მიმდინარე გრანტი

ქალთა უფლებებისა და ქალთა უფლებების აქტივისტების დაცვა

1. გრანტის მიმღები: მე ვარ ქალი (დიანა ჯიშიაშვილი)

პროექტის სათაური: შშმ ქალთა საბჭო

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 GBP

პროექტი მიზნად ისახავს,  შიდა ქართლის სამ მუნიციპალიტეტში, ქარელი, ხაშური, გორ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   ქალთა  სამოქალაქო ცნობიერების  ამაღლებასა და მათი თვითრეალიზაციის ხელშეწყობას. ამისთვის შეიქმნება ადგილობრივ  თვითმართველობებთან   დაკავშირებული ორგანო „შშმ ქალთა საბჭოები, რომელიც იმუშავებს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა საკითხების მოსაგვარებლად ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და დაიცავ  მათ უფლებებს. აღნიშნული  პროექტი ხელს შეუწყობს  ქალთა ამ ორგანოს  გააქტიურებას.

2. გრანტის მიმღები: გეაXXI (ინეზა ბაძაღუა)

პროექტის სათაური: ქალები სოციალური ცვლილებებისთვის

რეგიონი: სამეგრელო,  ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 GBP

პროექტის მიზანია ორგანიზაციის ბაზაზე  არსებული ქალთა კლუბების გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა თემში არსებული სოციალური პრობლემების შემცირებაში, ადვოკატირების კამპანიის წარმოებითა  და ქალთა  ინიციატივების განხორციელების გზით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ტრენინგ ციკლი ქალთა კლუბებისთვის, სახელწოდებით ,,ცოდნა იარაღია’’; თემში მცხოვრები ქალებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციები; რეგიონალური ფორუმი თემაზე ,,მე ფემინისტი ვარ’’; ჟურნალის გამოცემა ,,ქალი გზაჯვარედინზე’’; კლუბების ინიციატივების წარდგენა და პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. პროექტის სამიზნე ჯგუფია - სამეგრელო ზემო-სვანეთის სოფლებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდა გოგონები.

3. გრანტის მიმღები: დემოკრატიის და თანასწორობის ცენტრი (მედეა მოწყობილი)

პროექტის სათაური: ქალთა სოლიდარობა ფემინისტური სამართლიანობისთვის

რეგიონი: აჭარა, ქობულეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 GBP

პროექტი მიზნად ისახავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობას, ფემინისტური ცოდნის გაზიარებით, უსაფრთხო სოციალური სივრცის შექმნითა და ქალთა სოციალური უფლებების ადვოკატირების გზით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო შეხვედრების ორგანიზება (ფემინისტური საღამოები), ფემინისტური პლატფორმის წევრების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.

 

4. გრანტის მიმღები: ქალები ფეხბურთში სოციალური ცვლილებებისთვის (მირანდა გორდეზიანი)

პროექტის სათაური: ქალთა ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაცია რეგიონში

ქალები ფეხბურთში სოციალური ცვლილებებისთვის

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 GBP

პროექტის ძირითადი საქმიანობა გულისხმობს გოგოების სპორტში ჩართულობსა და მათი განვითარების ხელშეწყობას. პროექტი გულისხმობს რეგიონში მცხოვრები ქალი ფეხბურთელების პროფესიულ გაძლიერებას, მათი უნარების გაუმჯობესებას სამწვრთნელო პოზიციებზე, რომელიც ასევე პრეცენდენტული იქნება რეგიონისათვის. ასევე, საფეხბურთო წრის შექმნით რეგიონში გაჩნდება უსაფრთხო სივრცე ფეხბურთით დაინტერესებული გოგოებისთვის, სადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა კვალიფიციური მწვრთნელების დახმარებით გაიზარდონ პროფესიულად. საქართველოში მოასპარაზე ფეხბურთელი გოგოების მასტერკლასებითა და ბავშვთა საფეხბურთო გუნდებთან ამხანაგური მატჩებით კი, ხელი შეეწყობა საქართველოში ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებას,რაც პოზიტიურად გარდაქმნის საზოგადოებაში მყარად გამჯდარ სტერეოტიპებს ქალთა ფეხბურთან დაკავშირებით.

 

5. გრანტის მიმღები: ქუთაისის კულტურულ ახალგაზრდული ცენტრი (ნატალია პატარიძე)

პროექტის სათაური: კულტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება, ფემინისტურ ჭრილში

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 GBP

აღნიშნული პროექტი ემსახურება გენდერული როლების გადაფასებას ფემინისტურ ჭრილში და გულისხმობს, ქალაქ ქუთაისში საჯარო დისკუსიების უზრუნველყოფას ხელოვნების გზით. გენდერული როლების კონსტრუირების პროცესში,  ზღაპრებს გარდაქმნიან ისეთ  თეატრალურ დადგმებად, სადაც მთავარი ფოკუსი იქნება ძლიერ ქალ პერსონაჟებზე, რათა მათი  მეშვეობით შეიქმნას  მძლავრი, ფემინისტური შინარსის მქონე იდეოლოგიური მექანიზმი.

6. გრანტის მიმღები: ქართული მედია ჯგუფი (ნინო ჩიბჩიური)

პროექტის სათაური: ფემინისტური მოძრაობა  სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად შიდა ქართლში

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 GBP

პროექტის მიზანია შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტის 10 სოფელში  მცხოვრები გოგონების და ქალების ცნობიერების ამაღლება და გააქტიურება ტრენინგებისა და „მედია ჯგუფის“ მიერ მომზადებული გადაცემის გზით. პროექტი ასევე გულისხმობს, სარეკომენდაციო დოკუმენტის შექმნა ადგილობრივ თვითმმართველობაში წარსადგენად, გოგონათა/ქალთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით.

 

6

გაცემული გრანტები