ღია გრანტი

სტრატეგიული გრანტები ქალთა და ტრანს აქტივისტური ჯგუფებისთვის - COVID-19

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს “სტრატეგიული გრანტები ქალთა და ტრანს აქტივისტური ჯგუფებისთვის - COVID-19“. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია “ფონდი - ღია საზოგადოება”.

საგრანტო პროგრამა მიმართული იქნება COVID-19-ით გამოწვეული ვითარებით კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქალთა ან/და ქვიარ ჯგუფების მხარდასაჭერად.

უპირატესობა მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს:

  • COVID-19 კრიზისის შედეგად შექმნილი სირთულეების დასაძლევად მიმართული აქტივობები, უსაფრთხო სამუშაო სივცრის შექმნა, სადაც ადამიანები იქნებიან დაცულები და ჯანმრთელები;
  • კრიზისის პირობებში ქალთა ან/და ქვიარ ჯგუფების ორგანიზების და შესაძლებლობების განვითარება, ასევე, აქტივობები ორგანიზაციის ციფრული ინფრასტუქტურის და უნარების შესაქმნელად;
  • საგანმანათლებლო აქტივობები (ვებინარები, ვორქშოფები, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საქმიანობა, ზეპირი ისტორიები, ნარატივები და სხვ.)
  • ადვოკატირებასა და კანონმდებლობის შეცვლაზე ორიენტირებულ კამპანიები და აქტივობები;
  • ქალთა ან/და ქვიარ ორგანიზაციების და მათი თემის წევრების კოლექტიურ ზრუნვაზე დაფუძნებულ აქტივობები.

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ განიხილება ჰუმანიტარული ხასიათის ინტერვენციები.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები ან ტრანს ადამიანები.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს $5000. პროექტების ხანგრძლივობა 8-10 თვე.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 29 ოქტომბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2021 წლის ნოემბერში.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

grants@womenfundgeorgia.org

 

გისურვებთ წარმატებას!

 

29 / 10 / 2021

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

5000 USD

მაქსიმუმ თანხა

10 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა