მიმდინარე გრანტი

ქალთა შრომითი უფლებების დაცვა საქართველოში

1.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი “ქალების უფლებებისთვის” (ანა შალიკიანი)

პროექტის სათაური: ქალების უფლებებისთვის

რეგიონიქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5696 ევრო

პროექტის მიზანია იმერეთის მუნიციპალიტეტებში, მომსახურების სფეროში დასაქმებულ ქალთა უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება.

პროექტის ამოცანებია: შრომითი უფლებებისა და ვალდებულებების, სამუშაო ეთიკისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა დასაქმებულ ქალთა და დამსაქმებელთა შორის; გენდერული თანასწორობის, შევიწროვებისა და სექსუალური შევიწროვების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება როგორც დასაქმებულ ქალთა, ისე დამსაქმებელთათვის; დასაქმებულ ქალთა მხარდამჭერი ქსელების შექმნის წახალისება.

 

2. .აპლიკანტი: სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი/ Civic Activities and Regional Development Center (გვანცა შიშნაშვილი)

პროექტის სათაური: გენდერული პოლიტიკა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში

რეგიონიქ. რუსთავი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5545 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის შესწავლასა და შეფასებას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. პროექტის სპეციფიური მიზანია, ქალთა შრომითი უფლებების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, გენდერული საკითხების შესახებ მათი მგრძნობელობის გაზრდა.

 

3.აპლიკანტი: ალიქ მედია (ელზა ტოროსიანი)

პროექტის სათაური: გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა სამუშაო ადგილებზე ქვემო ქართლის რეგიონში

 

რეგიონიქვემო ქართლი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5162 ევრო

პროექტის მიზანია  ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და

გენდერული ძალადობის პრევენცია ქალებისთვის შრომით უფლებებზე ცნობიერების

ამაღლების გზით ქვემო ქართლის რეგიონში.

 

4.აპლიკანტი: ქალები რეგიონების განვითარებისათვის (მაკა ხეცურიანი)

პროექტის სათაური: შრომით უფლებებზე მეტად ინფორმირებული ქალი = მეტ დაცულ ქალს!

რეგიონიქ. ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5872 ევრო

პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, სამტრედია, ვანი, ტყიბული, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული) ქალთა შრომითი  უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ  დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლება ტრენინგების ციკლის ჩატარების გზით.

 

5.აპლიკანტი: ქალი და სამყარო (მარინე ბჟალავა)

პროექტის სათაური: ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის

რეგიონიქვემო ქართლი, ბოლნისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5834 ევრო

პროექტის მიზანია   ქალთა ჩართულობით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ხელშეწყობა.

 

6.აპლიკანტი: წარმატებული ქალი, ძლიერი საზოგადოება (მეგი ედიბერიძე)

პროექტის სათაური: სოფლად მცხოვრებ ქალთა მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება შრომით უფლებებზე

რეგიონიდმანისი, სოფელი განთიადი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4180 ევრო

პროექტის მიზანია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ქალთა უფლებებზე წინასწარ შერჩეულ სოფლებში (დმანისი ეთნიკური მუნიციპალიტეტია და პროექტის განხორციელებისას აზერბაიჯანულ სოფლებსაც მოიცავს),   ერთმანეთის გაცნობა და იდეებისა და აზრების გაზიარება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა შრომით უფლებებსა  და ადვოკატირებაზე.

 

7.აპლიკანტი: შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი  (ნათია ოქროპირიძე)

პროექტის სათაური: ქალებს გვაქვს ჩვენი უფლებები

რეგიონი: მარნეული, დაბა შაუმიანი, ყოფილი სამხედრო ბაზა

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2961 ევრო

პროექტის მიზანია   დასაქმებულ, ასევე სამსახურის მაძიებელ ქალებისთვის შრომითი უფლებების გაცნობა და მათი ცნობიერების დონის ამაღლება.  ქვემო ქართლი განსაკუთრებით გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ტრადიციების და ცრუ წარმოდგენებისაგან თავის დაღწევა მეტად რთულია ქალებისთვის, პროექტის ამოცანაა  დასაქმებულმა ქალებმა შეძლონ თავისი უფლებების დაცვა.

7

გაცემული გრანტები