მიმდინარე გრანტი

ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა II

1. აპლიკანტი: ბუნების კონსერვაცია საქართველო (დაჩი შოშიტაშვილი)

პროექტის სათაური: ქალები კონსერვაციისთვის

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ევრო

პროექტის მიზანს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მომუშავე ქალთა გაძლიერება. პროექტის ამოცანებია: ახალგაზრდა გარემოსდამცველი ქალების გაძლიერება  ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ადვოკატირების საკითხებში; ახალგაზრდა  გარემოსდამცველი ქალებისთვის თეორიული ცოდნის მიცემა საველე საქმიანობის განსახორციელებლად;  ახალგაზრდა გარემოსდამცველი ქალებისთვის მიცემული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა.

 

2.აპლიკანტი: ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი, ინტერნეტგამოცემა TSpress.ge და ასოციაცია „დიოსკურია“ (ელისო ჯანაშია)

პროექტის სათაური: ფოთელი ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებებისათვის

რეგიონი:  ფოთი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ევრო

ფოთში, ნავსადგურის მიმდებარედ, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა უკვე ათეული წელია ჰაერის დაბინძურებას უჩივის. ისინი სწორედ იმ ნავმისადგომებთან ცხოვრობენ, სადაც იტვირთება მტვრისა და მძიმე მეტალის შემცველი ნივთიერებები: ალუმინის ოქსიდი, გოგირდი, მანგანუმი და ა.შ. პროექტის მიზანია ნავსადგურის მიმდებარე და მისგან მოშორებით მყოფი უბნების მაცხოვრებელთა (ბავშვების) სისხლში მძიმე მეტალების რაოდენობის კვლევა.

 

3.აპლიკანტი: ვეჟინი (ლაურა ხარიტონაშვილი)

პროექტის სათაური: იორმუღალნოს თემის ქალები-ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის

რეგიონი:  გურჯაანი, სოფ. ვეჯინი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ევრო

პროექტის მიზანია იორმუღალნოს თემის  სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალების სათანადო ინფორმაციით აღჭურვა  ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების დასაშვები  ნორმებისა  და წესების   დაცვის მნიშვნელობის  შესახებ,  რაც  დაეხმარება  საზოგადოების ჯანმრთელობის  დაცვისათვის პრევენციული ზომების მიღებას  და რეგიონში  ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას. 

 

4.აპლიკანტი: სამი კურდღელი (მაკა კილაძე)

პროექტის სათაური:  “წითელი მზე” (სამუშაო სათაური)

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ევრო

პროექტის მთავარი მიზანია, ესპერიმენტული ცეკვის მოკლემეტრაჟიანი ფილმის საშუალებით, ეკოლოგიური და გენდერული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რადგან ხელოვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ცვლილებების თვალსაზრისით საზოგადოებაში. ფილმი ემყარება ქალღმერთის პერსონაჟს, რომელსაც მჭიდრო და მაგიური კავშირი გააჩნია ბუნებასთან. გარდა ამისა ფილმის მიზანია წარმოაჩინოს და განავითაროს  ექპერიმენუტლი ვიდეოხელოვნების დარგი, რომელიც სხავდასხვა მედიუმების სინთეზს წარმოადგენს: ცეკვა, მუსიკა, ფილმი, მხატვრობა, რეჟისურა.

 

5.აპლიკანტი: ქალები ქვეყნის მომავლისთვის (ხათუნა მანჯავიძე)

პროექტის სათაური: მეწარმე ქალების გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების გზით

რეგიონი:  ხარაგაული

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ევრო

პროექტის მიზანია პანდემიით გამოწვეული ზარალის შემცირება ალტერნეტიული ენერგიის გამოყენებით, კერძოდ, 5 კილოვატიანი ქსელში ჩართული ვირტუალური მზის სადგურის მონტაჟი; კილოვატების განაწილების მექანიზმის შემუშავება თვითდახმარების ჯგუფის  ინდ. მეწარმე ქალებისთვის. პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება თვითდახმარების ჯგუფის მობილიზაცია და მზის სადგურის მონტაჟისთვის ადგილის (სახლის სახურავი, მიწის ფართი) შერჩევა. სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების და ტენდერის გამოცხადების შემდეგ შეირჩევა კომპანია, რომელიც დაამონტაჟებს ვირტუალურ მზის სადგურს. 

 

6.აპლიკანტი: ფრეა (ქეთევან მურღულია)

პროექტის სათაური: ეკოაქტივისტი ქალების ხმა საქართველოდან

რეგიონი:  ქ.თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ევრო

პროექტის მიზანია საქართველოს მაცხოვრებლებში ამაღლდეს ცნობიერება ეკოფემინიზმისა და ეკოაქტივისტი ქალების  შესახებ და შესაბამისად გაიზარდოს ეკოაქტივისტი ქალების რიცხვი საქართველოში. ამოცანები: სოციალური მედია კამპანიისა  და საინფორმაციო კამპანიის წარმოებით ქართულენოვანი ბიბლიოთეკის შექმნა და ბლოგების გავრცელება ეკოლოგიასა და ეკოფემინიზმე, საქართველოში ამ კუთხთით ინფორმაციის გაზრდისა  და  ხელმისაწვდომობის მიზნით; გაიზარდოს ეკოაქტივისტი ქალების ცნობადობა საქართველოში; ერთგვარი role model-ების ისტორიების წარმოჩინებით გაიზარდოს საქართველოში მცხოვრებ ქალთა მოტივაცია,რათა სამომავლოდ  თავადაც ჩაერთონ ეკოაქტივიზმში.

 

7.აპლიკანტი: განათლების სპეციალისტ/ექსპერტ ქალთა საინიციატივო ჯგუფი (ქეთევან ბაქანიძე)

პროექტის სათაური: ონლაინ-საკვირაო სკოლა აზერბაიჯანელი და  სომეხი დამწყები ქალი პედაგოგებისთვის

რეგიონი:  ქ. თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2995 ევრო

პროექტის მიზანია ახალბედა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება  სასკოლო ჰიგიენის, უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემოს, საოჯახო და სამეურნეო საქმიანობაში ქალთა მძიმე შრომის, ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო და სამუშაო პროცესში საბაზისო ჰიგიენის, არასწორად მართული ნარჩენების, გარემოს დაბინძურების, საყოფაცხოვრებო პროცესში ქიმიური უსაფრთხოების საკითხების შესახებ - ინტენსიური საკვირაო სკოლის ორგანიზების გზით.

 

8.აპლიკანტი: საინციატივო ჯგუფი: „ქალთა გაერთიანება“ (ხანიფა აფანდიევა)

პროექტის სათაური: დავიცვათ გარემო დავიცვათ ჩვენი მომავალი

რეგიონი:  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულდარა და მოლაოღლი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4460 ევრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელებს მოლაოღლსა და ხულდარას აქვს საერთო პრობლემა, მათ ერთმანეთისგან აშორებს მდინარე „ბუნუშჩაი“. მდინარეს იმ ნაწილში, სადაც ამ თემის სამი სოფლის გზის გადაკვეთაა, ზედ გზაზე ნაგავსაყრელია. სოფელში არ დგას სანაგვე ურნები, მოსახლეობა ნაგავს ყრის ამ მდინარესთან ხევში, რაც სერიოზულად აბინძურებს გარემოს. არის ანტისანიტარია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. მოსხლეობას არ აქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას და როგორ უნდა მოიქცნენ. პროექტის მიზნებია - მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვით საკითხებზე; ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომობის ინიცირება აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად; დასუფთავების სამუშაოების ჩატარება და მდინარეს ნაპირის გამწვანება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.

9.აპლიკანტი: პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია” (ნაზო დაქიშვილი)

პროექტის სათაური: ეკონომიკურად ძლიერი ქალები

რეგიონი:  ახმეტა, სოფელი ჯოყოლო

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4310 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის პანკისის ხეობის გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდებას და საზოგადოებრივი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლასა და გარემოსდაცვითი საკითხების ეფექტურად გადაჭრას და მოსახლეობის ინფორმირებულ ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში. 

 

10. აპლიკანტი: პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის -Platforma.ge (ნათია კეკენაძე) 

პროექტის სათაური: მწვანე პოლიტიკა, სივრცე და ქალები: უფლება ქალაქზე 

რეგიონი. თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4500 ლარი

პროექტის მიზანია ქალაქ თბილისის სამი  სარეკრეაციო სივრცის (ვაკის პარკი, პარკი მზიური, 9 აპრილის პარკი)  შესწავლის მაგალითზე, მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებების გამოვლენა და მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში და განახლებაში  ქალთა ჩართულობის ხელშესაწყობად   რეკომენდაციების შემუშავება.

 

11.აპლიკანტი: ქალთა საინიციატივო ჯგუფი ''ქალები ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებისათვის“ (მზია ყიფშიძე)

პროექტის სათაური: ქალები თემის  გარემოს გაჯანსაღებისათვის

რეგიონი:  ხაშურის მუნიციპალიტეტი,  ხალების საკრებულო, სოფელი ღართა

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4380

პროექტის ამოცანაა - ხაშურის მუნციპალიტეტის - წრომის, ხცისის და ხალების  თემების მოსახლეობის ახალგაზრდა ქალთა გაძლიერება, მათი ინფორმირება  გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური    ღონისძიებების გატარების და როლის შესახებ.

11

გაცემული გრანტები