მიმდინარე გრანტი

ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

1.აპლიკანტი: ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური კომიტეტი

პროექტის სათაური: ქალები ჯანსაღი გარემოსთვის

რეგიონი:  სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროეტის მიზანია   სკოლამდელი დაწესებულებების  პედაგოგების   ინფორმირებულობის დონის გაზრდა მწვანე საკითხების შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობებია: ტრენინგი  თემებზე:    ქალთა უფლებები,    ბავშვთა  მიმართ ძალადობა, ბავშვები და სუფთა გარემო.   ჩატარდება 4 საინფორმაციო შეხვედრა მშობლებისთვის, შეხვედრის თემა იქნება ბავშვთა უფლებები და  როგორ მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია გარემოს დაცვაზე.  ქალაქის ცენტრში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდება საზოგადოებრივი კამპანია - დედამიწის დღესთან  დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და აღსაზრდელები. ორგანიზაციის მიერ დაიწყება   საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანების საკითხის ადვოკატირება.

 

2.აპლიკანტი: ქვემო ქართლის მედია

პროექტის სათაური: რუსთავში, მსხვილი საწარმოების სიახლოვეს, მცხოვრები ქალების საჭიროებების კვლევა

რეგიონი:  ქვემო ქართლი, რუსთავი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რუსთავში მცხოვრები ქალების ცხოვრების დონის/გარემოს გაუმჯობესებას. ამ მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია ამოცანად ისახავს, მოამზადოს რუსთავში მცხოვრები ქალების საჭიროებების კვლევა, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდება „მწვანე საკითხებზე“ - ქალების საჭირობებზე, რომელიც კვეთაშია გარემოს დაცვით საკითხებთან. რუსთავის, როგორც „საწარმოო ქალაქის“ სპეციფიკის გამო, კვლევა მოიცავს საკითხებს, რომელიც გვაჩვენებს როგორ მოქმედებენ ქალების ცხოვრებაზე, მათ სიახლოვეს არსებული მსხვილი საწარმოები; რა კონკრეტული ზიანი ადგებათ; რა საფრთხეებს ხედავენ; და როგორია გამოსავალი, რომელსაც თავად სთავაზობენ, როგორც თვითმმართველობას, ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე მსხვილ საწარმოებს.

 

3.აპლიკანტი: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონალური კომიტეტი

პროექტის სათაური: მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა მოსახლეობაში მწვანე საკითხების მიმართ

რეგიონი:  კახეთი, გურჯაანი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების  ამაღლება მწვანე საკითხების მიმართ და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერეთთანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები გურჯაანის რაიონის  12 სოფლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, გარემოს დაცვის დაბინძურებასთან და ტყის განადგურებასთან დაკავშირებით და ტრენინგების ჩატარება.

 

4.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ძლიერი ქალი - ძლიერი საზოგადოება“

პროექტის სათაური: გორის რეგიონის სოფელ ზეღდულეთის ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია სოფლის ქალების გარემოსდაცვითი უსაფრთხოების პრობლემების კვლევა და ადვოკატირება გენდერული კუთხით; ქალთა და გოგონათა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ, მათი უფლება - მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გორის რეგიონის სოფელ ზეღდულეთში გამგეობის ბაზაზე საკვირაო გარემოსდაცვითი კლუბის ჩამოყალიბება და ამ კლუბის საქმიანობის ფარგლებში ინტერაქციული მუშაობა სამიზნე აუდიტორიასთან.  

 

5.აპლიკანტი: „ქალი და სამყარო“, „სომეხი ქალები - საქართველოს მოქალაქეები“, საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“

პროექტის სათაური: ქალები და სამოქალაქო აქტიურობა გარემოს დასაცავად

რეგიონი:  ქვემო ქართლი, ბოლნისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით გარემოს დაბინძურებისაგან დაცვა და ნარჩენების გონივრულად გამოყენების ხელშეწყობა. პროექტის ამოცანებია: მოსახლეობის ინფორმირება მათ საკარმიდამო ნაკვეთებში მოგროვილი ფოთლების წვის მავნე შედეგებისა და ჯარიმების შესახებ; კომპოსტირების მექანიზმების და მიღებული ორგანული სასუქის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გასაზრდელად.

6.აპლიკანტი: ქვემო ქართლის ორგანიზაცია „ერთობა“

პროექტის სათაური: ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება

რეგიონი:  ქვემო ქართლი, ბოლნისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

2019 წელს ორგანიზაცია „ერთობა“-მ განახორციელა პროექტი “ეკომიგრანტ ქალთა გაძლიერება“, რომლის ფარგლებში სოფ. დისველში მცხოვრებ 18 ქალს ჩაუტარდა ტრენინგები, მოეწყო ექსკურსია  მისაქციელში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოში“ ენერგოეფექტური მოწყობილობების გაცნობის  და დანერგვის მიზნით, მომზადდა სოფელში ქარსაცავი ზოლის მოწყობის რეკომენდაციები. ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრებმა ქალმა  გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტრენინგების გავლის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გაცნობის. მიმდინარე პროექტის ფარგლებში  შეირჩა სოფ. რატევანი და დაიგეგმა ტრენინგების ჩატარება; ექსკურსია, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) ოფისში, მისაქციელში; სოფ. დისველში სამი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ენერგოეფექტური ღუმელის შეძენა.

 

7.აპლიკანტი: ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება

პროექტის სათაური: ქალთა საინიციატივო ჯგუფი ჯანსაღი გარემოსათვის

რეგიონი: ხაშური

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია  ქალებისგან შექმნას ძლიერი გუნდი, რომელიც ინტენსიურად იმუშავებს ეკოლოგიურ  პრობლემებზე ხაშურის მუნიციპალიტეტში. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდას ეკოლოგირი საფრთხეების მიმართ და უკეთესი ჯანსაღი გარემოს შექმნას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია, ტრენინგების ჩატარება, თემებზე: გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური საფრთხეები  და სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ქალის  როლი  ამ პროცესებში; ეკოლოგიური გარემოს სამედიცინო ასპექტები  და მათი გავლენა ქალთა ჯანმრთელობაზე; მაღალი ეკოლოგიური კულტურის მქონე  ქვეყნების გამოცდილება, წარმატების ისტორიები და სახელმწიფო რეგულაციები  ეკოლოგიურად ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფისათვის; კვლევის ტექნოლოგიები, პროექტების წერის ტექნიკა; ტრენინგები ქალთა პიროვნული გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება „მწვანე აქცია“ ხაშურის ეგრეთ წოდებული  ზემო სერის ტყეში , სადაც დაბალი ეკოლოგიური კულტურის გამო საკმაოდ შემცირებულია (გაჩეხილია)  ხეების რაოდენობა  და დაირგვება წიწვოვანი ხეების ნერგები.  აქციაზე მოწვეულები იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლებიდან მერიის, საკრებულოს და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები.

 

8.აპლიკანტი: ქალები ქვეყნის მომავლისთვის

პროექტის სათაური: ენერგოეფექტურობა - ქალების ცხოვრების უკეთესი წესი

რეგიონი:  ხარაგაული

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 30- მდე  მარტოხელა დედაა, აქედან 12 არის სტატუსის მატარებელი, 14 ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში, რომელთაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება. 9 მათგანი ძალადობის მსხვერპლია. 30 დან 10 არ ცხოვრობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, წასულია თბილსიში ან საზღვარგარეთ ან უკვე ყავს სრულწლოვანი შვილები. ზემოთ აღნიშნული რიცხვები არის სავარაუდო, პროექტის ფარგლებში მოხდება  ხელახალი იდენტიფიცირება და მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა. პროექტის მიზანია  მარტოხელა დედებისთვის პირობების გაუმჯობესება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით. მარტოხელა დედებს გადაეცემათ ენერგოეფექტური ღუმელები, რომლებიც წვავენ 35%-ით ნაკლებ შეშას, წვის პროცესი არის ხანგრძლივი, უზრუნველყოფს მთელი ღამით სითბოს გამოყოფას და დილამდე თბილ ოთახს, ასევე მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები, რომლებიც ცივ პერიოდშიც უზრუნველყოფს სახლს თბილი წყლით.   პერიოდულად მოხდება მედიაში აქტივობების  და  ანონიმურობის დაცვით მარტოხელა დედების ისტორიების გაშუქება.

 

9.აპლიკანტი: მცენარეთა დაცვის ეროვნული ასოციაცია

პროექტის სათაური: ქალები ქიმიური ტოქსიკურობის შემცირებისთვის აღმოსავლეთ საქართველოს სათბურებში

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია სათბურებში ქიმიური ტოქსიკურობის შემცირება - მცენარეთა მავნებლებისაგან ბოსტნეული კულტურებისა და დეკორატიული მცენარეების დაცვა გარემოსათვის უსაფრთხო საშუალებებით. აქედან გამომდინარე, დასახულია შემდეგი ამოცანები - აღმოსავლეთ საქართველოს დახურული გრუნტის მეურნეობებში სამოდელო სათბურების შერჩევა; მცენარეთა მავნე ორგანიზმებისაგან ერთიანი უსაფრთხო ინტეგრირებული დაცვის (IPM) სისტემის შემუშვება. პროექტის ფარგლებში   აღმოსავლეთ საქართველოს სასათბურე მეურნეობებში ჩატარდება მარშრუტული გამოკვლევები, სტაციონალური დაკვირვებები კი - სოფელ მისაქციელში (მცხეთის მუნიციპალიტეტი). გამოვლენილი სამიზნე ობიექტების მიმართ ბრძოლის სხვადასხვა საშუალების კვლევა-ძიებისათვის ექსპერიმენტებში ჩართული იქნება ბიოტექნიკური და ახალი თაობის ბიორაციონალური საშუალებები და ბიოპრეპარატები. შეიქმნება სათბურის მავნებლების მიმართ კომპლექსური დაცვის შესაძლებლობა, უსაფრთხო საშუალებების გამოყენების ტექნოლოგიის შემუშავებით. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს ტოქსიკურ ფონს სათბურებში და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მავნე ორგანიზმებისაგან ბოსტნეული კულტურების ერთიანი ინტეგრირებული მართვის (IPM) სისტემაში.

10.აპლიკანტი: თათია ქინქლაძე

პროექტის სათაური:

რეგიონი:  

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2995 ევრო

პროექტის მიზანია განვითარების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გარემოსდაცვითი და გენდერული საკითხების თანაკვეთის პრაქტიკის დანერგვა საჯარო და კერძო სექტორში. პროექტის ამოცანებია:  1. გენდერული და გარემოსდაცვითი საკითხების თანაკვეთის პრიორიტეტულობის შესახებ კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლება;  2. ქალთა მონაწილეობითი ასპექტების გამოკვეთა განვითარების პროექტების განხორციელებისას; 3. გენდერული და გარემოსდაცვითი სამართლიანობის უზრუნველსაყოფად კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერება.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობებია: 1.   გზამკვლევის მომზადება ტრენინგისთვის 2. ტრენინგის მოდულის პილოტირება სამიზნე ჯგუფების მონაწილეობით (ბოლნისში, რუსთავსა და ბათუმში). ტრენინგზე მოწვეული იქნებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი (გარემოსდაცვით და/ან გენდერულ საკითხებზე მომუშავე) არასამთვრობო ორგანიზაციის თანამშრომლები 3. საპილოტე ტრენინგის შემდეგ მონაწილეების მიერ გამოთქმული უკუკავშირის ანალიზის შედეგად ტრენერები შეადგენენ ტრენინგის საბოლოო ვერსიას და მოახდენენ მის რეალიზებას გაყიდვებსა და ტენდერებში მონაწილეობის გზით.

 

11.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „სუფთა და ჯანსაღი გარემო ჩვენი შვილებისთვის“

პროექტის სათაური: ქალები „ჩეჩმის“ წინააღმდეგ - სუფთა და ჯანსაღი გარემო ჩვენი შვილებისთვის; სოფლებში ბიო და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ადვოკატირება

რეგიონი: ოზურგეთი, სოფ. წითელმთა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

რეგიონში არ არსებობს ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობები. გაუწმენდავი საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები, მოქმედი საწარმოებისა და სამედიცინო დაწესებულებების არასრულად გაწმენდილი წყლები, აგრეთვე ნაგავსაყრელებიდან და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ჩამდინარე წყლები ჯერ ხვდება მდინარეებში, შემდეგ კი - შავ ზღვაში. აღნიშნული გარემოება საგანგაშოა და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოებისათვის, ისე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. პროექტის მიზანია ადვოკატირების გაწევა გურიის რეგიონში, რომ ე.წ “ჩეჩმა” ჩანაცვლდეს სეპტიკური, ბიოლოგიურად სუფთა საპირფარეშოებით. 

 

12.აპლიკანტი: განათლების და განვითარების ცენტრი „მაკრონი“

პროექტის სათაური: ტყე შვილებს - ფიჩხი ღუმელს

რეგიონი:  აბაშის მუნიციპალიტეტი, სამიქაოს თემი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2998.80 ევრო

პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების სწორად მართვის და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და დანერგვა. ფიჩხის ღუმელის დამზადება-გავრცელებით ხე-ტყის გაჩეხვის შემცირება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: სამიქაოს თემში ქალებისთვის და ახალგაზრდა გოგოებისთვის სემინარის ჩატარება ნარჩენების მართვაზე; კონტეინერების შეძენა/კომპოსტის დამზადება; მაისურების დამზადება წარწერით: „გაუფრთხილდით ბუნებას“; ბუკლეტების დამზადება; 5 ცალი ფიჩხის ღუმელის დამზადება და დამონტაჟება.

13.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფები „ქალები რეგიონიდან“, „ბუნების მცველი გოგონები“, „ძალადობის მსხვერპლ ქალთა კლუბი“ და ა.ა.ი.პ. „ქალები ბუნების გადარჩენისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის“

პროექტის სათაური: ქალები გადავარჩენთ დედამიწას

რეგიონი:  ბორჯომის რაიონი, დაბა ახალდაბა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზნებია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე და იმ გლობალური საშიშროების გაცნობიერება, რაც გარემოს დაბინძურებას მოჰყვება; რეგიონის ქალების გააქტიურება და გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძრების შემცირების მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების ადვოკატირების პროცესში მათი ჩართვა.

14.აპლიკანტი: მრავალეროვანი საქართველოს ქალები

პროექტის სათაური: ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტების მიზნებია:  სოფელ კაზრეთში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ; ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაზიანების შეფასების სტანდარტების  შემუშავებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა; „საზოგადოებრივი ეკო დამცველების სკოლის“ მუშაობის გაგრძელების ხელშეწყობა; საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართვა  ეკოლოგიურ მოძრაობაში; სამიზნე რეგიონში გლობალური ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების მიზნით საჭირო მექანიზმების შესაქმნელად ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის დამყარება.

 

15.აპლიკანტი: ვირაგო

პროექტის სათაური: სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა:

მოთხოვნილი თანხა: 2800 ევრო

კოსმეტიკური საშუალებების ქიმიური შემადგენლობა სახიდან თუ ტანიდან ჩამორეცხვის შემდეგ პირდაპირ წყლის სისტემაში ხვდება, რაც ეკოსისტემების ბუნებრივი საარსებო გარემოს დაბინძურებას, ჰაბიტატის შეცვლას და ზოგიერთი წყლისქვეშ მცხოვრები სახეობის გენის მუტაციასაც კი იწვევს. პროექტის მიზანია ზემოთხსენებულ თემებზე მოამზადოს მულტიმედია მასალები, რითაც აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას. მოუყვება მას იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს კოსმეტიკურმა, თავის მოვლის თუ ჰიგიენის საშუალებებმა არა მხოლოდ მათ ჯანმრთელობას, არამედ გარემოს და შესთავაზებს მათ უფრო ეკომეგობრულ გზებს.

 

16.აპლიკანტი: ქალთა საინიციატივო ჯგუფთა კოალიცია განვითარებისა და ცვლილებებისთვის

პროექტის სათაური: ნარჩენების მდგრადი მართვის ინიციატივა. კომპოსტირების მეთოდის პოპულარიზაცია და პრაქტიკაში დანერგვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში

რეგიონი:  სამეგრელო

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია დიდინეძის,  ორულუსა და ახალსოფლის  თემების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მდგრადი მართვის პრინციპების შესახებ, რომელთა საფუძველია ე.წ. 3R პრინციპი: შეამცირე, ხელახლა  გადაამუშავე, გამოიყენე. პროექტის აქტივობებია: 1. ტრეინგების ჩატარება - ნარჩენების მდგრადი მართვის სტრატეგიებზე;  კომპოსტზე, როგორც საუკეთესო ორგანულ სასუქზე, რომელიც შეიძლება დამზადდეს მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურად სახლებსა და საბაღე მეურნეობებში; 2. შეხვედრები - გარემოსდაცვით ადგილობრივ ორგანიზაციებთან  და სპეციალისტებთან კომპოსტირებისთვის ნარჩენების შერჩევის ხერხებზე; 3. დარგობრივი გამოფენის მოწყობა . პროექტის ფარგლებში მოხდება საკარმიდამო ნაკვეთებისა და ხეხილის ბაღების  ერთობლივი დათვალიერება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ცელოფნის პარკებისა და პლასტმასის ჭურჭლის ჩანაცვლებას ქაღალდისა და ნაჭრის ჩანთებით, მინის ჭურჭლით.

17.აპლიკანტი: თეა აბრამიშვილი

პროექტის სათაური: ფერმერ ქალთა ცნობიერების ამაღლება საკარანტინო მავნებლებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი ზეგავლენის შესახებ

რეგიონი:  გარდაბანი, სოფ. ნორიო

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო

პროექტის მიზანია  ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ფერმერ ქალთა და დიასახლისების ცნობიერების ამაღლება საკარანტინო მავნებლების და ადამიანის ჯამრთელობაზე მათი შესაძლო ზეგავლენის, აგრეთვე მათი პრევენციის მეთოდების შესახებ,  რაც ხელს შეუწყობს როგორც ჯანმრთელობის, ასევე გარემოს დაცვას და რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოხდება საჭირო ინვენტარის შეძენა; შემდეგ მოხდება კარანტინის მნიშვნელობისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმების  შესახებ უახლესი ლიტერატურის და სხვა ინფორმაციების მიმოხილვა, რის საფუძველზეც მომზადდება პრეზენტაციები: “კარანტინის მნიშვნელობა და საკარანტინო მავნე ორგანიზმები; კარანტინსა და საკარანტინო ორგანიზმების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო რეგულაციები; ადამიანის ჯამრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები; ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა, წესები და მათი გამოყენება“. შემდეგ ეტაპზე  მოხდება ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში (გარდაბანი, მარნეული, საგარეჯო, ლაგოდეხი, ახმეტა) მოქმედი ფერმერი ქალებისა და დიასახლისების იდენტიფიცირება, სამიზნე ჯგუფების შერჩევა; მოეწყობა შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტებში შერჩულ ფერმერ ქალებთან სწავლებებისა და  მომზადებული ინფორმაციების გაცნობის მიზნით; განიხილება ფერმერი ქალებისა და დიასახლისების პრობლემები, რომლებიც აღნიშნულ საკითხებთან არის დაკავშირებული და დაიგეგმება გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები.

17

გაცემული გრანტები