თარიღი: 30/11/2013

კატო მიქელაძის პრემია 2013

2013 წლის 29 ნოემბერს, კაფეში „ფრონტლაინი“ პირველად გაიმართა კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებულის საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია.

კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, რომელსაც  თავისი დაუღალავი, უკომპრომისო და თავდაუზოგავი შრომით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოში.

ეკატერინე აღდგომელაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სწავლობდა გერმანისტიკას  სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჟურნალისტიკას ბერძნულ-ქართულ ჰუმანიტარულ აკადემიაში. 1993 წლიდან ის მუშაობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, არის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელობს ქალთა (ლესბოსელ და ბისექსუალ) უფლებების პროგრამას. 2005-06 წლებში იყო „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ქალთა პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის თავმჯდომარე, 2006-09 წლებში ფონდის „ინკლუზივი“ პროგრამების მენეჯერიდა ლგბტ ჟურნალ „მე“-ს რედაქტორი. როგორც მკვლევარი, ეკატერინე მუშაობს გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე და არის პირველი ქართულენოვანი ვებ-რესურსის (minority.ge) ავტორი, იკვლევს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის რეპრეზენტირებას ბეჭდვით მედიაში. იგი არის სხვადასხვა სტატიის, კვლევის, საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის, ტრენინგის სახელმძღვანელოს  ავტორი/თანაავტორი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი.

 

საიტის ავტორია:   Neo Solvox