, ხმა მიეწვდინათ და მომსახურებოდნენ ყველაზე დაუცველებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დამატებით ახალი როლი დაუდგინა - კონფლიქტების მოგვარებისა და დახმარების მზარდი მოთხოვნის მართვისა.

და სანამ ფოკუსი იცვლებოდა და რესურსები კიდევ უფრო მცირდებოდა, ქალთა და ადამიანის უფლებადაცვით ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მოუწიათ ადაპტირება - პანდემიასთან ბრძოლიდან შეიარაღებულ კონფლიქტზე რეაგირებამდე და ჰუმანიტარულ დახმარებამდე. ხშირად ეს ორგანიზაციები სახელმწიფო ინსტიტუტებს ცვლიდნენ ისეთ კრიტიკულ საკითხებში, როგორებიცაა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის  საკოორდინაციო ცენტრების შექმნა. ისინი პირველები იყვნენ, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს დახვდა, უზრუნველყოფენ სამედიცინო დახმარებასა და განსახლებას, ზრუნავენ მოხუცებსა და ბავშვებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე და ეხმარებიან ომს გამოქცეულ ეთნიკურ თუ ლგბტქ+ თემის წევრებს.

ვცდილობთ რა, ვუპასუხოთ ურთიერთგადამკვეთი კრიზისების სირთულეებს, პროექტი „იკითხე სტრიქონებს შორის: (პოსტ)პანდემიური ეკონომიკური გავლენა ქალთა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე ბულგარეთში, საქართველოსა და უკრაინაში“ განიცდის ცვლილებას. ამ ნაბიჯს მხარს უჭერს დონორი ორგანიზაცია, The Black Sea Trust for Regional Cooperation-იც. პროექტი გამოიკვლევს (პოსტ)პანდემიური ეკონომიკური შედეგებისა და ახალი კრიზისის - უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის - გავლენას ქალთა უფლებებსა და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებთან მომუშავე ორგანიზაციებზე ბულგარეთში, უკრაინასა და საქართველოში. შეგროვებული მონაცემებით მომზადდება კვლევის ანალიზი, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონის სამი ქვეყნის ქალთა არასამთავრობოების გამოცდილებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების გაზრდა. მკვლევართა საერთაშორისო გუნდი ჩაატარებს 60 სიღრმისეულ ინტერვიუს ბულგარეთის, უკრაინისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან. კვლევის მიზანია კრიზისებთან დაკავშირებული რეაგირებისა და გამძლეობის მოდელების ანალიზი და ის, თუ რა გავლენას ახდენს ისინი ქალთა ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე. ინიციატივა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს გააცნობს იმ კონტექსტს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება მოქმედებს და ადაპტირდება ახალ რეალობებთან, რათა დააკმაყოფილოს მისი სამიზნე ჯგუფების საჭიროებები.

გვაქვს ამბიცია, რომ კვლევა იქცეს ადვოკატირების ინსტრუმენტად პოლიტიკის შემუშავების პროცესში - სამოქალაქო სექტორის დაფინანსებისთვის, რომელიც მუშაობს ქალთა უფლებებსა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე. კვლევა ხილვადს გახდის სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილებას კრიზისებზე რეაგირებაში.

პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გამყარებას ქალთა ოთხ ფონდსა და მათ ბენეფიციარებს შორის, რომლებიც ბულგარეთში, უკრაინასა და საქართველოში არიან დაფუძნებული. ის გაამდიდრებს რეგიონის შესახებ ცოდნას და შექმნის საერთო ხმასა და ისტორიას.

 

„იკითხე სტრიქონებს შორის: (პოსტ) პანდემიური ეკონომიკური გავლენა ქალთა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე ბულგარეთში, საქართველოსა და უკრაინაში“ დაფინანსებულია Black Sea Trust-ის მიერ, რომელიც შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის (German Marshall Fund) პროექტია და თანადაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.