საგრანტო პროგრამის: „ადგილობრივ დონეზე მომუშავე ორგანიზაციების მობილიზება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში ქალთა ფონდმა გასცა 2 გრანტი:
1.აპლიკანტი: საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
პროექტის სათაური: ანტიფემინიზმი ახალ ნაციონალისტურ დისკურსში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტის მიზანია პოლიტიკური სივრცისა და მთავარი აქტორების შესწავლა და შეფასება. მათი ზეგავლენის აღწერა/შეფასება ფემინისტურ და ქვიარ მოძრაობაზე და ქალი უფლებადამცველების საქმიანობის განსაზღვრაზე. პროექტის ამოცანებია: ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების დღის წესრიგის, იდეოლოგიისა და ფემინისტურ მოძრაობის წინააღმდეგ ნაწარმოები პოლიტიკის აღწერა; პროგრესული ძალების მიერ „ბანალური ნაციონალიზმის” წარმოების ანალიზი, ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების დღის წესრიგის განსაზღვრის მცდელობებისა და ამ პოლიტიკის შედეგად ფემინისტური, ქვიარ და ქალთა მოძრაობებისთვის სივრცეების შეზღუდვის კვლევა; ფსევდო-მემარცხენეებისა (პოსტ-ტვ) და პრო-ქალთა უფლებებად შენიღბული ანტი-ფემინისტური და პროგრესულ ენაში შენიღბული ანტი-ქვიარ რიტორიკის კვლევა.
2.აპლიკანტი: We Research
პროექტის სათაური: ადგილობრივ დონეზე მომუშავე ორგანიზაციების მობილიზება დემოკრატიისთვის
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
საქართველოში დღემდე არ შესწავლილა ქალი უფლებადამცველების მიმართ გამოყენებული დისკრიმინაციული პრაქტიკები. შესაბამისად, შემოთავაზებული კვლევის მიზანს წარდმოადგენს სწორედ ქალი უფლებადამცველების მიმართ ანტი-დემოკრატიული მოძრაობების მიერ განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის სისტემური ანალიზი.
დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ
2
გაცემული გრანტები