ღია გრანტი

ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა 2021

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (Global Alliance for Green and Gender Action -GAGGA).

საგრანტო კონკურსის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.

პროექტების სავარაუდო თემები:

  • აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება/ლობირება
  • ადვოკატირება, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება
  • გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ჯგუფებში მწვანე საკითხების მიმართ
  • მწვანე საკითხების კვლევა ქალებთან მიმართებაში
  • გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა
  • ქალთა ჯგუფების და ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიების ორგანიზება მწვანე საკითხებზე

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

 

• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე გარემოსდაცვითი და ქალთა ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებს.

 

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში.

პროექტების ხანგრძლივობაა 8-დან 10 თვემდე.

 

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 9  დეკემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2021 წლის დეკემბრის ბოლოს.

 

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

 

 

გისურვებთ წარმატებას!

30 / 11 / 2021

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

5000

მაქსიმუმ თანხა

10 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა