ღია გრანტი

სათემო გრანტები

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს სათემო გრანტების კონკურსს გურიაში, რაჭაში, კახეთსა და იმერეთში არსებული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. პროექტის პარტნიორები არიან ქალები საერთო მომავლისთვის, უხუცეს ქალთა საბჭო, ქალი და რეალობა, რაჭის სათემო ორგანიზაცია, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, ხოლო ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ქალთა და ქვიარ ადამიანთა იმ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ, პრიორიტეტული თემები იქნება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის შემსუბუქება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა.

ქალთა ფონდი საქართვლოში განაცხადებს მიიღებს სამიზნე რეგიონში მცხოვრები და მომუშავე ქალებისა და ქვიარ ადამიანებისგან. შემოთავაზებული აქტივობები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების შესაძლებლობების ზრდა, ტრენინგი და განათლება;
  • კოალიციური და ქსელური მუშაობა სათემო ორგანიზაციებს შორის;
  • სამიზნე ჯგუფების საჭიროებების, პრიორიტეტებისა და პოლიტიკის ანალიზი;
  • რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი და ეროვნული მთავრობებისთვის;
  • გადაწყვეტილების მიმღებებთან დიალოგის წარმართვა სამიზნე ჯგუფების პრიორიტეტებზე;
  • ცნობიერების ამაღლება, (სოციალური) მედია კამპანიები და ღონისძიებები;
  • პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი;
  • საუკეთესო პრაქტიკების წარმოჩენა;
  • სხვა;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • რეგისტრირებულ ან არაფორმალურ ჯგუფებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ გურიაში, რაჭაში, იმერეთსა და კახეთში;
  • პრიორიტეტი მიეიჭება იმ აპლიკანტებს, ვინც მონაწილეობა მიიღო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში;

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

  • რომლებსაც ახორციელებენ ქალები/ქვიარ ადამიანები
  • რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები/ქვიარ ადამიანები
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირდებიან მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებზე (შშმ ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ქვიარ ადამიანები, სოფლად მცხოვრები ქალები და სხვ.)

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 8000 ევროს. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 10-12 თვემდე. ჯამში შეირჩევა 15 ინიციატივა.

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ნოემბერი (18:00 სთ). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2021 წლის დეკემბერში.

კითხვები და საპროექტო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

 

წერილის თემაში მიუთითეთ პროგრამის სათაური “სათემო გრანტები”

 

წარმატებას გისურვებთ!

22 / 11 / 2021

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

8000

მაქსიმუმ თანხა

12 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა