მიმდინარე გრანტი

ქალი უფლებადამცველებისა და ფემინისტი აქტივისტების რეაგირება კონსერვატიული და ანტი-გენდერული მოძრაობების საპასუხოდ

1.აპლიკანტი: თეონა დალაქიშვილი

პროექტის სათაური: არაძალადობრივი კომუნიკაცია და კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკები ქალთა მოძრაობის გაძლიერებისათვის

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზანია ქალთა ორგანიზაციებისა და ფემინისტი აქტივისტებისათვის ისეთი საგანმანათლებლო მოდულის შექმნა, რაც გააუმჯობესებს მათი არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარებს, დაეხმარება თვითზრუნვის პრაქტიკების დანერგვაში და ხელს შეუწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობას. მოდული გამოიცემა სახელმძღვანელოს სახით და დარიგდება ორგანიზაციებში.

 

2.აპლიკანტი: ქალთა ხმები (ანი გოგბერაშვილი)

პროექტის სათაური: ალტერნატიული ნარატივების შექმნა: ფემინისტური ცოდნა ანტი-გენდერული დისკურსის წინააღმდეგ

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზანია გორში მცხოვრები ახალგაზრდა ქალებისთვის გენდერთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება, მათ მიერ საინიციატივო გაერთიანებების შექმნის ხელშეწყობა ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარების გზით და სამომავლო თანამშრომლობისთვის საჭირო წინაპირობების შექმნა. ამ გზით, შესაძლებელი გახდება ქალების მიერ ახალი ნარატივების წარმოება ქვეყანში არსებული ანტი-გენდერული და ანტი-ფემინისტური რიტორიკის საპასუხოდ.

3.აპლიკანტი: თემიდა (ტონი სარასფატი)

პროექტის სათაური: ტრანს და არაბინარული ადამიანების ჩართულობის გაძლიერება თემიდას საქმიანობაში

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს ორგანიზაცია „თემიდას“ მოხალისე ტრანს* და არაბინალური ადამიანების გაძლიერებას და ტრანს* და არაბინალური ადამიანების ინფორმირებასა და მომზადებას სათემო  მუშაობისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია: 3 დღიანი გასვლითი თიმბილდინგი/ტრენინგის ჩატარება; მოხალისეების ორგანიზებული შაბათის არაბინარული შეხვედრების მოწყობა; ტრანს* და არაბინარული ადამიანების ხილვადობის გაზრდა, რაც გულისხმობს გამოფენის ორგანიზებას.

 

4.აპლიკანტი: GrlzWave - გრლზვეივ (თინათინ ბრეგვაძე)

პროექტის სათაური: ტალღა

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზანია  ქართული კონსერვატიული და ანტი-გენდერული ორგანიზაციების/მოძრაობების გავლენის შემცირება, ქალთა და ფემინისტური ჯგუფებისა და მოძრაობების გაძლიერება, და ტოლერანტობის, თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება. დასახული მიზნის მისაღწევად ორგანიზაციის წევრები შექმნიან სხვადასხვა ფორმატის ვიდეოებს.

4

გაცემული გრანტები