ღია გრანტი

ქალთა უფლებებისა და ქალთა უფლებების აქტივისტების დაცვა

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო პროგრამას „ქალთა უფლებებისა და ქალთა უფლებების აქტივისტების დაცვა, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

საგრანტო კონსურსი მიმართულია იმ ფემინისტური და ქალთა ორგანიზაციების გასაძლიერებლად, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვასა და სისტემური ცვლილების გამოწვევაზე მუშაობენ საქართველოს რეგიონებში.

პროგრამის თემატური მიმართულებებია:

  • ადვოკატირებისა და ლობირების გზით რეგიონულ ქალაქებსა და სოფლებში სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ქალთა მობილიზება;
  • ქალთა მიმართ ძალადობის უხილავი/დაფარული ფორმების გამოვლენა და პრევენცია;
  • ადგილობრივ თვითმართველობებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ლიდერობისა და მონაწილეობის გაზრდა (სოციალურ, გარემოსდაცვით, საგანმანათლებლო, თუ სხვა საკითხებზე);
  • ფემინისტი აქტივისტებისა და ქალი უფლებადამცველების ჯგუფებისთვის უსაფრთხო და მზრუნველი სივრცის შექმნა, ქალთა ემოციური და მენტალური კეთილდღეობისადმი მიმართული ღონისძიებები.

საგრანტო კონკურსში ქალთა უფლებებისა და ქალთა უფლებების აქტივისტების დაცვა მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 

• ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს რეგიონებში;

• ორგანიზაციებს რეგიონებში, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;

• ქალთა ორგანიზაციებს რეგიონებში, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა

 

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

 

• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების კოალიციურ ინიციატივებს.

 

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 5 000 გირვანქა სტერლინგით. პროექტების ხანგრძლივობაა 6-დან 8 თვემდე.

 

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

განსახილველი პროექტების (ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე) წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 აპრილი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2021 წლის მაისში.

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე:

grants@womenfundgeorgia.org

 

გისურვებთ წარმატებას!

 

28 / 04 / 2021

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

5000 GBP

მაქსიმუმ თანხა

8 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა