2021 წელს ქალთა ფონდმა პირველად გასცა ძირითადი ოპერაციული მხარდაჭერის გრანტები
ეს არის შეუზღუდავი, მოქნილი საგრანტო პროგრამა და განსაზღვრულია გრანტის მიმღების მთლიანი, ორგანიზაციული მხარდაჭერისთვის და არა კონკრეტული პროექტული დაფინანსებისათვის. გრანტები გაიცემა ფონდის მიერ საგანგებო მოწვევის შემთხვევაში და გამიზნულია იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა მისია და ღირებულებები/პრინციპები შეესაბამება ფონდისას და რომლებიც რამოდენიმე წლის მანძილზე იყვნენ ფონდის გრანტის მიმღებები. საგრანტო პროგრამა ემსახურება გრანტის მიმღები/პარტნიორი ორგანიზაციის განვითარების ეფექტური შესაძლებლობის შექმნასა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევას.
მხარდაჭერილი ორგანიზაციებია:
1.გრანტის მიმღები: ქალი და რეალობა (თამარ მაჭარაშვილი)
პროექტის სათაური: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სრული და ეფექტური ჩართულობისა და გენდერული თანასწორობისთვის
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 11 თვე
მოთხოვნილი თანხა: 10 000 GBP
2. გრანტის მიმღები: იდენტობა იუს (youth) (მარიამ ქაჯაია)
პროექტის სათაური: ფემინისტური პრაქტიკებისა და სათემო შეჭიდულობის ხელშესაწყობად
რეგიონი: ბათუმი
პროექტის ხანგრძლივობა: 9 თვე
მოთხოვნილი თანხა: 10 000 GBP
3. გრანტის მიმღები: უხუცეს ქალთა საბჭო (სვეტლანა ბორჩაშვილი)
პროექტის სათაური: ძირითადი ოპერაციული მხარდაჭერის გრანტი
რეგიონი: ახმეტა, სოფ. დუისი
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე
მოთხოვნილი თანხა: 10 000 GBP
3
გაცემული გრანტები