2019 წელს ღია კარის საგრანტო პროგრამით ფონდმა 7 პროექტი დააფინანსა
1.აპლიკანტი: ანა ბაქანიძე
პროექტის სათაური: ქალები ქართულ პრესაში - წიგნის გამოცემა და პრეზენტაცია
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი
პროექტის მიზანია მეცხრამეტე საუკუნის ბეჭდურ მედიაში შეგროვებული ასობით საინტერესო სტატიის ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით თავმოყრა - რომლითაც, საქართველოში ფემინიზმის ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი რესურსი შეიქმნება; ეს მასალა ხელს შეუწყობს ფემინისტური მიმართულებით ბევრი სხვა კვლევის წარმოებას, ახალი პროექტების ინიცირებას და ა.შ.
(ეს არის უკვე განხორციელებული პროექტის მეორე ეტაპი).
2.აპლიკანტი: ანა ჭეიშვილი
პროექტის სათაური: შეზღუდული შესაძლებლობები და სექსუალობა- ფილმის ჩვენება და დისკუსია რეჟისორთან თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2400 დოლარი
პროექტი გულისხმობს გერმანელი რეჟისორის, სუზანა ვიუსტნეკის, დოკუმენტური ფილმის „Love, sex and rock’n’roll wheelchair” ჩვენებას თბილისსა და რეგიონებში. ფილმი წაახალისებს ზოგადად ღიაობას არამეინსტრიმული სექსუალობის მიმართ, სხეულის პოზიტიურ სახე-ხატს, მიუხედავად იმისა, ჯდება თუ არა ეს სხეული დღესდღეობით არსებულ სილამაზის სტანდარტებში. პროექტის უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს არის: სექსუალობაზე და სხეულზე არამეინსტრიმული ხედვის და რეფლექსიის წახალისება, თბილისში და სხვა ქალაქებში, შეზღუდულ შესაძლებლობებზე და სექსუალობაზე დისკუსიის წამოჭრა და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა ინიციატივების შთაგონება.
3.აპლიკანტი: აია ბერაია
პროექტის სათაური: საგანმანათლებლო კურსი „გენდერი და თანამედროვე სოციალური კრიზისები“
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2000 დოლარი
პროექტის მიზანია ლგბტ თემის ახალგაზრდა წარმომადგენლებს, სტუდენტებს და დამწყებ აქტივისტებს შესთავაზოს საგანმანათლებლო კურსი „გენდერი და თანამედროვე სოციალური კრიზისები“.
4.აპლიკანტი: Tbilisi Pride
პროექტის სათაური: Creating an Effective Visual Identity for Tbilisi Pride
რეგიონი: Tbilisi
პროექტის ხანგრძლივობა: 2 months
მოთხოვნილი თანხა: 2500 USD
Within the proposed project, Tbilisi Pride aims at creating a visual identity (logo and brand-book) and a well-structured web-site for the organisation.
5.აპლიკანტი: თანაზიარი (ხათუნბა ბეჭვაია)
პროექტის სათაური: ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალების რეაბილიტაცია
რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი
პროექტი გულისხმობს ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალებისთვის სერვისების მიწოდებას და დასაქმების ხელშეწყობას.
6.აპლიკანტი: იდენტობა იუს (მარიამ ქაჯაია)
პროექტის სათაური: ფსიქოლოგის სერვისი ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილისთვის
რეგიონი: ბათუმი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2000 ლარი
პროექტის მიზანია უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 9 წლის გოგონა და მისი დედა კვალიფიციური ფსიქოლოგის სერვისით.
7.აპლიკანტი: ხატია ღოღობერიძე
პროექტის სათაური: გაეროს ქალთა სტატუსის 64-ე სესიაზე დასასწრებად, ნიუ-იორკში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 ლარი
26
გაცემული გრანტები