ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ოქი“-ს ქალთა პროგრამა.
საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამა ქალთა ჯგუფებს თუ ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შემდეგი ინტერვენციები:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
პრიორიტეტი მიენიჭება კოალიციურ პროექტებს და რეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5000 აშშ დოლარს. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6 თვემდე.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 თებერვალი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2021 წლის თებერვლის ბოლოს.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
22 / 02 / 2021
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა
5000 USD
მაქსიმუმ თანხა
6 თვე
მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა