1. აპლიკანტი: ვაკეთოთ ერთად (ლეილა აშორდია), პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ნათება“ (ზუგდიდი)
პროექტის სათაური: თანამშრომლობა ფარული ძალადობის პრევენციისთვის
რეგიონი: იმერეთი, წყალტუბო
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ფუნტი
პროექტის მიზნებია ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების კვლევა წყალტუბოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების საკითხების ადვოკატირება და ლობირება. პროექტის ამოცანაა - ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობის გაუმჯობესება საინფორმაციო მუშაობის და ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად.
2. აპლიკანტი: უხუცეს ქალთა საბჭო (სვეტლანა ბორჩაშვილი)
პროექტის სათაური: ქალები ქალების სამსახურში
რეგიონი: ახმეტა, სოფ. დუისი
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ფუნტი
პროექტის მიზანია სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი დამოკიდებულებების შეცვლა დისკრიმინაციის ფორმების მიმართ, მათი საზოგადოებაში რეალიზების და შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა.
3. აპლიკანტი: ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა–მთიანეთის კომიტეტი (თამარ მაისურაძე)
პროექტის სათაური: ქალი–ოჯახი–საზოგადოება
რეგიონი: ქ.მცხეთა
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ფუნტი
პროექტის მიზანია ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერება და საზოგადოების, ქალების, ახალგაზრდების ინფორმირება და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის ამაღლება პრობლემების მოგვარების საქმეში.
4. .აპლიკანტი: ახალგაზრდა ფემინისტები (მარიამ თოფჩიშვილი)
პროექტის სათაური: სალონური საუბრები
რეგიონი: ქ. გორი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ფუნტი
პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრებ მოქალაქეთა ინფორმირება, ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ; რაც მოიცავს ინფორმაციას, როგორც მოძალადეთა დამსჯელი მექანიზმების ასევე, ძალადობისგან დაცვის და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების შესახებ.
5. .აპლიკანტი: ასოციაცია „გეა XXI“ (ინეზა ბაძაღუა)
პროექტის სათაური: უთხარი არა - ,,რას იტყვის ხალხი“
რეგიონი: ქ. ზუგდიდი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ფუნტი
პროექტისს მიზანია სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის 10 სოფელში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალების იდენტფიცირება და მათი ფსიქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესება. პროექტის ამოცანებია ქალთა კლუბების დაფუძნება; სპექტაკლის ჩვენება; ჟურნალის გამოცემა. პროექტი განხორციელდება სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში და ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში. ქალთა კლუბები იფუნქციონირებს 8 თვის განმავლობაში და განახორციელებს აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს, ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების გამოვლენას და ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფსიქორეაბილიტაციას.
6. აპლიკანტი: ბოშა ქალთა ფემინისტური მოძრაობა „რომა“ (კასანდრა ტალახაძე)
პროექტის სათაური: „ბოშა ფემინისტური ქალები ძალადობის წინააღმდეგ“
რეგიონი: გარდაბანი, ვაზიანი
პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5,000 გირვანქა
პროექტის მიზანია ბოშა ქალთა ხელმისაწვდომობის გაზრდა მართლმსაჯულებაზე; ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით ქალების უნარ-ჩვევების და უფლებების სფეროში გაძლიერება. ბოშა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ფარული ფაქტების გამოვლენა, მონიტორინგი, დოკუმეტნაცია და მათზე რეაგირება, ადვოკატირება.
6
გაცემული გრანტები